სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს - დეტალები
1764789257
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 19.2 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 8.9 პროცენტით აღემატება.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.0 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 57.0 პროცენტი — კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 38.0 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624.9 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 13.1 პროცენტით აღემატება.
2025 წლის მესამე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 230.8 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა., აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი; მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.5 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა 33.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6 პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 10.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს ვაჭრობა (18.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (18.3 პროცენტი), მშენებლობა (18.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.1 პროცენტიანი წილი ეჭირა.
2025 წლის მესამე კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.1, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მშენებლობის (8.5 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.7 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: თბილისი – 66.1 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 6.2 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.2 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.8 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3 პროცენტი.