ვიდეოები

21 მაი 7:16

დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები - რა ვითარებაა ამ დროისთვის საფრანგეთში, სადაც წყალდიდობაა

წყალდიდობა საფრანგეთში - სანაპირო ქალაქ ლე ლავან-დუში, ძლიერი შტორმის გამო, ქუჩები დაიტბორა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა საფრანგეთში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

20 მაი 20:37

კრედიტის ლიმიტი 200 000 ლარამდე იზრდება - დეტალები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება.კერძოდ, ამოქმედდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდება.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ საკუთარ მომხმარებლებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროსესხების ლიმიტი ბოლოს 2017 წელს შეიცვალა, როცა ის 50 ათასიდან, 100 ათას ლარამდე გაიზარდა.საქართველოში 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთა საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს.აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მისოების საპროცენტო შემოსავლები 31 მილიონი ლარით, 463 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთანავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა წინა წელთან შედარებით 134 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს მაჩვენებელი კი 8 მილიონი ლარით მეტია 2023 წლის მოგებასთან შედარებით.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 3 წუთის წინ

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)დღე აქტიური და საქმიანი იქნება. შეიძლება საჭირო გახდეს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, არ იჩქაროთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს.კურო (20 აპრილი – 20 მაისი)კომუნიკაცია დღეს მთავარი თემაა. დაგროვილი პრობლემების მშვიდად განხილვა კარგი შედეგი მოიტანს. ემოციური ფონი სტაბილურია.ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)თქვენი ყურადღება ფინანსებზე იქნება გადატანილი. ფრთხილად იყავით ხარჯებთან. პროფესიულად შეიძლება მნიშვნელოვანი იდეა გაჩნდეს.კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)დღე პირადი გადაწყვეტილებების მიღებისთვის ხელსაყრელია. იზრდება თვითდაჯერებულობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, მაგრამ წინასწარი ანალიზი აუცილებელია.ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)ენერგია დაბალია. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგავიწყდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაისვენეთ.ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)დღე კარგი იქნება გუნდური მუშაობისთვის. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი წინადადება. დრო იხელეთ პრაგმატულად.სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)პასუხისმგებლობა სამსახურში მოიმატებს. შესაძლოა დაგეძლიოთ ლიდერობის საჭიროება. მშვიდად იმოქმედეთ და თავი შეიკავეთ კონფლიქტისგან.მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)ახალი შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს პროფესიულ სფეროში. ფოკუსი და გეგმაზომიერება შედეგს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში სჯობს ღიად ილაპარაკოთ.მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)ინტუიცია კარგია, რაც დაგეხმარებათ რთული სიტუაციების სწორად შეფასებაში. დღეს ზედმეტი რისკისგან თავი შეიკავეთ.თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)დღე სერიოზული საუბრებისა და შეთანხმებებისთვისაა. კარგი დროა ხანგრძლივი საკითხების მოსაგვარებლად. დეტალებზე ყურადღება გაამახვილეთ.მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)შესაძლოა საქმეებში დაგჭირდეთ სხვისი დახმარება. არ იკადროთ დახმარების თხოვნა. კოლაბორაცია წარმატებას მოიტანს.თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)დაგიგროვდათ საქმეები — ეცადეთ, სია შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. სასარგებლოა ყოველდღიური რუტინის გადახედვა.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 12 წუთის წინ

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განწყობა ნეიტრალურია, რადგან ჩვენ მაინც ვიცით საბოლოო შედეგი რა იქნება“ - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობას ნეიტრალური განწყობა აქვს, რადგან მათ კარგად იციან, რა იქნება საბოლოო შედეგი.როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ოპოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გარე მმართველობას და მათ "რევოლუციური სცენარი ყოველთვის შემონახული აქვთ"."შეიძლება თქვას, რომ ჩვენი განწყობა ნეიტრალურია, რადგან ჩვენ მაინც ვიცით, საბოლოო შედეგი რა იქნება. შედეგი იქნება ის, რომ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები, იტყვიან იმავეს, რაც თქვეს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რაც თქვეს 20202 წლის არჩევნების შემდეგ. ისევ ველით, რომ იქნება კამპანია - "გაყალბდა არჩევნები". ახლაც რომ დავაკვირდეთ, ჩვენ შეგვიძლია პარალელები გავავლოთ იგივე 2020 წელთან. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ისინი დამოუკიდებლად, ან საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ ექვემდებარებიან გარე მმართველობას. 2020 წლის შემდეგაც დაახლოებით ასეთი სურათი გვქონდა. ჩამოვიდა შარლ მიშელი და მაშინ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. ეს ერთგვარად შემონახული იყო იმისათვის, რა პროცესებიც შემდგომ განვითარდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით - ნიკა მელიას ბუნტები, დაუმორჩილებლობები, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მთელი სცენარები. ამიტომ, ეს სცენარი ყოველთვის შემონახულია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 32 წუთის წინ

დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყნად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“

„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.იგი იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებში დაპირისპირება გამოიწვია.„ის, რომ აქ, შულავერის თანამედროვე კომიტეტების ხელით, რომელსაც დღეს რადიკალები წარმოადგენენ, შეეცადონ და ჩვენს ქვეყანაში მოაწყონ რევოლუციები ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მიზეზით, ამის თეორიული სურვილები, ბუნებრივია, რომ დღის წესრიგშია. საქართველოს „პროქსი ქვეყანად“ გამოყენება სურთ. „პროქს ქვეყანად“ და „პროქსი ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დანაყოფებში დაპირისპირება გამოიწვია. ამომრჩევლის 54% მიიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.კვლევა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ხალხი გამოიკითხა 5-20 მაისის შუალედში. საუბარია 2 ათას რესპონდენტზე.

