basiani

1793528749

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება.2026 წლის 14 დეკემბერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში, დაგეგმილია, სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტი. იაპონელი მსმენელის წინაშე აჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული მუსიკა, ასევე თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები.15 დეკემბერს კი ქალაქ უშიკუში, სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი “ბასიანი.”ანსამბლი “ბასიანი” იაპონელ მაყურებელს შესთავაზებს ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებს - ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს.სახელმწიფო კამერული გუნდი კი, ქართულ საგალობლებსა და საგუნდო პროფესიულ მუსიკას შეასრულებს. რეპერტუარში იქნება: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები.გუნდების სოლისტებთან ერთად კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ბოლქვაძე და ვადიმ შიშკინი.ღონისძიებები იაპონური ორგანიზაციის „Min-On Concert Association“-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.პროგრამა:14 დეკემბერი | ტოკიო, ღონისძიება: „Spirit of Georgia“- სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი.Tokyo Metropolitan Theatre Concert Hall19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე)15 დეკემბერი | უშიკუ (იბარაკის პრეფექტურა). ანსამბლი „ბასიანი“ , სოლო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქ. უშიკუსა და ქ. თელავს შორის დამეგობრებისა და ქ. უშიკუს დაარსების 40 წლისთავის იუბილეს.Ushiku City Central Lifelong Learning Center Culture Hall19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე)იაპონიაში სამების კათედრალის საპატრიარქო / სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანის“ კონცერტები 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.

მამუკა ტყეშელაშვილი

1793527050

მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK LEIPZIG-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის MEPHISTO AWARD-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა

ქართული ანიმაციის საერთაშორისო წარმატების შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.„მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „როცა ზღვა იყო მშვიდი“ დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების 69-ე საერთაშორისო ფესტივალზე - DOK Leipzig-საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის Mephisto Award-ის ჯილდო და ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი კინოფესტივალის ორ საკონკურსო სექციაში იყო წარდგენილი.ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

ბოლქვაძე

1793462088

ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად - ელისო ბოლქვაძე

აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართული კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა. იგი ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც პანელურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.“ჩვენი მიზანი უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არა კულტურული ტრადიციების ჩასანაცვლებლად, არამედ მათ დასაცავად, გასაცოცხლებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

ბოლქვაძე

1793438035

კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე - ელისო ბოლქვაძე

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო და პანელური დისკუსიის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა. “კულტურა ყოველთვის გვახსენებს იმას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ხმას გაერთიანდეს საკუთარი ხასიათის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვის გარეშე”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.

ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია” მორიგი ევროპული პრემიერა ციურიხის საერთაშორისო კინოფესტივალზე

1793363173

ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის  მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“, — ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ხულუტის ციხე

1793347200

„ხულუტის „ციხის სიზმარი“ ახდა“ – ისტორიულ ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

