ვატო ყიფიანი

1792080814

ვატო ყიფიანი დაკავებულია

ვატო ყიფიანი დაკავებულია. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.უწყების ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაკავება

1792007824

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს. რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

პოლიცია ლენტა

1791979697

„მამის მისამართით ისროლა... თოფი წავართვი და დანა დამარტყა...“ - დაჭრილმა ქალმა „პრაიმტაიმს“ თავდასხმის დეტალები უამბო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, მე თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ლენტა

1791978752

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა - სახლში მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი როგავების ოჯახს თავს დაესხა და ახალგაზრდა 35 წლამდე ქალი დაჭრა.დაჭრილი ქალი რამდენიმე ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.როგორც დაზარალებული ამბობს, კაცმა ჯერ მამის მისამართით გაისროლა, ხოლო შემდეგ დანით ჭრილობა მას მიაყენა.„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ“, - განაცხადა ზემი როგავამ.შემთხვევის დროს სახლში მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.

ელენა და დარია წერეთელების მკვლელობა

1791841398

ცნობილია, რა სასჯელი ემუქრება გოგიაშვილს, რომელმაც მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და შვილი მოკლა

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელსაც 19 წლის გოგოსა და მისი დედის მკვლელობაში ადანაშაულებენ, უვადო პატიმრობა ემუქრება.გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა თავდაპირველად თავისი პარტნიორის 19 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოგვიანებით კი თავად ქალიც.ბრალდებულმა ცხედრები დაანაწევრა. ნეშტების ნაწილი ბინის აივანზე და ავტოფარეხში აღმოაჩინეს. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მან ტანსაცმელიც დაწვა. გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. მას ბრალი ნაწილობრივ აღიარებული აქვს.გამოძიება დანაშაულის შესაძლო მოტივებად ყოფით კონფლიქტებსა და ფინანსურ სირთულეებს განიხილავს.წარდგენილი ბრალდებების ერთობლიობით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტო

1791835474

„საკონტროლო გასროლა განახორციელა...“ - „კანონიერ ქურდს“ არმან ჯანინიანს, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.ფოტოზე: აილაზ ალოიანი (გუდრონი) და არმან ჯანინიანი (კალუჟსკი)

ფოტო

1791575557

ვრცელდება „გოგა რუსთავსკის“ ფოტო, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს | „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად 80 ადამიანი დააკავეს.ბრალი კიდევ 14 პირს წარედგინა, მათ ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებებში, ნაწილს კი დაუსწრებლად.ბრალდებულებს შორისაა საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძე, მეტსახელად „გოგა რუსთავსკის“.გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებზეც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.კერძოდ, ბრალდებულები განიხილავდნენ მხარეებს შორის ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული შეთანხმების საფუძველზე ერთ-ერთ მხარეს გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. მიღებული თანხის ნაწილს მეორე მხარეს გადასცემდნენ, ნაწილს კი თავად იტოვებდნენ.დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვის“ მუხლებით.დაკავებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ელენა და დარია წერეთელების მკვლელობა

1791402536

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი... გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ - მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილის დაკავების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.გამოძიების ინფორმაციით, ორი ქალის მკვლელობის შემდეგ გოგიაშვილმა მოსკოვიდან გაქცევა გადაწყვიტა. მას თან ჰქონდა ელენა წერეთლის ძვირფასი ნივთები: საათი და საყურეები, ასევე იარაღი.ქალაქიდან წასვლაში მას ნაცნობი 40 წლის ქალი დაეხმარა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგებული.რუსული მედიის ცნობით, ქალი გოგიაშვილთან დაახლოებით ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგაც აგრძელებდა მასთან კონტაქტს.სწორედ მასთან მივიდა მამაკაცი მკვლელობის დღეს და ღამე სასტუმროში გაატარა. ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ დროისთვის გოგიაშვილს უკვე ორი ადამიანი ჰყავდა მოკლული.მოგვიანებით გოგიაშვილმა ქალს ავტომობილის დაქირავება და თავად საჭესთან დაჯდომა სთხოვა. მათი საბოლოო დანიშნულება როსტოვი იყო, სადაც მამაკაცს შვილებთან წასვლა სურდა. ისინი მოსკოვიდან ერთად გაემგზავრნენ, თუმცა გზა ვორონეჟის ოლქში შეწყდა.ავტომობილი სამართალდამცველებმა გააჩერეს და გოგიაშვილი დააკავეს.საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გოგიაშვილის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.რუსული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 40 წლის ქალია, რომელიც მას ფინანსურადაც ეხმარებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე გოგიაშვილმა ქალს BMW X5 გამოართვა და უთხრა, რომ ავტომობილს საბურავები უნდა შეეცვალა. მანქანა მას აღარ დაუბრუნებია. მოგვიანებით კი ქალისგან კიდევ 500 ათასი რუბლი ისესხა და თანხის აღების მიზეზად ავტომობილის ძრავის შეკეთება დაასახელა. არც თანხა და არც მანქანა ქალისთვის აღარ დაუბრუნებია.რუსული მედიის ცნობით, ელენა წერეთელიც გოგიაშვილს ფინანსურად ეხმარებოდა და მას პირადი ხარჯებისთვის საკუთარი საბანკო ბარათიც კი ჰქონდა მიცემული.ამასთან, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გოგიაშვილის ფინანსურ პრობლემებს შესაძლოა მომხდართან კავშირი ჰქონდეს. თუმცა საბოლოო მოტივი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.გამოძიების ინფორმაციით, დაკავების დროს გოგიაშვილს თან ჰქონდა მოკლული ელენა წერეთლის ნივთები და იარაღი. თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო საქმის საბოლოო გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.ამავე საქმის მასალებიდან:"ჩხუბის დროს, თავში ვესროლე... მისი მობილურის პაროლი მქონდა და..." - ახალი დეტალები თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური ჩვენებიდან„სიკვდილი დადგა მყისიერად... აბაზანაში გავიყვანე...“ – ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური ჩვენებარა არის ცნობილი კაცზე, რომელიც ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობაშია ბრალდებული

