ლარი და დოლარი

1794246538

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი 10 ნოემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა.კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9041 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

ოქრო

1794242018

საქართველოში ოქროს ფასმა იკლო - რა ღირს გრამი

მსოფლიოში ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. 1 უნციის ღირებულებამ 4 094 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 0.69%-იან მატებას წარმოადგენს.ოქროს ფასმა იკლო საქართველოში. უფრო კონკრეტულად კი, 999-სინჯიანი ოქროს ფასი 347 ლარს შეადგენს. 1 გრამი 750-სინჯიანის ღირებულებამ 260 შეადგინა, ხოლო 585 სინჯის მქონე ოქროს ღირებულება გრამზე 203 ლარი გახდა.

ნათია თურნავა

1794224238

ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავა

ლარის სიმყარეს დღესდღეობით არაერთი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებებია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.ნათია თურნავას განმარტებით, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები.„ლარის სიმყარეს დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი არის ჩვენი ე.წ. საგარეო პოზიციის გაუმჯობესება. ეს არის სავალუტო შემოდინებები ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. სავალუტო შემოდინებების ძირითადი არხი არის ექსპორტი, განსაკუთრებით ადგილობრივი. მიუხედავად იმისა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, ის მინერალური რესურსები, რაც გაგვაჩნია, კარგი კონიუნქტურით ხასიათდება და კარგად იყიდება საგარეო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.მისივე თქმით, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტსაც, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ და ფინანსურ მომსახურებას.„მეორე არხი არის ტურიზმიდან შემოსავლები, რომლებიც ძალიან აქტიურად შემოდის. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც კვლავინდებურად სტაბილურია. მთლიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ დოლარის კარგი მიწოდება იყოს ბაზარზე, გაუმჯობესდეს ჩვენი საგადამხდელო ბალანსი და შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დოლარი რეზერვებში მივმართოთ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური შედეგია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებზე. მისი განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოყენება სწორედ ლიკვიდობის სტერილიზაციას ემსახურება, რათა ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა არ წარმოიქმნას.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის რესურსის ღირებულებას მონეტარული პოლიტიკის 8.25%-იანი განაკვეთი განსაზღვრავს, ხოლო მისი სამომავლო ცვლილება ინფლაციისა და საგარეო შოკების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.„8.25%-ია ლარის რესურსის ღირებულება მთლიანობაში. თუ ინფლაცია და გარე შოკები ნორმალიზდება, ჩამოვწევთ და უფრო იაფი იქნება. თუ გაძლიერდება, მზად ვართ, რომ გავზარდოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავა

1794222500

ნათია თურნავა: სებ-მა 2026 წელს მონეტარული ოქროს პორტფელი დამატებით $500 მლნ-ით გაზარდა

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას.მისი ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა.ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად განაგრძობს.შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.სების პრეზიდენტის განმარტებით, მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

სები

1794129398

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის თანამშრომლები დააჯილდოვა. განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ სებ-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეროვნული ბანკში მუშაობის 30 წელი შეუსრულდათ. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები.შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა საბანკო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ქართული საბანკო სისტემის წარმატება სწორედ მათი ცოდნის, გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.მისივე თქმით, ბანკირის დღე შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართული საბანკო სისტემის ისტორია, შევაფასოთ განვლილი გზა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ფინანსური სისტემის მომავალს.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული საბანკო სისტემა ილია ჭავჭავაძისა და იასონ ლორთქიფანიძის მიერ დამკვიდრებული ხედვისა და ღირებულებების ღირსეული გამგრძელებელია. ამასთან, იგი ინოვაციების, ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაგალითია.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობასა და ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და ჯანსაღი მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.„ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ისინი ასახავს სისტემის უნარს, შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაუმკლავდეს გარე შოკებს და ამავე დროს განაგრძოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ნათია თურნავამ ქართული ბანკების საერთაშორისო წარმატებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ საერთაშორისო შეფასებები მოწმობს, რომ ქართული საფინანსო სექტორი გასცდა ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს და გლობალურ ფინანსურ სივრცეში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოზიციონირებაზეც. ამ მიმართულებით მან თბილისის ფინანსური სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე და 100-მდე მაღალი რანგის სტუმარი გააერთიანა.„ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმია - ის საფუძველი, რომელზეც ქართული საბანკო სექტორის წარმატება დგას“, - აღნიშნა მან.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა დავით რუსიამ. მისი განცხადებით, ქართული საბანკო სექტორი ერთი დიდი პროფესიული ოჯახია, რომლის როლი ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულია. როგორც საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებასა და განვითარებას ემსახურება.ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნით.

