ტასო სისაური

1794380160

ქეთა თოფურიას პროტეჟე, ქართველი მომღერალი ტასო სისაური გათხოვდა – ვინ არის მისი რჩეული

რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე ქართველი მომღერალი ტასო სისაური, სასცენო სახელით TASSO, დაქორწინდა. 22 წლის მომღერალი, რომლის პროდიუსერიც ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურიაა, რჩეულთან ერთად ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.ტასოს რჩეული 23 წლის ყაზახი ბიზნესმენია, რომელიც გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია. წყვილის ქორწილი ასტანაში გაიმართა. ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და სტუმრებს გადაღების უფლებაც არ ჰქონდათ.ტასო სისაური ფართო საზოგადოებამ 2019 წელს რუსული მუსიკალური პროექტიდან „ახალი ხმა“ გაიცნო. ის ვალერი მელაძის გუნდში მოხვდა და ფინალისტი გახდა. მოგვიანებით მისი კარიერით ქეთა თოფურია დაინტერესდა და პროდიუსერობა შესთავაზა. სწორედ ქეთამ წარადგინა ახალგაზრდა მომღერალი „ა-სტუდიოს“ კონცერტზე.ანასტასია სისაური 2004 წელს ივანოვოში დაიბადა, ეროვნებით ქართველია და ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს სწავლობს.

შორენა და ევა

1794340400

„წარმატებები მისურვეთ, ძალიან სანერვიულო დღე მაქვს...“ - შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს, 25 წლის იუბილეზე განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა – ბინა აჩუქა. მსახიობმა ემოციური მომენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა და იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომელიც მის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა.„დღეს არის ევას დაბადების დღე, ხდება 25 წლის და მინდა, რომ საჩუქრად გადავცე ბინა. იმ დროს, როცა ფეისბუქმა დამაშორა ქმარს, მე ვარემონტებდი ბინას. არასოდეს დაიჯეროთ, რაც იწერება სოციალურ ქსელში... წარმატებები მისურვეთ, დღეს ძალიან სანერვიულო დღე მაქვს“, - ამბობს შორენა ბეგაშვილი ვიდეოში.ნახეთ, ვიდეო:

მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი

1794293220

„მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი“ - რას წერს ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე

ქართველი ბარიტონის, ზურაბ (ზუტა) ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ქორწილი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალმა HELLO!-მ ახალდაქორწინებულთა ფოტოები გამოაქვეყნა და პრინცესას პირველი კომენტარიც გაავრცელა.წყვილი 31 ოქტომბერს ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში დაქორწინდა. მათი ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია ქორწილამდე გასაიდუმლოებული იყო.სამეფო ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო კაბამ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა, ასევე 1926 წელს დამზადებულმა ისტორიულმა „ფარშევანგის“ დიადემამ. ზურაბ ძიძიგურს კი ქართული ტრადიციული ჩოხა ეცვა.ჟურნალთან საუბრისას პრინცესამ აღნიშნა, რომ ზურაბთან თავს კომფორტულად გრძნობს, მათ საერთო ღირებულებები, მოგზაურობისა და კლასიკური მუსიკის სიყვარული აერთიანებთ. მისი თქმით, განსაკუთრებით დაამახსოვრდა მომენტი, როდესაც ზურაბმა მას ყველას თანდასწრებით უთხრა: „ის ჩემი ქალია“ — სწორედ ამ სიტყვებით მოიგო მისი გული.შეგახსენებთ, წყვილი ხუთი წლის წინ საქართველოში, თხილამურებით სრიალის დროს შეხვდა.

ლიზა ყენია

1793992178

„რამდენიმე წუთით სხეული დავტოვე, მოვკვდი“ - ლიზა ყენიას ემოციური ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

მომღერალი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ბავშვობის მოგონებებს, სულიერ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.მან გაიხსენა შემთხვევაც, რომელიც, მისი თქმით, 17 წლის ასაკში, თბილისის აეროპორტის პარკინგზე მოხდა. მომღერალი ამტკიცებს, რომ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა და იგრძნო, თითქოს სული სხეულს გამოეყო.ვიდეოში ლიზა ყენია იხსენებს, რომ ბავშვობიდანვე საკუთარ თავს უჩვეულოდ აღიქვამდა და ფიქრობდა, რომ მისი აზროვნება თანატოლებისგან განსხვავდებოდა.„მიუხედავად იმისა, რომ პატარა სხეულში ვიყავი, თავს ბავშვად არ ვგრძნობდი. საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვურად. ვთამაშობდი, მაგრამ ჩემში სერიოზული ლიზაც ცხოვრობდა“,- ამბობს მომღერალი.მისი თქმით, 17 წლის ასაკში მძიმე სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, შიშებსა და იმედგაცრუებას განიცდიდა და ამ ემოციებთან გამკლავება უჭირდა.„ჩვენ ყველა ღმერთის ნაწილები ვართ. დიდი თავისუფლების, სიყვარულის და ინტელექტის გაგრძელებები ვართ. ჩვენი სხეულები — ავატარები, უბრალოდ, ფორმებია, რომ აქ შევიგრძნოთ სხვადასხვა შეგრძნებები, მივიღოთ გამოცდილებები. სინამდვილეში ყველა ერთნი ვართ. და ეს ერთი მხოლოდ სიყვარულია“, — ამბობს ლიზა ყენია.

