ok

1794689156

საიდან გაჩნდა სიტყვა „OK“ - საიდუმლო, რომელიც ამ ყველაზე პოპულარული სიტყვის უკან იმალება

დღეს „OK“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური სიტყვაა. ჩვენ მას ვხმარობთ მაშინ, როცა ყველაფერი რიგზეა, ვეთანხმებით სხვას ან უბრალოდ საუბარს ვასრულებთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ  ის უჩვეულო საგაზეთო ხუმრობისა და პოლიტიკური დაცინვის შედეგად გაჩნდა.1839 წლის „გრამატიკული ხუმრობა“ ბოსტონის გაზეთში;სიტყვა OK ოფიციალურად პირველად დაფიქსირდა 1839 წლის 23 მარტს, ამერიკული გაზეთის Boston Morning Post-ის ფურცლებზე. იმ დროს ამერიკულ პრესაში ძალიან პოპულარული იყო სასაცილო შემოკლებებისა და სლენგების გამოყენება, რომლებსაც განზრახ უცვლიდნენ მართლწერას.რა იდგა ამის უკან? გაზეთის რედაქტორმა ტექსტში გამოიყენა ფრაზა „oll korrect“, რაც რეალურად არასწორად დაწერილი ინგლისური გამოთქმის „all correct“ („ყველაფერი რიგზეა“) ირონიული და დამცინავი ვერსია იყო.ხოლო ამ შემოკლების პირველი ასოები გახდა O.K.მხოლოდ ამ ერთ სტატიას რომ არაფრის შეცვლა შეეძლო გასაგებია, OK ალბათ მალე დაავიწყდებოდა ყველას, რომ არა 1840 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.კანდიდატი მარტინ ვან ბიურენი, რომლის მეტსახელიც იყო „Old Kinderhook“ (მისი დაბადების ადგილის, ნიუ-ორკში მდებარე სოფელ „კინდერჰუკის“ მიხედვით), მხარდამჭერებმა შექმნეს კლუბი სახელწოდებით „OK Club“.ოპონენტებმა ეს პოლიტიკური კამპანია სასტიკად გააკრიტიკეს და ხუმრობად აქციეს, თუმცა ამან საპირისპირო ეფექტი გამოიღო, სიტყვა ყველას ენაზე ეკერა, გაზეთები მას ყოველდღიურად ბეჭდავდნენ და ხალხში ვირუსულად გავრცელდა.როგორ გადაურჩა OK სხვა სლენგებს და გახდა გლობალური?იმ დროის ბევრი სხვა სასაცილო შემოკლება (როგორიცაა OW — oll wright ან KC — knell confed) მალევე მიავიწყდათ და ისტორიას ჩაჰყვა, მაგრამ OK-მ საოცარი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა ორი ძირითადი მიზეზის გამო:ტელეგრაფის ეპოქა: როდესაც მე-19 საუკუნის შუა წლებში ტელეგრაფი და მორზეს ანბანი გამოჩნდა, ოპერატორებს სჭირდებოდათ ძალიან სწრაფი, მოკლე და ზუსტი დასტური იმისა, რომ შეტყობინება მიღებულია და შინაარსი გასაგებია. „OK“ ამისთვის იდეალური აღმოჩნდა.უნივერსალური ჟღერადობა: ის შედგება ორი მარტივი ბგერისგან, რომელთა გამოთქმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ადვილია. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების წყალობით, OK პლანეტის ყველა კუთხეში გავრცელდა.მოკლედ რომ ვთქვათ: როდესაც შემდეგ ჯერზე მესიჯში მარტივად მისწერთ ვინმეს „ოკ“-ს, გახსოვდეთ, რომ იყენებთ თითქმის 200 წლის წინანდელ საგაზეთო ხუმრობას, რომელიც მიზანმიმართულად არასწორი მართლწერით დაიწერა!