ეროვნული ბანკი

1794049450

ევროკომისია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

ევროკომისია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 2026 წლის ანგარიშში დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძლიერმა ფისკალურმა მაჩვენებლებმა და ჯანსაღმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა.ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკა სათანადოა, და ინფლაციის ბოლოდროინდელი დაჩქარება ძირითადად ენერგორესურსების გლობალური ფასების მკვეთრმა ზრდამ და მიწოდების სხვა შოკებმა განაპირობა.ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე და ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მათი შეფასებით, სებ-ი განაგრძობს ფინანსური სექტორის მდგრადობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან დაახლოებას.გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გაძლიერდა საქართველოს საგარეო პოზიცია, შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები. 2026 წლის ივლისში, ქვეყნის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ(ARA METRIC) ადეკვატურობის ზღვარს აღემატება და 128%-ს შეადგენს.ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ფისკალური და საგარეო ბუფერები, საქართველოსთვის გლობალური შოკების გასანეიტრალებლად ხელსაყრელ პოზიციას უზრუნველყოფს.მათი შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი კვლავ ძლიერია: 2026 წლის აპრილში უმოქმედო სესხების წილმა მთლიან სესხებში 2.6%-ს შეადგინა, ხოლო საბანკო სისტემის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 22.2% იყო. ამავე პერიოდში სექტორის უკუგებამ კაპიტალზე (ROE) 21.9% შეადგინა. გარდა ამისა, დადებით ტენდენციადაა აღნიშნული დეპოზიტების დოლარიზაციის 3 პროცენტული პუნქტით, 48.6%-მდე შემცირება.ევროკომისიის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს პროგრესს. ამ მხრივ, დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე სრული პრუდენციული ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სტაბილკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციების მიღება ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულირების (MiCA) სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მოხდა.ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო მეტად შეძლო საკუთარი ანგარიშგების სისტემების ინტეგრირება ევროპოლის ევროს გაყალბებასთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისთან და შემოიღო ახალი რეგულაციები სტაბილკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის, რათა დაახლოებოდა კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ ევროკავშირის რეგულაციით (Regulation (EU) 2023/1114) დადგენილ შესაბამის წესებს.ანგარიშში ცალკე თავი მიეძღვნა საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. კერძოდ, სისტემური კომერციული ბანკებისთვის საკუთარი სახსრებისა და დაშვებული ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნის (MREL) 10%-დან 15%-მდე გაიზარდა და კომერციული  ბანკების მიერ სარეზოლუციო ფონდში შენატანების დაწყება. აღნიშნული მექანიზმები ფინანსური სექტორის მდგრადობისა და კრიზისების მართვის ჩარჩოს გაძლიერებას ემსახურება.ამასთან, 2026 წლის მარტში ცვლილებები შევიდა კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების წესში, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი გაჯანსაღების გეგმის შესაბამისობას ექვსი თვის ვადაში აფასებს.ევროკომისია ასევე დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი ფინანსების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსაც. კერძოდ, 2026 წლის იანვარში ამოქმედდა მწვანე სესხების მონაცემთა პანელი, ხოლო 2026 წლის თებერვალში - გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი(ESG) ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის განახლებული ფორმა. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობასა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.ევროკომისია პოზიტიურად აფასებს საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებისა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც. მათ შორისაა, გადახდის ინიცირების მომსახურებისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებები და კომერციული და მიკრობანკების დისტანციური ზედამხედველობის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება. ამავე პოზიტიურ კონტექსტშია შეფასებული ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად პასუხისმგებლობების გადანაწილების ცვლილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შორის.საგადახდო მომსახურების მიმართულებით, ეროვნული ბანკისთვის ასევე განისაზღვრა იმ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების ფლობის უფლებამოსილება, რომლებიც მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემების მონაწილეები არიან.გარდა ამისა, Moneyval-ის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, 2025 წლის ნოემბერში ცვლილებები შევიდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში.ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი გაფართოვდა: შვიდი ადგილობრივი ემიტენტის მიერ გამოშვებულ იქნა 13 საჯარო კორპორაციული ობლიგაცია, რის შედეგადაც მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების მოცულობამ მშპ-ის დაახლოებით 2.5% შეადგინა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა 2026 წლის მარტში მიღებულ კანონზე „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დამატებით ინსტრუმენტს სთავაზობს და ფინანსურ ბაზარზე ფაქტორინგული კომპანიების ახალი სეგმენტის განვითარებას შეუწყობს ხელს.ევროკომისიის შეფასებით, არასაბანკო საფინანსო სექტორი მიუხედავად ბოლო პერიოდში მიღწეული ზრდისა, კვლავ მცირეა. შესაბამისად, ქვეყნის შემდგომ პრიორიტეტებს შორის დასახელებულია კაპიტალის ბაზრისა და სადაზღვევო სექტორის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაძლიერებას.

