ასკანელი

1792249440

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

ცესკო

1790934599

ცესკოში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით,  შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.„ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. გამოყენებული იქნება როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს.  გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მომართა.არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი.  დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს გააშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.აქვე შეგახსენებთ საარჩევნო პროცედურებს - კენჭისყრა იმართება დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ.ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.3 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კახა კალაძე

1790065050

კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად

თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.მოვაჭრეების პროტესტს თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდეომაზე გამოეხმაურა.„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს  იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ბიზნესსექტორის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეები.„ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას - უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე დაავალა თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს, ჩაერთოს პროცესში. ამასთან, მერის თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან უკვე გაიმართა შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან.კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ადგილზე დასაქმებულები რეაბილიტაციის პერიოდში სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.

თამარ იოსელიანი

1788626882

მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - თამარ იოსელიანი

„მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საფრენი მოედანი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მარიამ ქვრივიშვილი

1788622058

მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე.„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილი

1788620659

მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - "ამბასადორის საავიაციო სოფელი" კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია - მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.

პეტროლიუმი

1785564236

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.„შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ადასტურებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია. 2026 წლის 1 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.“- ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. „2026 წლის 3 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმსა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს.აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას. 2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრეს-ბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბლექ სი პეტროლიუმი მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვლი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს. კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი - მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში. აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის.“- აღნიშნულია განცხადებაში. ‎       

ქვრივიშვილი

1783149858

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.მარიამ ქვრივიშვილი ლაზიზ კუდრატოვთან და ილხომ მახკამოვთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ქვრივიშვილი

1783147470

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს .პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტის წლიური გამტარუნარიანობა სულ მცირე 600 000 TEU იქნება. ამასთანავე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი, პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ.

ქალები ქმნიან ბიზნესს

1782287640

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

მიმდინარე წლის 10 ივნისს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გამართულ ბიზნეს სამიტზე „How To Build A Successful Brand“, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი ახალ სტრატეგიულ ინიციატივას — „ქალები ქმნიან ბიზნესს“ (Women Create Business). პროექტის პრეზენტაციამ ქვეყნის წამყვანი ბიზნეს ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო.პროექტი ერთი მთავარი კონცეფციის გარშემო შეიქმნა — საქართველოში ასობით ნიჭიერი და შრომისმოყვარე ქალი აშენებს საკუთარ ბიზნესს, თუმცა, არსებული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ხშირად არ აქვთ საკმარისი წვდომა იმ კრიტიკულ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესის მდგრადი ზრდისა და მასშტაბირებისათვის აუცილებელია.სწორედ ამ სისტემური გამოწვევის საპასუხოდ, Success Georgian Business Association-მა (SGBA) გადაწყვიტა შეექმნა მაღალტექნოლოგიური და დინამიკური პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მცირე მეწარმე ქალებს, წარმატებულ ბიზნეს ლიდერებს, მსხვილ კორპორაციებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და პოტენციურ ინვესტორებს.პირველი პრაქტიკული ნაბიჯები და B2B პლატფორმაბიზნეს სამიტის ფარგლებში, პროექტში ჩართულ 50-მდე მცირე მეწარმე ქალს სრულიად უფასოდ მიეცა ექსკლუზიური შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება ფართო ბიზნეს აუდიტორიისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის (Decision Makers) წარედგინა.სამიტის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ B2B სივრცეში წარმოდგენილი იყო წარმატებული ქალი მეწარმეების სტენდები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს, დაემყარებინათ სტრატეგიული საქმიანი კავშირები და მნიშვნელოვნად გაეზარდათ საკუთარი ბრენდების ცნობადობა ბაზარზე.თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს მხოლოდ გრძელვადიანი სტრატეგიის დასაწყისია.სტრატეგიული მიზანი: მყარი ბიზნეს ეკოსისტემის ფორმირებაპროექტის უახლოესი მიზანია გააერთიანოს 100 ქალი მეწარმე და შექმნას ძლიერი ბიზნეს ეკოსისტემა, სადაც მონაწილეებს ექნებათ მუდმივი წვდომა თანამედროვე ცოდნაზე, მენტორინგზე, პროფესიულ მხარდაჭერაზე, ახალ კლიენტებსა და პარტნიორულ არხებზე.დღეს, როდესაც გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება სულ უფრო მეტად ეფუძნება ინოვაციას, კოლაბორაციასა და მეწარმეობას, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის, არამედ მაკროეკონომიკური მნიშვნელობის საკითხია. მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარება პირდაპირპროპორციულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას და ხელს უწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას.მაია ტატულაშვილი, SGBA-ს პრეზიდენტი:„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ძლიერი, ნიჭიერი და მიზანდასახული ქალი ქმნის ბიზნესს, თუმცა მათ ხშირად სჭირდებათ მეტი ხილვადობა, მეტი მხარდაჭერა და მეტი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში და დააკავშირებს იმ ადამიანებთან და კომპანიებთან, რომლებიც მათ ზრდაში რეალურ, გაზომვად წვლილს შეიტანენ.“კორპორაციული სინერგია და მდგრადობაპროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წარმატებული, მსხვილი კომპანიებისა და ქალი მეწარმეების სინერგიაა. ორგანიზატორების ხედვით, მსხვილ ბიზნესებს აქვთ რესურსი, გახდნენ არა მხოლოდ ფინანსური მხარდამჭერები, არამედ ამ პროცესის აქტიური მონაწილეები — გამოცდილების გაზიარებით, მენტორობით, ინსტიტუციური პარტნიორობითა და ახალი ბაზრების გახსნით.„ქალები ქმნიან ბიზნესს“ არ იქნება ერთჯერადი ხასიათის ღონისძიება. ეს არის გრძელვადიანი, ინსტიტუციური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მუდმივ რეჟიმში გაიმართება:·მიზნობრივი ბიზნეს შეხვედრები და კოორდინირებული გამოფენები;·სპეციალიზებული საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები;·ინდივიდუალური მენტორინგის სესიები და სხვადასხვა მასტიმულირებელი აქტივობა.მოწოდება პარტნიორობისკენამ ეტაპზე პროექტი აქტიურად აგრძელებს ახალი მონაწილეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეკრუტირებას. SGBA მოუწოდებს ქართულ ბიზნეს სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, გახდნენ ამ ეკონომიკური მოძრაობის ნაწილი და ერთად შექმნან მეტი შესაძლებლობა იმ ქალებისთვის, რომლებიც საკუთარი შრომით, ინოვაციური იდეებითა და გამბედაობით ქმნიან საქართველოს ეკონომიკის მომავალს.„ქალები ქმნიან ბიზნესს“ — ეს არ არის მხოლოდ პროექტი. ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ქალებს, ბიზნესს და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

