იმნაძე

1794735060

ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება

,,ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება. მაგალითად, შეიძლება ერთი მშობელი იმყოფებოდეს უცხოეთში და მეორე მშობელს სჭირდებოდეს თავისი არასრულწლოვანი შვილის გაყვანა საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებოდეს მეორე მშობლის თანხმობა. აგრეთვე, შეიძლება დამოწმდეს ქონების გაყიდვაზე თანხმობა,  პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამკვიდრო განაცხადის მიღებაზე ან უარის თქმაზე თანხმობა“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში.დავით იმნაძემ ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებების დამოწმების შესახებაც ისაუბრა და განმარტა სანოტარო მოქმედების  სპეციალური წესი.,,შეიძლება ბინის მყიდველი იმყოფება ბათუმში,  გამყიდველი  - თბილისში. ორივე მიდის სანოტარო ბიუროში და ონლაინ რეჟიმში ჩართვით ხორციელდება ასეთი ტიპის გარიგება სანოტარო ფორმით. ერთი იქ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, მეორე  - მეორე ქალაქში. ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.“, - აღნიშნა დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში საუბრისას.დავით იმნაძემ განაცხადა, რომ ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირი მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

იმნაძე

1794735060

ონლაინ სანოტარო მომსახურება - მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო პროცესი

,,ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც.დავით იმნაძის განცხადებით, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან  მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს. ,,კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე“,- ამის შესახებ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით იმნაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძე

1794733894

ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც - დავით იმნაძე

ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს აქტიური პირადობის მოწმობა ან მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. ბინადრობის მოწმობის მქონე პირსაც, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება იყოს უცხოელიც, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მისი განმარტებით, მინდობილობის გაფორმების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია ბიუროკრატიული ბარიერებისგან და მოქალაქისგან მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.„კიდევ მეტი უსაფრთხოებისთვის და გარანტიის მიზნით, სანოტარო პროცესს ესწრება ორი ქმედუნარიანი პირი. ეს ორი პირი საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ერთი არის თავად მინდობილობის გამცემი პირის ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მეორე - მოწმე“, - აღნიშნა დავით იმნაძემ.

დაკავება

1794725341

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნისმოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზეგამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს დაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

1794725082

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.„სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიცია ლენტა

1794688027

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მართლმსაჯულება

1794661560

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ შვიდ პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

პროკურატურა

1794661187

პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

1794656052

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ვატო და შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა შეეფარდათ - სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.პროკურატურამ ბრალი გუშინ სულ 7 პირს წარუდგინა, მათ შორის პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომელთა საქმეებსაც სასამართლო ცალკე განიხილავს.ბრალდება დაუმძიმდათ პატიმრებს - ვატო და შოთა ყიფიანებს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

ლევან ხაბეიშვილი

1794651764

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მიიღო.პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

1794648791

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას...“ - რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტის ნიადაგზე, ანგარებით, ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მას ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცდილობდა იარაღის მოშორებას და ის სხვა ქალაქში დააკავეს. მისივე თქმით, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ჩანაწერი მოკლული ქალის პერსონალური მონაცემებითა და მისამართით, რაც დანაშაულის წინასწარ დაგეგმვასა და ჩასაფრებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასახული პირი ბრალდებულის ოჯახის წევრებმა, ცოლმა და შვილმაც ამოიცნეს.სასამართლო სხდომაზე გია ძლიერიშვილმა მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა და პროკურორის სწორედ ამ განცხადებას უპასუხა:„ჩემი მეუღლე თითქმის ვერ ხედავს. ჩემს შვილსაც, მინუს რამდენი აქვს თვალებში... არ ვიცი, ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას“, - განაცხადა ბრალდებულმა.მოსამართლის კითხვაზე - „მაშ, რა მოხდა?“, ბრალდებულის ადვოკატმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი არ სურთ.არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბინის გამო, რომელიც მოკლულმა ცოლ-ქმარმა 2018 წელს აუქციონზე შეიძინა, მანამდე კი ის ბრალდებულის დას ეკუთვნოდა. მკვლელობიდან მეორე დღეს, 12 ნოემბერს, ბინიდან ძლიერიშვილის დის გამოსახლება იყო დაგეგმილი.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 იანვარს გაიმართება.

დაკავება

1794644693

ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გია ძლიერაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.მოსამართლე ლევან გელოვანმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. გამოძიების ვერსიით, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობა ოთხწლიან ქონებრივ დავას უკავშირდება. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადდა. 62 წლის ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.როგორც საქმის პროკურორი, მედეა ცირამუა აღნიშნავს, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა."სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ საფრთხეების მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენათუ კი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ცხადია მათთან მიმართებაშიც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა", - აცხადებს მედეა ცირამუა.

✕