1794558805
„მერაბს მისი ჭიდაობა მოეწონა და ამიტომ წაიყვანა...“ - ინტერვიუ საბა ლაზიშვილის მამასთან
ბოლო ორი დღეა, საქართველოში ყველაზე საამაყო და პოპულარული პიროვნება უდავოდ საბა ლაზიშვილია.21 წლის მოჭიდავე, რომელიც აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მერაბ დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა და უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ჩადენილ უღირს საქციელზე სათანადო პასუხი გასცა.როგორ მოხვდა მერაბთან და როგორია მისი სპორტთან დამეგობრების ისტორია, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საბას და ზვიად ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა დეტალურად ისაუბრა.საბა თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. მაპატიეთ, ძალიან ვღელავ, აი ახლა მითხრეს რომ ბექა ღვინიაშვილიც დადებითად გამოეხმაურა ჩემი შვილის საქციელს. გავაგრძელებ, საკმაოდ გვიან დაიწყო ვარჯიში და კადეტებსა და ახალგაზრდებში რამდენიმე ტურნირი აქვს მოგებული.მერე სამწუხაროდ ტრავმა მიიღო ორივე ფეხზე ჯვარედინი იოგების და 2 წელი გაუცდა და ახლა განაახლა ვარჯიშები, ჩხუბით კი ყოველთვის კარგად ჩხუბობდა. პიოტრ იანთან ჩხუბის წინ, ჩემი უფროსი შვილი ზვიად ლაზიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის სპარინგ-პარტნიორები იყვნენ. ახლა კი, როცა უკვე აბუ-დაბიში RAF-ზე უნდა გამოსულიყო, მერაბმა მოსამზადებლად საბა წაიყვანა, რადგან როდესაც თბილისში იყო ჩამოსული, მისი ჭიდაობა ძალიან მოეწონა.შემდეგ უკვე სთხოვა, რომ ან საჭიდაო ტურნირის დროს მის კუთხეში ყოფილიყო საბა და კარგი ქნა რომ წაიყვანა. გუშინ, ბათუმიდან მოვდიოდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, მართალი არის თუ არა, რომ საბას თავს დაესხნენო. შემდეგ უკვე მეუღლემაც წაიკითხა და მალე ბავშვმაც მოგვწერა, პატარა გაუგებრობა მოგვივიდა, მაგრამ ღირსეულად ვიჩხუბეთო.ახლა კონტაქტზე არ არის, ჩემი ვარაუდით დაკითხვაზე იქნება და რამდენინე საათში უნდა შეგვეხმიანოს. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. https://www.crystalsport.ge/news/89565-merabs-misi-chidaoba-moetsona-da-amitom-tsaiqvana---interviu-saba-lazishvilis-mamastan
