ხელის ჩამორთმევა

1794688246

რატომ ვართმევთ ერთმანეთს ხელს და საიდან მოდის ეს ტრადიცია

ყოველდღიურობაში იმდენ ავტომატურ მოქმედებას ვასრულებთ, რომ მათ წარმომავლობაზე იშვიათად ვფიქრობთ. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულებაა ხელის ჩამორთმევა - მისალმების, მეგობრობისა და ბიზნესშეთანხმების უნივერსალური სიმბოლო. მაგრამ გიფიქრია, რეალურად საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია?აღმოჩნდება, რომ ეს მშვიდობიანი ჟესტი წარსულში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.1. იარაღის გარეშე: მარჯვენა ხელის საიდუმლო;ძველ დროში, როდესაც ადამიანები სრულიად უცხოებს ან პოტენციურ მტრებს ხვდებოდნენ, სიფრთხილე უმთავრესი კანონი იყო.  მამაკაცების უმეტესობა მარჯვენა ხელით ატარებდა ხმალს და ხანჯალს. როდესაც ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს უახლოვდებოდა, ისინი მარჯვენა ხელს უწვდიდნენ ერთმანეთს.ეს არ იყო მეგობრობის ნიშანი, ეს იყო ვიზუალური და ფიზიკური დასტური იმისა, რომ: „ხედავ? ჩემი მარჯვენა ხელი ცარიელია, იარაღი არ მიჭირავს და არ ვაპირებ შენზე თავდასხმას“.2. თუმცა მხოლოდ ხელის გაწვდმევა საკმარისი არ იყო, რადგან ვერაგი მტრები ცბიერები აღმოჩნდნენ.·არსებობდა საშიშროება, რომ ადამიანს გრძელი სამოსის სახელოში (ან ტოგაში) პატარა ხანჯალი ჰქონოდა დამალული, რომელიც ხელის გაწდენის დროს არ ჩანდა.  ხელის ჩამორთმევისას მისი ძლიერად გაქნევა და ზევით-ქვევით მოძრაობა უნივერსალური უსაფრთხოების შემოწმება იყო. ამ მექანიკური რხევით მკლავიდან უნდა გადმოვარდნილიყო ყველაფერი, რაც შესაძლოა დამალული ყოფილიყო. ასე რომ, თანამედროვე მეგობრული ხელის ჩამორთმევა სინამდვილეში ძველი „იარაღის ჩხრეკის“ რიტუალია!3. როდის გადაიქცა ის ბიზნესისა და მეგობრობის სიმბოლოდ?საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ფიზიკური თავდასხმის საშიშროება შემცირდა, ჟესტმა თავისი პირვანდელი, აგრესიული კონტექსტი დაკარგა და პატივისცემის ნიშნად იქცა.განსაკუთრებული პოპულარობა მას კვაკერების (რელიგიური ჯგუფი მე-17 საუკუნის ინგლისში) რელიგიურმა მოძრაობამ შესძინა. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარ იერარქიულ თაყვანისცემას (თავის დაკვრას, ქუდების მოხდას) და მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ამიტომ ერთმანეთს მარტივი და გულწრფელი ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ.მე-19 საუკუნიდან კი ეს ჟესტი საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც ხელშეკრულებებისა და პატიოსანი ბიზნესის უმთავრესი გარანტი.

