1755711092
ახალგაზრდა ბიჭის საფლავზე დარგული ყვავილები დედას ამოთხრილი და მოპარული დახვდა - დამნაშავე ვიდეოთვალმა დააფიქსირა

ზაჰესის სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის საფლავზე დარგული ყვავილები რამდენჯერმე მოიპარეს. გახშირებული ფაქტების გამო, გარდაცვლილის ოჯახმა, მიმდებარედ ვიდეო თვალი დაამონტაჟა. ყვავილების ერთ-ერთი მორიგი ქურდობის ფაქტი, სწორედ ვიდეო თვალმა დააფიქსირა.
ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიდის ახალგაზრდა ქალი სასაფლაოზე და ცდილობს საყვავილიდან ყვავილის ამოღებას, თუმცა გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევა დამნაშავისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. დაუდგენელი პირი, სვხადასხვა საფლავზე დარგულ ყვავილებს სისტემატურად თხრის და იპარავს.