გივი მიქანაძე

1794550164

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა.გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.„ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უძველესი ენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდა. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. წელს კი, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ.განათლებას ამ მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.ეს გულისხმობს ერთმანეთისგან სწავლას, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებასა და ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ორივე მხარისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის.სწორედ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ენის შემსწავლელებს, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია და მიიღონ წვდომა ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე.HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას,” —  განაცხადა გივი მიქანაძემ.ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

გივი მიქანაძე

1794467495

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.ლექციის შემდეგ გივი მიქანაძე ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლანჭოუს უნივერსიტეტში სწავლობენ. მინისტრმა სტუდენტებისგან ინფორმაცია მიიღო სასწავლო გარემოს, აკადემიური პროცესისა და უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე გაეცნო მათ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.უნივერსიტეტში ვიზიტისას გივი მიქანაძემ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კვლევითი ცენტრები დაათვალიერა. კერძოდ, მინისტრი ეწვია ლანჭოუს უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს სამედიცინო შემოწმების ცენტრს, სამეცნიერო სადამკვირვებლო სადგურების მართვის ცენტრს, იშვიათი იზოტოპების სასაზღვრო მეცნიერებათა ცენტრსა და ჩინეთის განათლების სამინისტროს კვანტური თეორიისა და გამოყენების მთავარ ლაბორატორიას.

კიუ

1794398464

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) კორეის რესპუბლიკის ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის (Incheon National University – INU) დელეგაცია ეწვია. ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ უნივერსიტეტს შორის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში საერთაშორისო გრძელვადიანი პარტნიორობის გაფართოებას.თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჯუნ ჰან ლიმ (Jun Han Lee). მხარეები შეთანხმდნენ განათლების, სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების, მეწარმეობისა და კულტურული გაცვლითი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ასევე, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის კავშირების გაძლიერების შესახებ. დელეგაციას წარმოადგენდნენ INU-ს უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, პროფესორი დონ-კუ კანი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დეკანი, პროფესორი ჯინ-ბე ჰონი. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სკოლების დეკანებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი და გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი სტუდენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობას, მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაფართოების შესაძლებლობებს, ასევე უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას, მათ შორის ქუთაისის ადრონული ცენტრის,  ნაწილაკების ამაჩქარებლის ტექნოლოგიის გამოყენების, ბიო ჯანმრთელობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციამ დაათვალიერა KIU-ს ულტრათანამედროვე კამპუსი და შეხვედრები გამართა KIU-ს სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში მასშტაბით მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის განსაკუთრებით ცნობილია ინჟინერიის, მეცნიერების, ბიზნესისა და ინოვაციების მიმართულებებით და აქტიურად არის ჩართული კორეის გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში.აღსანიშნავია, რომ ინჩონის უნივერსიტეტის დელეგაციის აღნიშნული ვიზიტი ქართული დელეგაციის ვიზიტის საპასუხო ნაბიჯია. 2025 წლის ნოემბერში KIU-ს დელეგაცია სეულს სტუმრობდა, სადაც ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებისა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა.

კობა კობალაძე

1794392268

კობა კობალაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიას - „Grad Ceremony 2026“ დაესწრო.ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი საპატიო სტუმრები, უნივერსიტეტის რექტორი, ლექტორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.გამოსაშვები ცერემონია უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კურსდამთავრებულებს, ასევე, მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა, წარმატება და წინსვლა უსურვა. „თქვენს წინ არის უდიდესი ცხოვრებისეული გზა, სადაც ხიდებად უნდა იყოთ ერთმანეთისთვის. თქვენს უკან კი ყოველთვის იქნება - დიდი ინტელექტუალური გამოცდილებისა და ეროვნულობით აღსავსე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერ თქვენს გამოწვევაში, თავის კურსდამთავრებულებთან ერთად, თქვენს გვერდით იქნება. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და, რაც მთავარია, შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები თავისუფალი, ძლიერი და ამბიციური სამშობლოსი!“ - მიმართა კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს.ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს კი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს კობა კობალაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას დაესწროვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის გამოსაშვებ ცერემონიას - „Grad Ceremony 2026“ დაესწრო.ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი საპატიო სტუმრები, უნივერსიტეტის რექტორი, ლექტორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.გამოსაშვები ცერემონია უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კურსდამთავრებულებს, ასევე, მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა, წარმატება და წინსვლა უსურვა. „თქვენს წინ არის უდიდესი ცხოვრებისეული გზა, სადაც ხიდებად უნდა იყოთ ერთმანეთისთვის. თქვენს უკან კი ყოველთვის იქნება - დიდი ინტელექტუალური გამოცდილებისა და ეროვნულობით აღსავსე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ნებისმიერ თქვენს გამოწვევაში, თავის კურსდამთავრებულებთან ერთად, თქვენს გვერდით იქნება. გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და, რაც მთავარია, შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ ღირსეული შვილები თავისუფალი, ძლიერი და ამბიციური სამშობლოსი!“ - მიმართა კობა კობალაძემ კურსდამთავრებულებს.ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს კი დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს

