სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს - დეტალები
1764789257
"არაერთხელ განვაცხადეთ - 11-წლიანი იქნება სასკოლო სწავლება თუ 12-წლიანი, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან. დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება, საერთოდ არ შეიცავს სასკოლო სწავლების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნას. ერთადერთი, რაც იქ წერია, არის ის, რომ ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად საჭიროა 12-წლიანი ატესტატის წარდგენა," - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ამ თემაზე ყურადღების გამახვილება საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევის მიზნით მოხდა.
"ეს მიზანმიმართულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული. თუკი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მე-12 კლასის ჩათვლით მიიღონ განათლება, ეს სქემა მათ ამის საშუალებას აძლევს. ყველანაირი სპეკულაციის საფუძველი დაკარგულია იმ მიზანმიმართულ კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების შეცდომაში შეეყვანა და გარკვეული მღელვარების გამოწვევა. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მცდელობას ედგნენ სათავეში," - აცხადებს გივი მიქანაძე.