წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747074305
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:
I შვილი - 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი - 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი - 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ტყუპები - 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;
გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:
I შვილი - ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი - 300 ლარი;
III შვილი - 450 ლარი;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.
ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;
ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის" სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან
9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.საკრებულოს დადგენილება "თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის" დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1747028460