1790779860
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ
პარლამენტს წარუდგინა 2027
წლის ბიუჯეტის პირველადი
ვერსია, რომლის მიხედვით
2027-2030 წლების
მაკროეკონომიკური
პარამეტრები დაგეგმილია
შედარებით კონსერვატიული
პროგნოზების მიხედვით,
აღნიშნული სრულ
თანხვედრაშია
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტების
პროგნოზებთან და
ითვალისწინებს: რეალური
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 2027 წლისთვის
შეადგენს 5.0 პროცენტს, ხოლო
მომდევნო წლებში 5.2-5.3
პროცენტის
ფარგლებშია; ნომინალური
მთლიანი შიდა პროდუქტი 2027
წელს 8.9 პროცენტით იზრდება
და 126.4 მილიარდ ლარს
შეადგენს. შემდგომ წლებში
ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5
პროცენტია და 2030 წლისთვის 161.0
მილიარდ ლარს
აჭარბებს; ერთ სულ
მოსახლეზე
გადაანგარიშებით მთლიანი
შიდა პროდუქტის
მაჩვენებელი 2027 წლის
ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს,
ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას
დოლარს
აჭარბებს; ინფლაციის
მაჩვენებელს მომდევნო
წელს კლებადი ტენდენცია
ექნება და წლის ბოლოსთვის
მის მიზნობრივ
მაჩვენებელს, 3.0 პროცენტს
დაუბრუნდება. მომდევნო
წლებშიც ინფლაციის
პროგნოზი მისი მიზნობრივი
მაჩვენებლის
ფარგლებშია; მიმდინარე
ანგარიშის დეფიციტი 2027
წლისთვის 4.5 პროცენტს
შეადგენს, ხოლო მომდევნო
წლებში 4.3 პროცენტამდე
მცირდება; ბიუჯეტის
დეფიციტი 2027 წლისთვის
დაგეგმილია მთლიანი შიდა
პროდუქტის 2.5 პროცენტის
დონეზე, ხოლო შემდგომ
წლებში მცირედით კლებადი
ტენდენცია აქვს და 2.2
პროცენტამდე
მცირდება; მთავრობის ვალის
მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6
პროცენტის დონეზეა და
მომდევნო წლებში
ინარჩუნებს მცირედით
კლების ტენდენციას; ნაერთი
ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლები 2027 წლისთვის
დაგეგმილია 29.5 მილიარდი
ლარის ოდენობით, ხოლო 2030
წლისთვის 41.0 მილიარდ ლარს
აჭარბებს.ნაერთი ბიუჯეტის
ჯამური შემოსულობები
შეადგენს 37 მილიარდ 531
მილიონ ლარს, რაც 2026 წლის
საპროგნოზო მაჩვენებელს 1
მილიარდ 526 მილიონი ლარით
აღემატება.ჯამური
შემოსულობების 85 პროცენტზე
მეტს შემოსავლები
წარმოადგენს, რომლის
მოცულობა 32 მილიარდ 90
მილიონ ლარს აჭარბებს და
მიმდინარე წლის
საპროგნოზო მოცულობასთან
შედარებით 1 მილიარდ 754
მილიონი ლარით
მეტია.საგადასახადო
შემოსავლების მოცულობა 2027
წლისთვის განსაზღვრულია 29
მილიარდ 520 მილიონი ლარის
ოდენობით, რაც მიმდინარე
წლის საპროგნოზო
მოცულობას 2 მილიარდ 120
მილიონი ლარით, ხოლო
თავდაპირველ გეგმურ
მაჩვენებელს 2 მილიარდ 480
მილიონი ლარით.მომდევნო
წლის განმავლობაში
პროგნოზირებულია ზედმეტად
გადახდილი გადასახადების
დაბრუნება ჯამში 3 მილიარდ
200 მილიონ ლარზე მეტი
მოცულობით.2027 წლის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი
დაგეგმილია 37 მილიარდ 562
მილიონი ლარის ოდენობით,
რაც მიმდინარე წლის
საპროგნოზო მოცულობას 1
მილიარდ 928 მილიონი ლარით
აღემატება.2027 წლის ჯამური
გადასახდელებიდან 25
მილიარდ 424 მილიონი ლარი
მიიმართება მიმდინარე
ხარჯების (საპროცენტო
ხარჯების გარდა)
დაფინანსებაზე, რაც 2026 წლის
საპროგნოზო მოცულობას 2
მილიარდ 34 მილიონი ლარით
აღემატება.მიმდინარე
ხარჯები ძირითადად
გაზრდილია შემდეგი
მიმართულებებით:ჯანდაცვისა
და სოციალური ხარჯები
გაზრდილია 830 მილიონი ლარის
ოდენობით, მათ
შორის: მოსახლეობის
საპენსიო უზრუნველყოფის
ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი
ლარით. კერძოდ, მოქმედი
ინდექსაციის ფორმულის
შესაბამისად 70 წლის და მეტი
ასაკის პირთა პენსია
იზრდება 60 ლარის ოდენობით
და განისაზღვრება 555 ლარის
ოდენობით (მაღალმთიან
დასახლებებში 665 ლარს
აჭარბებს), ხოლო 70 წლამდე
ბენეფიციარებისთვის
იზრდება 20 ლარით და 390 ლარს
შეადგენს (მაღალმთიან
დასახლებებში 468
ლარი); ინდექსაციის
შესაბამისად იზრდება
შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა სოციალური
გასაცემლები, რისთვისაც
დამატებით გამოყოფილია 60
მილიონი ლარი; ჯანდაცვის
პროგრამების დაფინანსება
გაზრდილია 127 მილიონ ლარზე
მეტით, რომლის ფარგლებში
გათვალისწინებულია
სასწრაფო დახმარების
პერსონალისა და სოფლის
ექიმი/ექთნის ხელფასების
ზრდა; სოციალური
რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის პროგრამა
გაზრდილია 26 მილიონ ლარზე
მეტით; დაგროვებითი
საპენსიო სქემის
დაფინანსება გაზრდილია 60
მილიონი ლარით.განათლების
ხარჯები - გაზრდილია 400
მილიონი ლარით, რომლის
ფარგლებში
გათვალისწინებულია საჯარო
სკოლების მასწავლებლების,
მათი ადმინისტრაციული
პერსონალისა და საბავშვო
ბაღების ხელფასების ზრდა.
