მიხეილ სარჯველაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

 მიხეილ სარჯველაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

კემლინ ფურლე საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს. მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობა, ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მხარდაჭერითა და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით. მინისტრმა ფურლეს, მომავალ საქმიანობაში, წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო UNHCR-ის ერთ-ერთი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოში. მისი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერაზე, რაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც გაგრძელდება.

შეხვედრას, მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თეა გვარამაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილიესწრებოდნენ.