1764786044
პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი იქნება - რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი იქნება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
სიკორსკის თქმით, ახალი მექანიზმის ფარგლებში, პოლონეთი, გერმანია და ნორვეგია ჯამში 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ, საიდანაც პოლონეთის წვლილი 100 მილიონი დოლარი იქნება.
„ერთი მილიონი დოლარი რუსი დივერსანტების მიერ აფეთქებული პოლონური რკინიგზის ლიანდაგის ყოველ სანტიმეტრზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.
თანხა NATO-სა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯება, რომლის საშუალებითაც NATO-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-სგან ყიდულობენ.