თურნავა

1781339253

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

შანხაიში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე. ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების, როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც.

ქალები

1780831140

ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს-სამიტს უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესს ასოციაცია (SGBA) ბიზნეს სამიტის ფარგლებში ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს.10 ივნისს, სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers“-ში გაიმართება ფორუმი „WOMEN CREATE BUSINESS / ქალები ქმნიან ბიზნესს“, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს 100-ზე მეტ ქალ მეწარმეს, ინდუსტრიის ლიდერებსა და ექსპერტებს.„ეს არ არის მხოლოდ ერთდღიანი ღონისძიება — ეს არის პლატფორმა, სადაც ქალები ქმნიან გრძელვადიან პარტნიორობებს, პოულობენ განვითარების ახალ გზებს და აძლიერებენ საკუთარ ბრენდებს,“ - ამბობენ პროექტის ორგანიზატორიები.მათივე თქმით, ღონისძიების პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებსა და საჭიროებებზე. სამიტის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ წვდომას ისეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორიც არის:უფასო საგამოფენო სივრცეები: მცირე მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უფასოდ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიის წინაშე.B2B პლატფორმა: სპეციალურად გამოყოფილი სივრცე მომსახურების სექტორში მოღვაწე ბიზნესებისთვის, ახალი პარტნიორობებისა და კორპორატიული კავშირების დასამყარებლად.საგანმანათლებლო პანელები: წამყვანი სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის: მარკეტინგი, ბრენდინგი, ხელოვნური ინტელექტი (AI), ადამიანური რესურსების მართვა (HR) და თანამედროვე ტექნოლოგიები.მედია მხარდაჭერა და ნეტვორკინგი: მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ცნობადობის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას სხვა წარმატებულ ლიდერებთან.იქნება განსაკუთრებული საჩუქარი ორგანიზატორებისგან. ყველა მონაწილე საჩუქრად მიიღებს SGBA Business Club-ის წევრობას, რაც მათ აძლევს მუდმივ წვდომას ბიზნეს საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო რესურსებთან და ახალ ინიციატივებთან.ბიზნეს სამიტი „ქალები ქმნიან ბიზნესს“ საუკეთესო სივრცეა მათთვის, ვინც გეგმავს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმას, საკუთარი საქმის მასშტაბურობას და ძლიერი საქმიანი კავშირების ფორმირებას.

✕