თამთა შედანია

1793984667

„ასეთი რთული, ეკლიანი გზა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამივლია...“ - თამთა შედანია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოთხი შვილის დედობის სირთულეებზე, პირად გამოწვევებსა და ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, უმცროსი შვილის, მიხეილის დაბადებისას როგორც მისი, ისე ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. მოდელი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლამაზი კადრების მიღმა ხშირად მძიმე გამოცდილება, შიში, უძილო ღამეები და ყოველდღიური ბრძოლა იმალება.„ჩემთვის ეს ფოტოები უბრალოდ ლამაზი კადრები არ არის… თითოეული მათგანი ჩემი ხასიათის, ჩემი შინაგანი ბრძოლისა და იმ გზის ანარეკლია, რომელსაც დღეს გავდივარ.ვიტყოდი, რომ ასეთი რთული, ეკლიანი და წინააღმდეგობებით სავსე გზა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გამივლია. დღეს ოთხი შვილის დედა ვარ 17, 11, 5 და 1 წლის ანგელოზების, რომელთა აღზრდაც უდიდეს პასუხისმგებლობას, ენერგიას, მოთმინებას და უსაზღვრო სიყვარულს მოითხოვს.ჩემთვის დედობა მხოლოდ შვილების გაზრდა არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, თითოეულ მათგანში საკუთარი ენერგიის, ღირებულებების და სიყვარულის ჩადება, რათა ჩამოყალიბდნენ ღირსეულ, კეთილ, თავმდაბალ და ძლიერ პიროვნებებად. მინდა, მათ მხოლოდ ცხოვრება კი არ ვასწავლო, არამედ ადამიანობა.მიხეილის დაბადება უფლის წყალობით და მფარველობით მოხდა. ეს საოცარი ბიჭი სამყაროს რთული გზით მოევლინა. მშობიარობის დროს ჩემი და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ალბათ, ერთ დღეს ამ ისტორიასაც მოვყვები… სწორედ ამიტომ მაკავშირებს მასთან განსაკუთრებული, სიტყვებით აუხსნელი კავშირი. ის ჩემთვის სიცოცხლის განსაკუთრებული ენერგიაა ძალა, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ბრძოლის, წინსვლის და კიდევ ერთხელ წამოდგომის მოტივაციას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირს.ამ ყველაფრის პარალელურად კი უნდა შევძლო, ვიყო ძლიერი ქალი, წარმატებული პროფესიონალი, შემდგარი პიროვნება და რაც მთავარია, დედა, რომელიც საკუთარ შვილებს არასოდეს აგრძნობინებს, რომ ცხოვრების სირთულეებს უმკლავდება.ალბათ, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც მინდა ამ ფოტოებში არა მხოლოდ გარეგნული სილამაზე, არამედ ქალი, რომელიც უამრავ რამეს ატარებს საკუთარ თავში, მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას, მუშაობას, ოცნებას და ბრძოლას.მინდა, ერთი რამ ვთქვა: სოციალური ქსელების მიღმა გაცილებით მეტი რეალობაა, ვიდრე ეს ლამაზად შერჩეულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს. ყველა ღიმილის უკან შეიძლება დიდი ისტორია იმალებოდეს, ყველა ლამაზი კადრის მიღმა უძილო ღამეები, ცრემლები, შიში, პასუხისმგებლობა და ბრძოლა, რომელზეც არავინ არაფერი იცის.ცხოვრება ყოველთვის ისეთი ფერადი არ არის, როგორიც ჩვენს ეკრანებზე ჩანს.და მაინც, მე ვირჩევ, ვიყო ძლიერი. არა იმიტომ, რომ არასდროს მტკივა ან არასდროს ვიღლები, არამედ იმიტომ, რომ ბევრი რამ მაქვს, რისთვისაც ღირს ცხოვრება ეს ფოტოები ჩემი სიძლიერის შეხსენებაა. ჩემი რეალობაა. ჩემი ისტორიაა...“, - წერს თამთა შედანია.