 ხულუტის ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღდგენილია ისტორიული კომპლექსის წყლის საიდუმლო რეზერვუარი, ხოლო მარანში შემორჩენილი ქვევრები გაწმენდილია და დაზიანებისგან დაცულია. 28 ოქტომბერს საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას ძეგლის ახლად რეაბილიტირებული სივრცეები წარუდგინა.გახსნის ღონისძიების ფარგლებში მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ხოლო ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა ისტორიული ამბები ავთენტიკური სამოსითა და სანახაობრივი წარმოდგენით გააცოცხლეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა.„ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, არამედ, ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ. კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ“, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.    „სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვით, 14 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პროექტის მთავარი მიზანი ხულუტის ციხე-დარბაზის ორი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის – წყლის საიდუმლო რეზერვუარისა და მარნის – გადარჩენა და შენარჩუნება იყო.ისტორიული წყლის რეზერვუარი, რომელიც ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდახულუტის ციხის გარეთ, კლდის ძირში, მდინარე ქციის (ხრამის) ძველ კალაპოტში მდებარე წყლის რეზერვუარი უნიკალური ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაა. ისტორიული მონაცემებით, ის თავდაპირველად ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი სქელი კედლები მტკიცე კლდის წყობითა და კირის დუღაბით იყო აგებული, რაც წყლის შეკავებასა და ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფდა.რეზერვუარის მეორე სართულს ქვის გუმბათოვანი გადახურვა აგვირგვინებდა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაგებობა ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა და მთელ კომპლექსს უსაფრთხო, ავტონომიური წყალმომარაგებით უზრუნველყოფდა.წლების განმავლობაში ისტორიული ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მორღვეული იყო მეორე სართულის დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო ფასადური ღიობები, ხოლო ტერიტორია დაგროვილი ნარჩენების გამო ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული.ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის საიდუმლო რეზერვუარი სრულად აღდგა.  ციხის მარანი და საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქვევრებისარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ხულუტის ციხე-დარბაზის ისტორიული მარნის დაცვა იყო.გალავნის შიგნით მდებარე მარანი 2020-2023 წლებში, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში აღმოაჩინეს. ნაგებობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოიჭრა და ტონობით მიწა გაიტანეს.მარანი ერთსივრციანი, წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომლის კონტურებიც კლდოვანი ფერდობის რელიეფს მიუყვება. ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ორსართულიანი იყო, თუმცა მეორე სართული დღემდე აღარ შემორჩენილა.მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც. ისტორიული ქვევრები ხშირად ზიანდებოდა, მათი უმრავლესობა კი წყლით, საკვების ნარჩენებითა და თუნუქის ქილებით იყო სავსე.რეაბილიტაციის ფარგლებში, არქეოლოგის ზედამხედველობით, მარანში მიწის ზედაპირი 12-15 სანტიმეტრით მოიხსნა, რათა შემორჩენილი ქვევრების პირები გამოჩენილიყო. ყველა ქვევრი ნარჩენებისგან გაიწმინდა და სპეციალური ნაწრთობი მინით დაიფარა.მარნის შესასვლელთან მოეწყო ხის სპეციალური გადასახედი ბაქანიც, რომელიც ვიზიტორებს ისტორიული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს და, ამავდროულად, ნაგებობას დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებისგან დაიცავს.სამუშაოების დასასრულს ხულუტის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე გენერალური დასუფთავება ჩატარდა. განახლდა ციხის კარებებისა და მოაჯირების საღებავიც.  ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აქტივისტების ინიციატივით, ძეგლზე მასშტაბური სამუშაოები 2021-2023 წლებში მიმდინარეობდა.უშუალოდ აღდგენით პროცესს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები. ციხე-დარბაზის ტერიტორია გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ძეგლამდე მისასვლელი ბილიკი, რამაც ისტორიული კომპლექსის დათვალიერება ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადა.ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.2019 წელს აქტივისტებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძეგლზე განხორციელებული ყველა სამუშაო, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, სრულად კომპანია „არემჯიმ“ დააფინანსა. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ინდუსტრია“ იყო“, - ნათქვამია „საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციაში.XVII საუკუნის ციხე-დარბაზი უნიკალური არქიტექტურითა და ისტორიითხულუტის ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის (ქციის) ხეობაში მდებარეობს. ისტორიული კომპლექსი XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ქციის მარცხენა ნაპირზე, „დიდ ყაფლანად“ წოდებულ ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილს აუგია.ციხეს თავის ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს.კომპლექსი რამდენიმე კოშკს, სასახლესა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსო ნაგებობას აერთიანებს. მათ შორის განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა შვიდსართულიანი კოშკი, რომელიც როგორც მასშტაბით, ისე მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით კომპლექსის ყველაზე გამორჩეული ნაწილია.განსაკუთრებით საინტერესოა კოშკის კიბის უჯრედის დაგეგმარება, რომლის ანალოგიც ამ ტიპის სხვა ისტორიულ კომპლექსებში არ გვხვდება.XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ხულუტის ციხე-დარბაზი ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების რეზიდენციას წარმოადგენდა.ციხის აგებას საინტერესო ისტორიული გადმოცემაც უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, სახელად ვახტანგს, თავისი ძმისწულის, ყაფლანისთვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი აღსაზრდელად მიებარებინა.წლების შემდეგ ყორჩიბაშს აღზრდილი სამშობლოში ფულითა და წერილით გამოუგზავნია. წერილში ნათქვამი ყოფილა: „თუმც მაჰმადიანი ვარ, მაგრამ ჩემი გული ქრისტიანობისგან არ შეცვლილაო“. გამოგზავნილი თანხა ფიტარეთის ეკლესიის შესამკობად ყოფილა განკუთვნილი.გადმოცემის მიხედვით, ყაფლანს ამ ფულით ხულუტის ციხე აუგია, რათა თავდასხმებისგან თავი დაეცვა. როდესაც ამის შესახებ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთის მონასტრის დასამშვენებლად კიდევ უფრო დიდი თანხა გამოუგზავნია.ხულუტის ციხის ამგები ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელსაც 60 სოფლის აშენება და დასახლება მიეწერება, ფიტარეთის მონასტერშია დაკრძალული.დღეს ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ისტორიული კომპლექსის არქიტექტურულ და კულტურულ მნიშვნელობას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადარჩენილია ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილები, ხოლო დამთვალიერებლებს მისი ისტორიის გაცნობა უფრო უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.