სკანდალური დეტალები მოსკოვში დედა-შვილის მკვლელობის საქმიდან

1791316484

"ჩხუბის დროს, თავში ვესროლე... მისი მობილურის პაროლი მქონდა და..." - ახალი დეტალები თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური ჩვენებიდან

მოსკოვში 53 წლის ბიზნესმენის, ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილი დაკავებულია და სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და აცხადებს, რომ მომხდარი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად მოხდა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით კი, სისხლიან მოვლენებს წინ გოგიაშვილსა და ელენა წერეთლის ქალიშვილს შორის ძვირადღირებული ავტომობილის გამო დაწყებული კამათი უძღოდა.„მერსედესის“ გამო დაწყებული კამათიგამოძიების გავრცელებული ვერსიით, ყველაფერი პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს გოგიაშვილმა 19 წლის დარია წერეთელი ჩოგბურთის ვარჯიშიდან წაიყვანა.ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული უცხოური ავტომობილის, კერძოდ, „მერსედესის“ შეძენა სურდა, თუმცა დედის პარტნიორი ამის წინააღმდეგი იყო. გზაში მათ მანქანის გამო იკამათეს.გოგიაშვილმა ახალგაზრდა ქალი საკუთარ ავტოფარეხში წაიყვანა, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ავტომობილებს არემონტებდა. კამათი იქაც გაგრძელდა.გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა იარაღი აიღო და გოგონას თავში ესროლა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.ამის შემდეგ გოგიაშვილმა, სავარაუდოდ, ცხედარი ავტოფარეხში დამალა, მისი ტელეფონი კი თან წაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტელეფონის პაროლი ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარიას სახელით მის შეყვარებულს თავად სწერდა, რათა მომხდარი დაემალა.დედამ მომხდარის შესახებ გაიგოგვიან საღამოს გოგიაშვილი სახლში დაბრუნდა და ელენა წერეთელს მომხდარის შესახებ თავად უამბო.რუსული მედიის მიერ გავრცელებული ვერსიით, ქალს ძლიერი ემოციური რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც გოგიაშვილმა მასაც ესროლა. ელენა წერეთელი ადგილზე დაიღუპა.გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილმა მისი ცხედარი სააბაზანოში გადაიტანა, შემდეგ კი ავტოფარეხში დაბრუნდა. მოგვიანებით ორივე ცხედარი დანაწევრებული იპოვეს.3 ოქტომბერს ოჯახის წევრებს ეჭვი გაუჩნდათ, რადგან ელენა წერეთელს ვერ უკავშირდებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა.ქალის ცხედარი მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს, 19 წლის დარიას ცხედარი კი მოგვიანებით გოგიაშვილის ავტოფარეხში იპოვეს.სამართალდამცველებმა, გავრცელებული ცნობებით, ავტოფარეხში იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავიც აღმოაჩინეს.გაქცევის მცდელობაგამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ გოგიაშვილმა მოსკოვიდან გაქცევა სცადა. მას თან ჰქონდა ელენა წერეთლის ძვირფასი ნივთები, საათი და საყურეები, ასევე იარაღი.გავრცელებული ცნობებით, მამაკაცი ძველი ნაცნობის დახმარებით ქალაქიდან წავიდა. ისინი ვორონეჟის ოლქისკენ მიემართებოდნენ, თუმცა გზაში ავტომობილი სამართალდამცველებმა გააჩერეს და გოგიაშვილი დააკავეს.საქმეში კიდევ ერთი ქალის შესახებაც გახდა ცნობილი. რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილი წლების განმავლობაში პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა.ერთ-ერთ ქალს, 40 წლის ყოფილ პარტნიორს, მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდა. მისი თქმით, გოგიაშვილმა მას BMW X5 გამოართვა და უთხრა, რომ ავტომობილს საბურავები უნდა შეეცვალა, თუმცა მანქანა აღარ დაუბრუნა. მოგვიანებით მან ქალისგან კიდევ 500 ათასი რუბლი ისესხა და თანხის დაბრუნებაც აღარ მომხდარა.მკვლელობის დღეს ეს ქალი გოგიაშვილს შეხვდა და მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში მასთან მივიდა და დაიძინა. ქალმა არ იცოდა, რომ იმ დროისთვის გოგიაშვილს ორმაგი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი.საქმის გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გავრცელებული ვერსიები რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეფუძნება და საბოლოო მოტივი სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს.