„ილია სულამანიძე

1793965260

ილია სულამანიძის მიერ დაკრულ შალახოზე აცეკვებული ტელეწამყვანები - კადრები

ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე ტელეკომპანია „პოსტივის“ სტუმარი იყო.მან გადაცემაში „ზურას შოუ“ სინთეზატორზე შალახო დაუკრა და ტელეწამყვანები ააცეკვა. კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

ჯორჯინა

1793910267

„ეს სურვილი ყოველთვის მქონდა…“ - რას ამბობს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

ესპანელი ჟურნალისტის, ჯოს მონტიელის პოდკასტში En Consciencia con Joss Montiel სტუმრობისას ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ, დედობაზე, მიზნებსა და პირად განვითარებაზე ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, დედობა ბავშვობიდანვე მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ჯორჯინას თქმით, ბავშვობის უამრავ ფოტოში საკუთარ წარმოსახვით პატარასთან ერთად არის აღბეჭდილი, რადგან ყოველთვის წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი შვილის დედობა.„მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა.ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა, ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი“, – იხსენებს უზკატეგუი.ჯორჯინასთვის დედობა მხოლოდ ახალი ცხოვრების ეტაპი კი არა, დიდი ხნის ოცნების ასრულება აღმოჩნდა. ის საუბრობს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის საკუთარი მიზნების, ინტერესებისა და პროფესიული განვითარების შენარჩუნება.შეგახსენებთ, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ვენესუელელი ბიზნესმენი და ილია თოფურიას შვილის დედაა. მას ბიზნესის მიმართულებითაც აქვს გამოცდილება და წარსულში სპორტსმენის პირადი ბრენდის მართვაშიც მონაწილეობდა.

შარ

1793909692

„ჩემი გული“ - თათია შარანგია რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ თბილ და რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.„ჩემი გული“ – ამ სიტყვებით გამოხატავს თათია საყვარელი ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას.შეგახსენებთ, რომ თათია შარანგიას რჩეული ბიზნესმენი გიგი გულიტაშვილია.

ნანუკა გულუა

1793875620

VIDEO: „არ მინდა, მუცელში მედიკამენტი გავიკეთო და მერე გული მერეოდეს…“ – ნანუკა გულუა გასახდომ პრეპარატებზე

მსახიობი და ტელესახე ნანუკა გულუა ბოლო პერიოდის განმავლობაში წონას ებრძვის და ამ მხრივ პროგრესის შესახებ „პრაიმშოუში“ ისაუბრა. „მედიკამენტების მიმართ ცუდი დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, ჩემი შვილებიც არ იყვნენ დამოკიდებული მედიკამენტებზე. მართალია, ბევრი ექიმი საუბრობს გასახდომი ინიექციების შესახებ, მაგრამ არ მჯერა, რომ მათ არ აქვთ გვერდითი მოვლენები. უმსუბუქეს წამალსაც აქვს გვერდითი მოვლენა. არ მინდა, რომ საკუთარ თავზე დავტესტო. სამი შვილი გამიჩენია და ახლა მაქვს ცხოვრების მთავარი აზრი.გავიკეთო მუცელში მედიკამენტი, მერე ცოტა ცუდად ვიყო, ცოტა გული მერეოდეს, ხასიათზე ვერ ვიყო და რისკები მქონდეს, ეს არ მჭირდება. მინდა, ჩემი მიზანდასახულობით მოვიშორო ის, რაც ცხოვრების ხარისხს მიუარესებს. ჩემს თავს ვუბრუნდები. ჩემი შვილების გასეირნება შემიძლია. ამის გამო ღომსაც კი დავთმობ…“, - ამბობს ნანუკა გულუა.

რომან დოლიძე

1793734844

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მეოთხე ბიჭის მამა გახდა

UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს.სპორტსმენი მეოთხე შვილის მამა გახდა. „ბიჭია, ბიჭი. მეოთხე ბიჭი“, - წერს რომან დოლიძე.ნახეთ, ვიდეო:

ქეთი მელუა

1793655969

ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა მომღერალმა ახალშობილს

ქეთი მელუა მეორე შვილის დედა გახდა.მომღერალმა ახალშობილს მაქსი დაარქვა.„ჩვენი ოჯახის ახალი წევრი… მაქსი უკვე ჩვენთანაა!რა ბედნიერი ვარ, რომ ორი ულამაზესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. იმედია, ასე დიდხანს გაგრძელდება!“, - წერს ქეთი მელუა სოციალურ ქსელში. 

ერისიონი

1793636992

ცეკვით დაწყებული სიყვარულის ისტორია - „ერისიონის“ მოცეკვავემ რჩეულს ხელი სთხოვა

ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეების, ანი ძერიასა და გიორგი ნოზაძის სიყვარულის ისტორიას ახალი, განსაკუთრებული ეტაპი დაემატა - გიორგიმ რჩეულს ხელი სთხოვა.რომანტიკული მომენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.ნახეთ კადრები ↓ @lallekokiashvili My best friends are getting married!!! მიყვარხართ💘💘💘💘💘💘 @Ani dzeria @G.nozadze #erisioni #ერისიონი #proposal #yes ♬ The Winner Is... Version - DeVotchKa

✕