ელისო ბოლქვაძე

1793184660

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, ბაქოში, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.ფორუმის ფარგლებში, გიულისტანის სასახლეში გამართული სპეციალური სესია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა.  წლევანდელი ფორუმის სადისკუსიო თემა იყო - „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“ .საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის მესამე შეხვედრისა და „ბაქოს პროცესის“ მინისტერიალის მეექვსე შეხვედრის სპეციალურ ერთობლივ სესიაზე, აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე მოხსენებით წარსდგა.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კულტურის როლზე, ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობას.“საქართველო მდიდარი კულტურული ისტორიის და უნიკალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ჩვენი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღესაც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. უძველესი ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ძეგლები, უნიკალური ქართული ანბანი, ტრადიციული რეწვა და მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორიის მრავალფეროვნებას ასახავს. სწორედ ეს არის ინტერკულტურული დიალოგის ნამდვილი ღირებულება - შევინარჩუნოთ ის, რაც თითოეულ კულტურას უნიკალურს ხდის და ამავდროულად, ადამიანებსა და ერებს შორის ხიდები გავამყაროთ”, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია შამათავა.სამდღიანი ფორუმი, რომელიც აერთიანებს კულტურის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და UNAOC, UNESCO, ICESCO და UN Tourism-თან პარტნიორობით იმართება.

მხატვრები

1793169540

ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრები პარიზში, Art Shopping 2026-ზე

საფრანგეთში, პარიზში, Carrousel du Louvre-ის საგამოფენო სივრცეში, Art Shopping-ის ფარგლებში, ქართველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა და ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენას ემსახურებოდა.გამოფენის ოფიციალურ გახსნას, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილი, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.დამთვალიერებელს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შესახებ ინფორმაციას აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, თეონა ზოიძე, ხელოვნების მუზეუმის მმართველთან, ლელა ცხოიძესთან და მონაწილე მხატვრებთან ერთად აცნობდა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნინო ჩაკვეტაძის, ეკატერინე მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის, ლია შველიძის, ირინა ტორონჯაძის, ეკატერინე ცინცაძის, თამთა დარჩიას, მაია გერსამიას და დიანა თალაკვაძის ნამუშევრები.ექსპოზიცია ქართველი ქალი მხატვრების სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებს აერთიანებდა, რომლებშიც ასახულია ქართული კულტურული იდენტობა, ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე სამყაროს აქტუალური თემები. Art Shopping-ში მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. 2026 წლის 1 მარტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა სახელწოდებით - ,,ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ ჩატარდა.ექსპოზიცია  2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან ქართველი ქალი მხატვრები Art Shopping-ზე.გამოფენა სამი დღის განმავლობაში 23-25 ოქტომბერს მიმდინარეობდა.Art Shopping-ში ყოველწლიურად 500-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს. ღონისძიებას 100 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.მოგესალმებით, გიგზავნით Art Shopping - ის ინფორმაციას და ფოტოებს, პირველი სამი ფოტო დანომრილია, მადლობა

