1764786044
ძალადობა სკოლის მოსწავლეზე - ზუგდიდში მომხდარზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს, ძალადობით, ტანსაცმლის გახდა აიძულეს.
ფაქტი სკოლის დამხმარე ნაგებობაში მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 150-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და იძულებას გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაცია უცნობია.