ელენა წერეთელი

1791274912

„სიკვდილი დადგა მყისიერად... აბაზანაში გავიყვანე...“ – ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სკანდალური ჩვენება

მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის, მკვლელობის საქმეზე 40 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. ელენას დანაწევრებული ცხედარი ბინაში, დარიასი კი  ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. გოგიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გოგიაშვილი დაკავების შემდეგ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. გამოძიების ცნობით, მან სამართალდამცველებს მკვლელობების გარემოებები და დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც დაკავებული ელენა წერეთლის მკვლელობის ეპიზოდზე საუბრობს.„სიკვდილი დადგა მყისიერად... თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“,- ამბობს გოგიაშვილი ვიდეოში.5 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც წერეთლების ბინაში, ასევე ავტოფარეხში, სადაც დარია წერეთლის ცხედარი იპოვეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობების შემდეგ გოგიაშვილი შენობებში სისხლის კვალის მოშორებასა და დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ელენა წერეთლის ბინაში, რომელიც წინასწარ იყო დასუფთავებული, სისხლის კვალი მხოლოდ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აღმოაჩინეს.ბინაში აივანზე ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პარკები და რამდენიმე დანა იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დანებით შესაძლოა ქალის ცხედრის დანაწევრება მომხდარიყო.სამართალდამცველებმა ჩხრეკა გოგიაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებაშიც ჩაატარეს. ავტოფარეხში, სადაც 19 წლის დარიას ცხედარი აღმოაჩინეს, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ხელყუმბარები იპოვეს.როგორ მიაგნეს სავარაუდო მკვლელსგამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილის კვალზე სამართალდამცველები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით გავიდნენ.მამაკაცი ვორონეჟში დააკავეს. დაკავების დროს მასთან ერთად 40 წლის ქალი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა ქალს რაიმე კავშირი მკვლელობებთან.გოგიაშვილი 4 ოქტომბერს ვორონეჟიდან მოსკოვში გადაიყვანეს.საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს.ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც მისი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების შეშფოთება გამოიწვია.გამოძიების ვერსიით, დარია წერეთელი გოგიაშვილმა მანამდე მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგიაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიტნესდარბაზიდან წამოიყვანა და გზად, თითქოს ნივთების წამოსაღებად, ავტოფარეხში შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინეს მოგვიანებით მისი ცხედარი.სხვადასხვა წყაროს ცნობით, გოგიაშვილსა და ელენა წერეთელს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და მამაკაცი ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე ბინაში, სადაც ელენა მოკლეს. უცნობია, ცხოვრობდა თუ არა მათთან ერთად დარია წერეთელიც.გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ორმაგ მკვლელობას შესაძლოა ფინანსური მოტივი ჰქონოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.რა ბრალი აქვს წარდგენილი გოგიაშვილსთეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი.105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ პუნქტები ითვალისწინებს ორი ან მეტი პირის მკვლელობას, მათ შორის ანგარებითი მოტივით ჩადენილ დანაშაულს.მას ასევე ედავებიან 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვას.სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თეიმურაზ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარ პატიმრობაში 2026 წლის 3 დეკემბრამდე დარჩება.საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გოგიაშვილი დანაშაულს სრულად არ აღიარებს და გამოძიებას მისი შესაძლო თანამზრახველებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

დაკავება

1790624858

ვინ არის მეტსახელად „წრიპა“, რომელსაც ბრალი მკვლელობის მომზადებისთვის წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ სამი წევრი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე კურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, ბრალი საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, ორი დაკავებული პირადი კონფლიქტის ნიადაგზე ერთ ადამიანზე შურისძიებას გეგმავდა და მისი მკვლელობა გადაწყვიტა. მათ მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი, საზღვარგარეთ მყოფ ალექსანდრე კურასბედიანთან შეათანხმეს.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის განსახორციელებლად ბრალდებულებმა გურიიდან ერთი პირი ჩამოიყვანეს და დაკავების შემთხვევაში მისთვის ციხეში მფარველობის გაწევას დაჰპირდნენ. მათ ასევე შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს სავარაუდო მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტები, შეარჩიეს სამალავი და დანაშაულის დაფარვის გეგმა მოამზადეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენამდე დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ისინი „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის, „ქურდულ სამყაროში“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ შეძენისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.საქმე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს.

ვითარებაა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

1790603394

ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს - ახალი დეტალები

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.როგორც სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, ფაქტი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც ცნობილია დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ჩხუბი გარეთ დაიწყო. დაჭრა მანამდე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ცნობილია ასევე, რომ დაჭრაში ბრალდებული უნივერსიტეტის სტუდენტი არაა. დაზარალებული კი ამ სასწავლებელში სწავლობს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

✕