ახალი წელი

1794687703

რატომ ზუსტად 1 იანვარი - 4000-წლიანი ისტორია ბაბილონიდან კეისრის რეფორმამდე

როდის და სად აღნიშნეს ახალი წელი პირველად?  4000 წლის წინანდელი ზეიმი და ბაბილონელების „დიდი კარნავალი“იმის მიხედვით, თუ რას ვგულისხმობთ „პირველ“ ახალ წელში, ისტორია გვაძლევს ორ პასუხს: პირველ დოკუმენტურად დადასტურებულ ზეიმს და იმას, თუ როდის დამკვიდრდა 1 იანვარი, როგორც ახალი წლის ოფიციალური დასაწყისი.აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:1. ყველაზე ძველი ზეიმი: ისტორიულად ცნობილი პირველი ახალი წლის ზეიმი თარიღდება დაახლოებით 4000 წლის წინ, ძველ ბაბილონში (თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე). მათთვის ახალი წელი ზამთარში კი არა, გაზაფხულze, (დღე-ღამის თანასწორობის პერიოდში, მარტის ბოლოს) იწყებოდა. ეს პერიოდი ემთხვეოდა მდინარე ტიგროსისა და ევფრატის ადიდებასა და მიწის დამუშავების დაწყებას, ანუ ბუნების გაღვიძებას.როგორ აღნიშნავდნენ? ეს არ იყო ერთდღიანი დღესასწაული. ბაბილონელების ზეიმი გრძელდებოდა მთელი 11 დღე. ამ დღეებში ტარდებოდა მასშტაბური რიტუალები, ქუჩის კარნავალები, სოციალური წესების დროებითი შეცვლა (მაგალითად, მონები მსახურებისგან თავისუფლდებოდნენ) და ღმერთების პატივსაცემი მსვლელობები.2. ვინ გადაიტანა ახალი წელი 1 იანვარს? (იულიუს კეისარი და რომაელები)ის ახალი წელი, რომელსაც დღეს ვზეიმობთ (1 იანვარს), პირველად შემოიღო რომაელმა მმართველმა იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წელს.რატომ 1 იანვარი? რომაელებმა ეს თარიღი მიუძღვნეს იანუსს, ყველა საწყისის, არჩევანისა და კარის ორსახა ღმერთს (სახელი January/იანვარიც სწორედ მისგან მოდის). ერთი სახით იანუსი წარსულს იყურებოდა, მეორეთი კი  მომავლისკენ.თუმცა, საინტერესოა, რომ შუა საუკუნეებში ევროპის დიდ ნაწილში 1 იანვრით ახალი წლის აღნიშვნა მიატოვეს და თარიღი გადაიტანეს რელიგიურ დღეებზე, რადგან იანვარი „წარმართულად“ მიაჩნდათ. მსოფლიომ 1 იანვარი საბოლოოდ მხოლოდ 1582 წელს დაიბრუნა, როდესაც პაპმა გრიგოლ XIII-მ თანამედროვე, გრიგორიანული კალენდარი დაამტკიცა.მოკლედ რომ ვთქვათ: პირველი ახალი წელი ადამიანებმა დაახლოებით 4000 წლის წინ, ბაბილონში გაზაფხულზე იზეიმეს, ხოლო თარიღი 1 იანვარს იულიუს კეისარმა დააფიქსირა, როგორც დროის ახალი ათვლის სიმბოლო.

მოჩვენებებით სავსე სახლ

1794227160

უორენების მუსიკალური მოჩვენება - რატომ უკრავდა სარდაფში მდგარი პიანინო ღამის 3 საათზე