ლევან სანიკიძე

პოლიტიკა 35 წუთის წინ

„პარტიებს შორის კომუნიკაცია არ არის შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლევან სანიკიძე არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება და "კოალიცია ცვლილებებისთვის“, დიდი ალბათობით, იგივე პოზიციაზეა.როგორც სანიკიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილი გაუგებრობა "ლელოს" ორჭოფობით არის გამოწვეული და მას აინტერესებს, რამ შეცვალა მათი პოზიცია.„პარტიებს შორის კომუნიკაცია არ არის შეწყვეტილი და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ამ მდგომარეობაში ქართულ საზოგადოებას არ ჩავაყენებთ და ეს პირველ რიგში საზოგადოების დაკვეთაა, რომ ერთიანობა იყოს. მაგრამ, ჩვენი პოზიცია ამ პირობებში გადახედვას არ ექვემდებარება. ეჭვი მაქვს, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის", რომლის ოთხი ლიდერიდან სამი უკვე ციხეშია იგივე პოზიციაზეა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ის გაუგებრობა, რომელიც ოპოზიციაში არის, გამოწვეული "ლელოს" პოზიციის, ორჭოფობის გამო. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეუერთდა 26 მაისს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ არჩევნებზე არ გადიოდა ორგანიზაცია თუ არ ტარდებოდა იმავე დროს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ან ჯერ ახალი საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები. ასევე, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებოდნენ გარეთ და თუ არ იქნებოდა ნორმალური ცესკო. ამიტომ, კითხვის ნიშნის ქვეშ ეს პროცესი დააყენა „ლელომ". დისკუსია გახსნა ყველაზე უდროო დროს. მე არაერთხელ მითხოვია „ლელოს" წარმომადგენლებისთვის, რომ - როდესაც ისმეოდა თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა-არ შესვლის საკითხი, მაშინვე გაგვეკეთებინა მკაფიო განცხადება, ან ჩამოგვეწერა პირობები, რა დროს განვიხილავთ შეცვლას ან რა პირობებში შეიძლება დავფიქრდეთ. ანუ გვქონოდა ოპოზიციას საერთო პოზიცია. მარტივი შეკითხვა მაქვს - რამ გამოიწვია მათი პოზიციის ცვლილება, რა გააუმჯობესა ბიძინა ივანიშვილმა აღებინებია მიმართულებით?“, - აცხადებს ლევან სანიკიძე

თაზო დათუნაშვილი

პოლიტიკა 39 წუთის წინ

„თუ ხელისუფლება ამყარებს ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატიას და ამ ქვეყანას აყენებს რუსული ინტერესების სამსახურში, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა მეთოდით და არა პარლამენტში შესვლით“ - თაზო დათუნაშვილი

თუ ხელისუფლება ამყარებს ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატიას და ამ ქვეყანას აყენებს რუსული ინტერესების სამსახურში, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა მეთოდით და არა პარლამენტში შესვლით", - ამის შესახებ პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.მისი თქმით, "ლელო" არ ამბობს, რომ თვითმიზანია საკრებულოებში შესვლა, მანდატების მოგროვება და პოლიტიკურ პროცესში შესვლა.„საზოგადოებამ დააფასა ის, რომ ეს პოლიტიკური ვითარება არ მოხდა ლეგალიზებული პოლიტიკური პარტიების მიერ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არაფრად არ ცნობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. ამაზე მგონი, ვერ ვიდავებთ, იმიტომ რომ ეს ცალსახა ფაქტია.არ დაგვიწყია საკრებულოში შესვლაზე ფიქრი. "ლელო" არ ამბობს, რომ ჩვენი თვითმიზანია საკრებულოებში შესვლა და იქ მანდატების მოგროვება და ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ რიგში, მოვუწოდოთ ჩვენს კოლეგებს, იცით რომ ჩვენ რამდენიმე თვეა, ხელისუფლების მიერ შემოგდებულ ამ თემაზე გვაქვს ძალიან მარტივი რეაქცია, ჩვენ არ შევდივართ ამ თემაში, იმიტომ რომ მიგვაჩნდა, რომ ეს თემა არ იყო საინტერესო, ეს თემა აწყობდა მხოლოდ ივანიშვილს", – ამბობს თაზო დათუნაშვილი.აქვე, თაზო დათუნაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ  "თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის იმ ადამიანების ღალატი, რომლებიც ციხეში არიან და ახალ არჩევნებს ითხოვენ".„თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა ძალიან მარტივი პოზიცია, ამაზე არ ვლაპარაკობდით, იმიტომ, რომ ეს აწყობდა მხოლოდ ივანიშვილს. როდესაც მოვიდა რეალურად მომენტი კალენდრულად, როცა ამაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ძალიან ღიად და პირდაპირ კოლეგებს ვუთხარით, რომ მოდი ვიმსჯელოთ იმაზე, შეიძლება თუ არა ამ არჩევნების გამოყენება ინსტრუმენტად იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც ვართ და ეს ბრძოლა არის მრავალწახნაგოვანი“, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.