ასევე, გათვალისწინებულია
უმაღლესი განათლების
რეფორმის ფარგლებში
სახელმწიფო
უნივერსიტეტებში უფასო
სწავლების
დაფინანსება;საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე, კერძო
სექტორში ბოლო 4 კვარტალში
გაზრდილი ხელფასების
შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება
საბაზო თანამდებობრივი
სარგო საჯარო სექტორში,
რისი გათვალისწინებითაც
შრომის ანაზღაურების
ფონდი გაზრდილია 395 მილიონი
ლარით;გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის
პროგრამების დაფინანსება
გაზრდილია 90 მილიონი
ლარით;სპორტული
ფედერაციების დაფინანსება
გაზრდილია 50 მილიონი
ლარით;სხვა დანარჩენი
სახელმწიფო პროგრამების
და მუნიციპალური
სერვისების დაფინანსება
გაზრდილია 269 მილიონი
ლარით;2027 წლის ნაერთი
ბიუჯეტიდან კაპიტალური
ხარჯების დასაფინანსებლად
მიიმართება 8 მილიარდ 431
მილიონ ლარზე მეტი, რაც
მიმდინარე წლის
საპროგნოზო მაჩვენებელს
თითქმის 1 მილიარდი ლარით
აღემატება.აღნიშნული
თანხის ფარგლებში
გათვალისწინებულია: მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
მიიმართება 2 მილიარდ 700
მილიონ ლარზე მეტი; საგზაო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებისთვის
გამოყოფილია 1 მილიარდ 332
მილიონ ლარამდე, მათ შორის
723 მილიონი ლარია
გათვალისწინებული
ჩქაროსნული მაგისტრალების
მშენებლობისთვის. განათლების
მიმართულებით კაპიტალური
ხარჯების დასაფინანსებლად
გათვალისწინებულია 800
მილიონი
ლარი; წყალმომარაგებისა და
წყალარინების პროექტებზე
მიიმართება 432 მილიონი
ლარი; ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
გამოყოფილია 404 მილიონი
ლარი, მათ შორის
გათვალისწინებულია
ენერგიის დამაგროვებელი
მოწყობილობების
მშენებლობა და რეგიონებში
გაზიფიცირების
სამუშაოების
განახლება; სპორტული
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა-რეაბილიტაციაზე
მიიმართება 310 მილიონი
ლარი; ტურისტული
ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე
გამოყოფილია 172 მილიონი
ლარი; იძულებით
გადაადგილებულ პირთა და
მიგრანტთა განსახლების
პროექტების დაფინანსებაზე
გამოყოფილია 268 მილიონი
ლარი; ჯანდაცვის
ინფრასტრუქტურის
გასაუმჯობესებლად
გათვალისწინებულია 142.5
მილიონი
ლარი; სამელიორაციო
სისტემების მოდერნიზების
პროექტებზე გამოყოფილია 145
მილიონი ლარი; მყარი
ნარჩენების პროექტების
განსახორციელებლად
გათვალისწინებულია 106,4
მილიონი ლარი; პოლიციის,
სახელმწიფო უსაფრთხოების
და თავდაცვის
მიმართულებით დაგეგმილი
კაპიტალური ხარჯები
შეადგენს 701 მილიონ
ლარს; საქართველოს
რკინიგზის
გამტარუნარიანობის ზრდის
მიზნით მიიმართება 250
მილიონი ლარი; თბილისის
მეტროს მოდენრიზაციის
პროექტის დაფინანსება
შეადგენს 125 მილიონ
ლარს; ანაკლიის პორტის
მშენებლობის პროექტისთვის
გამოყოფილია 125 მილიონი
ლარი; სოფლების
ინტერნეტიზაციის პროექტის
ფარგლებში,
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის
მშენებლობაზე მიიმართება
107 მილიონი ლარი; ქუთაისის
აეროპორტის ახალი
ასაფრენ-დასაფრენი
ბილიკის მშენებლობის
დასასრულებლად
გათვალისწინებულია 60
მილიონი ლარი; სხვა
დანარჩენი კაპიტალური
ხარჯები ჯამში შეადგენს 267
მილიონ ლარს;2027 წლის
ბიუჯეტის პირველადი
ვერსიის განხილვა
საბიუჯეტო პროცესის
თანახმად, გაგრძელდება
პარლამენტში, სადაც
მოხდება გამოთქმული
წინადადებებისა თუ
მოსაზრებების ასახვა, ხოლო
დეკემბერში საბოლოო
ვერსიის მიღება.