ჯარიმა

1771522929

„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.„შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

sesxi

1771360861

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2026 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა.„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 238 380 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.შესაბამისად, როგორც „საზოგადოება და ბანკები“ წერს, 238 380 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.ორგანიზაციის მონაცემებით, 238 380 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია - 190 420 (80%), 44 910 ხელშეკრულება (19%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული.„ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.201 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.828 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.644 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.254 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.415 მლრდ. ლარი.ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 66 980 ლარს, სამომხმარებლო სესხის 35 200 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 139 000-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 707 500 ლარს შეადგენს“,- წერს „საზოგადოება და ბანკები“.ცნობისთვის, ინფლაციამ იანვარში 4.8% შეადგინა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 11%-იანი ფასების ზრდით. მათივე შეფასებით, ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.„შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან მიიჩნევს, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა“,- აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.

puli

1771273157

„ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი...“ - დეტალები

ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.

ფული

1770400179

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი? თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლიროგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, "თიბისი ბანკის" ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

puli

1770151784

1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი - ცნობილია, ვის გადასცემს ბორჯომის მერია ერთჯერადად თანხას

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან ბაკალავრის საფეხურზე მყოფი ყველა წარმატებული სტუდენტი სემესტრულად ერთჯერადად 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარს მიიღებს.ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:არის საქართველოს მოქალაქე;განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.ფულადი ჯილდოს მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტაცია:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);საბანკო რეკვიზიტები.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიზანია, განათლების ხელშეწყობა და წარჩინებული ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერა.

ფული

1769797290

ერთჯერადი ფინანსური დახმარება 5000 ლარამდე გაიზარდა - აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.„საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა.სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.

ფული

1769634041

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი? თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლიროგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, "თიბისი ბანკის" ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

ფული

1769104390

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა.აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.ვის და რა პირობით დაუსუბსიდირდება კომუნალური გადასახადები„დახმარების სახით განხორციელდეს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით, შემდეგი პირობებით:ა) 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა;ბ) 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სარეიტინგო ქულაც 70 ათასს არ აჭარბებს, სასმელი წყლის გადასახადიც დაუსუბსიდირდებათ.„2026 წლის იანვრის თვიდან 2026 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია ან ტოლია 70 000-ის და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება, მოხმარებული სასმელი წყლის/წყალარინების ან სააბონენტო გადასახადის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.

ფული პენსია

1769023454

2000 ლარი ერთჯერადად ოჯახებს - ცნობილია ვის შეეხება დახმარება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება იზრდება:"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზრდის ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. 2026 წლიდან, ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარამდე გაიზრდება.შესაბამისად, ორი ტყუპის შემთხვევაში (ორი ბავშვი) 4000 ლარი გაიცემა, სამი ბავშვის (ტყუპის) შემთხვევაში - 6000 ლარი.ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს, შობადობის ხელშეწყობას, მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას და ბავშვების აღზრდის პირობების გაუმჯობესებას.2025 წელს, პროგრამით ისარგებლა 43-მა ოჯახმა, დაიბადა 87 ბავშვი, მათ შორის ერთ ოჯახში 3 ტყუპი".

რიმა ბერიძე

1768660800

რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველ ქალბატონს ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული მიულოცა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მარტოხელა ქალბატონი ირინა ბერაია მოინახულა, მას ნათლისღების მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სარეცხი მანქანა გადასცა.„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმის შეგრძნება, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ადამიანები მარტონი არ არიან. ჩვენი მოვალეობა თქვენს გვერდით დგომა და იმ პრობლემების შემსუბუქებაა, რაც გაწუხებთ. სიკეთე გადამდებია და მჯერა, ერთმანეთზე ზრუნვით ბევრად უკეთეს გარემოს შევქმნით“, -  აღნიშნა რიმა ბერაძემ.

საკუთრებაში

1767906712

ბინის ქირა წლიურად გაძვირდა - თბილისის რომელ უბანშია ყველაზე ძვირი/იაფი

„გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, რომელესლაც სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, გასული წლის ნოემბერში ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკეში, ყველაზე დაბალი კი სამგორში იყო.უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში კვადრატულ მეტრ ბინაზე ქირის ფასი უბნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: ვაკე - 14.4 აშშ დოლარი; მთაწმინდა - 12.6 - აშშ დოლარი; საბურთალო - 11.7 აშშ დოლარი; კრწანისი - 10.4 აშშ დოლარი; ისანი - 10. 3 აშშ დოლარი; დიდუბე - 9.8 აშშ დოლარი; ნაძალადევი - 9.8 აშშ დოლარი; ჩუღურეთი - 9.7 აშშ დოლარი; დიდი დიღომი - 8.7 აშშ დოლარი; სამგორი - 8.2 აშშ დოლარი; ვაშლიჯვარი - 8.6 აშშ დოლარი; გლდანი - 8. 4 აშშ დოლარი. ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში მაღალ დონეზე შენარჩუნდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 726 შეადგინა.

ირიგაცია

1767191974

სახელმწიფო ფერმერებს დაასუბსიდირებს - დეტალები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.„ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებას და ფერმერებისთვის წყლის უფრო საიმედო მიწოდებას. ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელ ხარჯი, რაც საჭიროა მელიორაციის სექტორის ეფექტიანი მუშაობისთვის. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა ფერმერების სრულად არ დააწვება, რადგან სახელმწიფო განაგრძობს მელიორაციის სექტორის მხარდაჭერას სუბსიდირების მექანიზმის მეშვეობით.სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას და ყველა ცვლილებას ახორციელებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულად.ახალი ტარიფის დადგენა პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ნათლად აჩვენებს მელიორაციის მომსახურების რეალურ ღირებულებას. ფერმერის ქვითარში ასახული იქნება, როგორც სრული ტარიფი, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სუბსიდიის ოდენობა, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს წვლილს.ახალი სატარიფო სისტემა ემყარება სამართლიან პრინციპს. მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ წყლისთვის, რომელსაც რეალურად მოიხმარს და არ იხდის ზედმეტს. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის მიზნობრივ გამოყენებას, წყლის დროულ მიწოდებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დაიწყება ფერმერებთან რეგიონებში.საქართველოს მელიორაცია ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა. ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები და მოწესრიგდა საირიგაციო ქსელი, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში სავარგულები არ მორწყულა.მომავალ წლებში, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ჯამში, დაახლოებით 605,8 მლნ. ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.