1794643037
რუსთაველებისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია და იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია იწყება - ნინო ლაცაბიძე
იაღლუჯის მთის ფერდობზე,
ათწლეულების განმავლობაში
მოუგვარებელი პრობლემის
გადაჭრის მიზნით, მიწების
სარეგისტრაციო პროცესი
იწყება. ამის შესახებ
ინფორმაცია რუსთავის
მოსახლეობის საინიციატივო
ჯგუფს, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში გამართულ
შეხვედრაზე მიაწოდეს„დღეს
მართლაც, რომ ისტორიული
დღეა, ჩვენ შევხვდით
რუსთავის საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენლებს.
იაღლუჯის მიწის
ნაკვეთებთან დაკავშირებით
მიღებული იქნა
გადაწყვეტილება და
უახლოეს მომავალში
დავიწყებთ სარეგისტრაციო
პროცესს. 12 ათასამდე
დაინტერესებული პირი
შეძლებს გახდეს იაღლუჯის
ტერიოტრიაზე არსებული
მიწის მესაკუთრე“, -
განაცხადა იუსტიციის
მინისტრის მოადგილემ,
საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელმა
თამარ
ზოდელავამ.შეხვედრას
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის მოადგილე თამარ
ზოდელავა, რუსთავის მერი
ნინო ლაცაბიძე, რუსთავის
საკრებულოს თავმჯდომარე
მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო
ქართლში სახელმწიფო
რწმუნებული ილია
ჯალაღანია, რუსთავის
დელეგატი პარლამენტში
ირაკლი შატაკიშვილი და
საჯარეო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.„რუსთაველებისთვის
ისტორიული გადაწყვეტილება
მიღებულია და იაღლუჯის
ფერდობზე არსებული მიწის
ნაკვეთების რეგისტრაცია
იწყება. მადლობას ვუხდი
საქართველოს პრემიერ-
მინისტრს, სამთავრობო
გუნდს, ყველა იმ სახელმწიფო
სტრუქტურას, რომელიც ამ
ძალიან რთული პროცესის
რუსთაველების სასარგებლოდ
წარმართვასა და ბოლომდე
მიყვანაში დაგვეხმარა“, -
განაცხადა რუსთავის მერმა
ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს მთავრობის
ინიციატივით, იუსტიციის
სამინისტროს, რუსთავის
მერიის და ქვემო ქართლის
გუბერნიის ერთობლივი
ძალისხმევით პრობლემის
გადასაწყვეტი კონკრეტული
გეგმა
შემუშავდა.„გადაწყდა 40
წლიანი პრობლემა, საკითხი
ეხება იაღლუჯის ფერდობზე
რუსთაველებისთვის ძალიან
მნიშვნელოვან თემას - მიწის
ნაკვეთების რეგისტრაციას.
უახლოეს დღეებში დაიწყება
სარეგისტრაციო პროცესი და
ყველა რუსთაველს, რომელსაც
ამ ტერიტორიაზე აქვთ მიწის
ნაკვეთი, შეეძლება ამ
პროცესში ჩართვა. მადლობას
ვუხდი საქართველოს
პრემიერ მინისტრს და ყველა
იმ სამთავრობო სტრუქტურას,
რომელიც ამ საკითხის
გადაჭრაში იყო აქტიურად
ჩართული“, - განაცხადა
ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებულმა ილია
ჯალაღანიამ.უახლოეს
დღეებში ყველა ის პირი,
ვისაც საჯარო
რეესტრისთვის იაღლუჯის
ფერდობზე არსებული
ნაკვეთების
დარეგისტრირების თხოვნით
აქვს მიმართული, მიიღებს
შეტყობინებას
რეგისტრაციის პროცესის
დაწყებისა და იმ
დოკუმენტაციის შესახებ,
რომელთა წარდგენაც საჯარო
რეესტრში, კანონით არის
გათვალისწინებული.იაღლუჯის
ფერდობზე არსებული მიწის
ნაკვეთები, რუსთაველებს
გასული საუკუნის 80-იან
წლებში გადაეცათ და მათ
დაკანონებას ათწლეულების
განმავლობაში ვერ
ახერხებდნენ.