Tbilisis meria

1794383858

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონემაგისტრანტების ფინანსური წახალისების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა. იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გივი მიქანაძე

1794379015

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლანჭოუს უნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.მინისტრს ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანმა პროფესორმა მა სიაოძიემ და უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იან იონგფინგმა უმასპინძლეს.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაფართოებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.აღინიშნა, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რაც ქმნის მყარ საფუძველს არსებული პარტნიორობის განვითარებისთვის.შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით.საუბარი შეეხო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჭოუს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

გივი მიქანაძე

1794289175

გივი მიქანაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, ლესლი ბეარმან ლამსა და სოციალური სექტორის სპეციალისტს, მამატკალილ რაზაევს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ბანკთან თანამშრომლობის პრიორიტეტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.გივი მიქანაძემ ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტს.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს.

სასკოლო ფორმები

1794158326

რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ცნობით, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყება. მშობლებს საშუალება ექნებათ, ფორმა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge, მეშვეობით შეუკვეთონ და ან საკურიერო მომსახურებით ისარგებლონ, ან შეძენილი სამოსი 4 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან გაიტანონ.ამ მიზნით, ონლაინ შეკვეთის გატანის პუნქტები, თბილისში, ქუთაისსა და გორში, შემდეგ მისამართებზე გაიხსნება:1. თბილისი – გლდანი: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა №202. თბილისი – ქარვასლა: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“3. გორი – გარდენ მოლი: ქ. გორი, სამეფოს ქუჩა №70, სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“4. ქუთაისი – ქარვასლა: ქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა №4/4ა, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ონლაინ შეკვეთის გატანასთან ერთად, აღნიშნულ 4 სავაჭრო ობიექტში ფორმების ადგილზე ყიდვაც იქნება შესაძლებელი.გარდა ამისა, სასკოლო სამოსის ადგილზე შესაძენად ქვეყნის მასშტაბით 83 სარეალიზაციო პუნქტიც გაიხსნება.იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი.

მიქანაძე

1794041520

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო.გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის ტრადიციულ ღონისძიებაზე მიწვევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, რომლისლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად სასკოლო ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ.მინისტრმა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი თაობის ქართული ტრადიციებითა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება.„აქ იგრძნობა ქართული სული და ქართული გენი, იგრძნობა საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭულისთვის დამახასიათებელი ის მრავალფეროვანი ტრადიცია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ფასეულობები, რაც წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე, შევინარჩუნოთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ყოველთვის საქართველო ერქვას. სწორედ ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურება იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა და მისი თითოეული აღმზრდელი.მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურადუდიდეს შრომასა და სიყვარულს დებთ თითოეული მოსწავლის აღზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.ღონისძიება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა (გამრეკელიძე) გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ.აღინიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მუნიციპალიტეტმა უკვე გადასცა ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის სამშენებლოსამუშაოებს დაიწყებს.ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის კუთხეების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები და ტრადიციები წარმოადგინეს.მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ქორეოგრაფიას, პოეზიას, თეატრალიზებულ წარმოდგენებსა და შემოქმედებით კომპოზიციებს აერთიანებდა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ფესტივალის არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მისი მომზადებისა და განხორციელების აქტიური შემოქმედებიც არიან.საშემოდგომო ფესტივალი „ჩემი საქართველო აქ არის“ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალწლიანი ტრადიციაა და უკვე მე-13 წელია, სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს აერთიანებს. ფესტივალი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვნებისა და ეროვნული ერთიანობის წარმოჩენას ემსახურება.ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძე

1793971123

გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.გივი მიქანაძემ სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლაში 580-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, იდეათეკითა და ბიბლიოთეკით.სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და კონკურსში, რაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, მათ შორის STEAM-ისა და რობოტიკის კლუბები, მკითხველთა, კალიგრაფიისა და ხელოვნების წრეები.მინისტრთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ: ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.

გივი მიქანაძე

1793960046

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.გივი მიქანაძე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა, ახალი სკოლის მშენებლობის დასრულება მიულოცა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.არიფ ალიევის სახელობის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სასადილო სივრცე.სკოლის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი და გარე სივრცეები.ახალი სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.მინისტრთან ერთად ახალ სკოლაში იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.

განათლება

1793457133

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „განხილვაში მყოფი სააგენტოების“ სიიდან ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა.ENQA - ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).ცენტრისთვის ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას.ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

✕