ავარია თელავში

1794410546

ავარია თელავში - ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

თელავში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, გზა გადაკეტა, რასაც ავტომობილების ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა.შემთხვევის შედეგად, ავტომობილებში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

მაშველებმა ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

1794397810

ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - ის ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

პოლიცია ლენტა

1794394432

დაჭრა ვაკეში! - რა დეტალები ხდება ცნობილი

არსებული ინფორმაციით, ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლენტა

1794391524

ყვარელში, მძიმე ავარიას ქვეითი ქალი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის ქალი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სამსახურში ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ქსელური მარკეტის „გვირილას“ თანამშრომელია.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

პოლიცია ლენტა

1794387598

დაღუპულია 2 ადამიანი - მძიმე ავარია ხაშური-ოსიაურის გზაზე

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა, სადაც 4 ადამიანი იმყოფებოდა, წყალმზიდს შეეჯახა.დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

სასწრაფო

1794312955

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს - როგორია მათი მდგომარეობა

ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და  მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს.  ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა.ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ლენტა

1794232761

ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.„გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი სოფელ შამგონაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც ხიდის გადასვლამდე,ავტომობილი წამებში აალდა. არსებული ინფორმაციით, მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო, თუმცა მანქანიდან გადმოსვლა მან ვეღარ შეძლო და  დაიღუპა. გარდაცვლილი ჯუმბერ კვარაცხელია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და სამშობლოში ეხლახანს დაბრუნდა. იგი აქ აპირებდა ცხოვრებას.გარდაცვლილი მამაკაცის მშობლების სახლი,სადაც მისი ძმა ცხოვრობს სოფელ ზედა ეწერშია.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო,რაც გულისხმობს  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

ტრაგედია სოფელ შამგონაში

1794216848

„მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა“ - ტრაგედია სოფელ შამგონაში

სოფელ შამგონაში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოასწრო და ის ადგილზევე დაიღუპა.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო.დამატებითი დეტალები უცნობია.

პოლიცია ლენტა

1794210830

ქუთაისში, მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით ავანგარდის დასახლებაში მოხდა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.როგორც გამოცემას თვითმხილველები უყვებიან, რომ გზაზე მოძრავ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ლენტა

1794063687

სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთზე ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ლენტი

1793995633

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

Foto

1793963081

ქარელში, ავარიის გამო, მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა - ვითარება ადგილზე

ქარელის შესასვლელში ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც მის ამოყვანამდე მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა.ინფორმაცია, ,,ქართლის ამბები“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატვირთო ავტომანქანა საწყობში შესვლას ცდილობდა.

✕