სები

1794040637

სებ-ისა და GITA-ს ერთობლივი სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვებული გუნდი 20 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა და უდიდეს ტექნოლოგიურ Web Summit-ზე გაემგზავრება

საქართველოს ეროვნულმა ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი მასშტაბური სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია. რიგით მეორე კონკურსის გამარჯვებული წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის(BTU) გუნდი AEGIS გახდა.UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მისი მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბიუჯეტირებისა და დაზოგვის უნარების გაუმჯობესების, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის თემატიკაზე იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, რომელშიც მთლიანობაში 1 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის „ტექნოპარკში“ გამართულ დემო დღეზე გამოვლინდა, სადაც კომპეტენტური ჟიურის წინაშე ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები წარადგინეს.კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს სებ-ის ხედვა გაუზიარა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ.„ფინანსური განათლება და ფინანსური ტექნოლოგიები თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდების ცოდნა, ხედვა და ინოვაციური აზროვნება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თქვენი შესაძლებლობები გამოავლინეთ და იდეების წარმოსაჩენად სპეციალური პლატფორმა შექმენით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.UNI4VERSE ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.საფინანსო სექტორიდან პროექტის პარტნიორები „ბაზისბანკი“, „პეივბანკი“, „კრედო ბანკი“, მიკრობანკი „ემბისი“, „ტერაბანკი“, „თიბისი ბანკი“ და VISA იყვნენ. მათი მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20 000 ლარიან გრანტთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე  „Web Summit“-ზე გაემგზავრება. დამატებით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი 2 000 ლარიანი ფულადი პრიზით „თიბისი ბანკმა“ დააჯილდოვა.

ხაზარაძე

1794038549

ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ალექსანდრე ხაზარაძე

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები სულ უფრო აქტიურად ზრდიან ოქროს მარაგებს“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6 პროცენტია. ოქროს პორტფელი ივნისსა და ოქტომბერში განხორციელებული შესყიდვების შედეგად გაიზარდა.როგორც ალექსანდრე ხაზარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია არა მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ, არამედ სავალუტო ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის შესყიდვებმაც.„2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ისტორიული მაქსიმუმი იყო ინტერვენციების შედეგად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ჯამურად, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შევისყიდეთ. ამ პროცესის პარალელურად, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროს შეძენამ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია შესძინა“, - აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე.მისივე განმარტებით, მონეტარული ოქრო წარმოადგენს ინფლაციისგან დაცვის საშუალებას, შესაბამისად ოქრო ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო აქტივი გახდა. მსოფლიოს არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სინგაპურის ცენტრალური ბანკები, ოქროს მარაგების ზრდას აქტიურად განაგრძობენ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს განახორციელა. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2 პროცენტით მეტია.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

ლარი და დოლარი

1793974292

რამდენ ლარად შეიძენთ უქმეებზე დოლარს და ევროს - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

მშენებლობა

1793958398

სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 6.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.0 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 0.7 პროცენტით.არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 10.2 პროცენტით. სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.3 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 9.4 პროცენტით.ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსის, წინა თვესთან შედარებით, 2.3-პროცენტიანი ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3-პროცენტიანი მატებით, რამაც 1.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 25.9-პროცენტიანი მატებით და მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4-პროცენტიანი მატებით, რამაც, შესაბამისად, 2.99 და 1.75 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 32.2 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ბანკი

1793956086

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა. ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

განხილვა

1793954308

ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს

 საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ-ისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემის Visa-ს ორგანიზებით, ეკონომიკური მიმოხილვის სესია გაიმართა. შეხვედრამ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომისტები და ბაზრის ექსპერტები გააერთიანა. მონაწილეებმა გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური პროცესები, მომხმარებელთა დანახარჯების ტენდენციები და საქართველოს ბაზრის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

✕