ოპერისა და ბალეტის თეატრი

1793115543

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის დასკვნითი საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ბანკი და იელთი ჯგუფი. პროექტის პრეზიდენტია ელენე ოთარაშვილი, მმართველი პარტნიორები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი."2026 წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. განახლდა ნომინაციების სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივ და ავთენტურ ტურისტულ პროდუქტებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტარტაპებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობს. საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდებიან“ - ელენე ოთარაშვილი; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტიპროექტის მიზანია სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.2026 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ტურიზმის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ნომინაციებში დამატება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურიზმის სფეროში ხარისხიანი აკადემიური განათლების წახალისებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაძლიერებისთვის და მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობისთვის.დაინერგა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები, რომლებიც დაეფუძნა უახლეს პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩამოყალიბდა ჟიურის ახალი შემადგენლობა. შეფასების პროცესს წარმართავდა საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“.პირველად პროექტის ისტორიაში შეფასების სისტემაში ინტეგრირდა „მისტიური სტუმრის“ კომპონენტი. ამ მიმართულებით პროექტში ჩაერთნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეძლიერებინა და ახალ ხარისხში აგვეყვანა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროფესიული სანდოობა.პროექტის საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, სტუმარმასპინძლობის სფეროს შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის გაიმართა ვორქშოპი: სტრატეგიული ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ვორქშოპს მაღალი კლასის საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ.2026 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ქოლგის ქვეშ შეიქმნა პოდკასტი TOURISM TALKS, სივრცე ღია და გულწრფელი დიალოგისთვის ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, ადამიანებზე, იდეებსა და ინიციატივებზე. პოდკასტი გახდა ერთგვარი ხმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ ტურიზმს.განვითარების ახალ ეტაპზე გაფართოვდა პროექტის პარტნიორთა ეკოსისტემა, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო კომპანიები, პროფესიული ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები.28 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს ელოდებათ გამარჯვებულების გამოვლენა, სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ქართული მუსიკის შედევრები სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ეს იქნება ქართული ტურიზმის დიდი დღესასწაული: საუკეთესო მიღწევების, პროფესიონალიზმის და იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას ქმნიან.

კულტურის სამინისტრო

1792911836

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდმა საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდმა, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, ესპანეთში, საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა.გუნდმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.კონცერტი ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურს „Sing for Gold - the World Choral Cup“-ის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში 24 ქვეყნის 37 გუნდი მონაწილეობს. თბილისის ქალთა გუნდი ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - საგრადა ფამილიაში გამართული კონცერტისთვის შერჩეულ ორ გუნდს შორის მოხვდა.

კულტურის სამინისტრო

1792567388

კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, "ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" საქართველოში პირველად გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, ა.წ. 22-24 ოქტომბერს, საერთაშორისო კულტურული ღონისძიება - "ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026" საქართველოში პირველად გაიმართება.მასშტაბური ღონისძიება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელსაც UNESCO 2023 წლიდან ყოველწლიურად, 17 ოქტომბერს აღნიშნავს.2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა ტექსტილია. სამდღიანი პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, ისე მასტერკლასებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და რეწვისა და ტექსტილის სფეროს წარმომადგენლებისთვის."ცოცხალი მემკვიდრეობის დღეები 2026"-ის ფარგლებში, საქართველოს იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან ეწვევიან მონაწილეები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი კონფერენცია ქართველი და უცხოელი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, მასტერკლასები და დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.ტექსტილი ქართული ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასახავდა როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე მაღალ მხატვრულ კულტურას. ქსოვილის დამუშავების, ქსოვის, ქარგვის, თექის დამზადებისა და ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უმეტესად - ოჯახებსა და ადგილობრივ თემებში. შესაბამისად, საქართველოს თითოეულ რეგიონში ჩამოყალიბდა გამორჩეული ორნამენტები, ტექნიკები და ფერთა გამა, რომლებიც ადგილობრივი ბუნების, რწმენა-წარმოდგენებისა და ცხოვრების წესის გავლენით განვითარდა. ქართველი ხელოვანები და დიზაინერები დღეს კვლავ იყენებენ ძველ, ავთენტურ ტექნიკას, რაც ტრადიციებზე დაყრდნობით, ცოცხალი მემკვიდრეობის განვითარებას უწყობს ხელს.საერთაშორისო კულტურული ღონისძიების მიზანი ქართული ქსოვილის ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით რეწვის ოსტატთა პროფესიული უნარების გაძლიერება და ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების თანამედროვე ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

მძლევარი

1792396119

პოლონეთში, 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე ვაჟთა ფოლკლორულმა გუნდმა „მძლევარი“ სამი ჯილდო მოიპოვა

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“ პოლონეთიდან სამშობლოში გამარჯვებით ბრუნდება. გუნდმა 21-ე საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.პირველი ადგილი და ოქროს დიპლომი – კამერული გუნდების კატეგორიაში; ოქროს დიპლომი – ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში; სპეციალური პრიზი და დიპლომი – ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.15-18 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ საგუნდო ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა.საკონკურსო დღეების გარდა, გუნდი „მძლევარი“, კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთში სოლო კონცერტს გამართავს.გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

✕