ტვინის კიბოს 7 ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ - მეცნიერების მოსაზრება
1764791481
რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია:
„შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს 03:15 საათზე სავსემთვარეობაა. ძალიან კარგია კლებად მთვარეზე მოსაცილებელი საქმეების დროულად დასრულება, ზედმეტი ნივთებისგან თავის დაღწევა, დასუფთავება, როგორც სხეულისა და სულის, ასევე საცხოვრებელი სახლის, მანქანის, სამუშაო სივრცის…
კონკრეტული გეგმა შეადგინეთ, რისი დასრულება გინდათ, ეს იქნება ურთიერთობები თუ რაიმე საქმე და 7-8 რიცხვებიდან შეუდექით მის განხორციელებას. არ გაცივდეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას!
ასევე, მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და ინფორმაციებს, ეს დაგაზიანებთ და ენერგიებისგან დაგცლით, იქნებით გამოწურული ლიმონივით დაცლილი ენერგიებით.
ილოცეთ, ეზიარეთ, წლის დასასრულია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულისა და ხორცის ზრუნვაზე, მით უმეტეს, საშობაო მარხვაც დაიწყო, და თუკი ვინმე ვერ იცავთ, ნუ დაიმძიმებთ რთული საკვებითა და ალკოჰოლით კუჭს, ეს მნიშვნელოვანია!
უსურვეთ ყველას სიყვარული, აკეთეთ სიკეთე სიტყვიერად მაინც, დალოცეთ ყველა. გვახსოვდეს სიყვარულია ერთადერთი გზა ხსნისა! სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ასტროლოგი.