ედ და ლორეინ უორენების ოკულტური მუზეუმი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია, რომელიც ეძღვნება პარანორმალურ მოვლენებს, დემონოლოგიასა და ეზოთერიკას. ის მდებარეობს აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ მონროში, უორენების პირადი საცხოვრებელი სახლის სარდაფში.ედ უორენი და ლორეინ უორენი  1950-იანი წლებიდან იკვლევდნენ პარანორმალურ აქტივობებს. 1952 წელს მათ დააარსეს ორგანიზაცია NESPR (New England Society for Psychic Research).მუზეუმის შექმნა განაპირობა უორენების სპეციფიკურმა წესმა: მათი რწმენით, წყევლისა თუ დემონური შეპყრობილობის საქმეებიდან ნივთების განადგურება (მაგალითად, დაწვა) სახიფათო იყო, რადგან ეს „გაათავისუფლებდა“ ბოროტ სულს და მას ახალი სხეულის მოძებნის საშუალებას მისცემდა. ამიტომ, ნივთები უნდა ჩაკეტილიყო ერთ უსაფრთხო, დალოცვილ სივრცეში.სწორედ ასე იქცა მათი სახლის სარდაფი ე.წ. „დაწყევლილი არტეფაქტების საცავად“.კონექტიკუტში მდებარე ედ და ლორეინ უორენების ოკულტურ მუზეუმში, რომელიც წლების განმავლობაში მათ სარდაფში ფუნქციონირებდა, ცნობილი თოჯინა ანაბელის გარდა თავმოყრილია ასობით ექსპონატი, რომლებიც, უორენების მტკიცებით, დემონურ ძალებთან, შავ მაგიასა და ტრაგიკულ სიკვდილებთანაა დაკავშირებული.ყველაზე გახმაურებული და საშიში ნივთები:1. დაწყევლილი სარკე  - უორენების კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპონატია. სარკე წამოღებულია აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „მოჩვენებებიანი სახლიდან“ .გადმოცემის თანახმად, სარკეში ჩაკეტილია სულები. ძველი ტრადიციის მიხედვით, როდესაც სახლში ვინმე იღუპებოდა, ყველა სარკე უნდა დაეფარათ, რათა გარდაცვლილის სული შიგნით არ ჩარჩენილიყო. ლეგენდის მიხედვით, ეს წესი დაირღვა და სარკეში სახლის გარდაცვლილი მცხოვრებლების სულები „დატყვევდნენ“.მნახველები ხშირად აცხადებდნენ, რომ სარკეში საკუთარი გამოსახულების ნაცვლად უცხო სილუეტებს, ჩრდილებს ან თითის ანაბეჭდებს ხედავდნენ, რომლებიც ზედაპირიდან არ იშლებოდა.2. ჩრდილის თოჯინა - თუ ანაბელი გარეგნულად ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, „ჩრდილის თოჯინა“ ბევრად უფრო ავის მომასწავებლად გამოიყურება. თოჯინა შექმნილია შავი მაგიის რიტუალებისთვის. ის შედგება ადამიანისა და ცხოველის ძვლების, ბუმბულისა და ორგანული ნარჩენებისგან.საფრთხე: უორენების თქმით, ეს ექსპონატი გამოიყენებოდა წყევლის გადასაცემად. ლეგენდის თანახმად, თუ ადამიანი თოჯინას სურათს გადაუღებდა ან მას დიდხანს უყურებდა, მის სიზმრებში ჩნდებოდა შავი ჩრდილოვანი არსება, რომელსაც შეეძლო ადამიანისთვის გულის გაჩერება ან სერიოზული ზიანის მიყენება ძილის დროს.3. მაქციის ნიღაბი / ხელთათმანი - ეს ექსპონატი უკავშირდება ბილ რამზის  ცნობილ საქმეს დიდ ბრიტანეთში (1980-იანი წლები). რამზი იტანჯებოდა უცნაური შეტევებით, რომელთა დროსაც ის მგელივით ყმუოდა, კბენდა ადამიანებს და ავლენდა ზეადამიანურ ფიზიკურ ძალას. უორენებმა ჩათვალეს, რომ საქმე ეხებოდა დემონურ შეპყრობილობას (ლიკანტროფიის დემონურ ფორმას).ეგზორციზმის რიტუალის შემდეგ, საქმესთან დაკავშირებული ნივთები და რიტუალური ატრიბუტები უორენებმა თავის მუზეუმში მოათავსეს.4. სატანისტური კერპი / რქიანი ფიგურა - მუზეუმის ერთ-ერთ კუთხეში განთავსებულია შავი ხისგან გამოთლილი რქიანი ფიგურა, რომელიც ადამიანისა და თხის ჰიბრიდს ჰგავს. ფიგურა კონექტიკუტის ტყეში იპოვეს, სადაც სატანისტური კულტის მიმდევრები რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვებს ატარებდნენ.უორენები ამტკიცებდნენ, რომ ეს კერპი პირდაპირ იზიდავს დემონურ ერთეულებს და მის სიახლოვეს ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ჰაერში კი გოგირდის სუნი დგება.5. ბორლის რექტორიის აგური - ბორლის რექტორია ინგლისში მე-20 საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა „ყველაზე დაწყევლილ სახლად მსოფლიოში“.სახლში მუდმივად ფიქსირდებოდა პოლტერგეისტის აქტივობა, უცნაური წარწერები კედლებზე და მოჩვენებები. 1939 წელს სახლი ხანძარმა გაანადგურა. ედ უორენმა მისი ნანგრევებიდან წამოიღო ერთი აგური. მისი თქმით, ნივთს თან გამოჰყვა იმ ადგილის მძიმე ენერგეტიკა და პოლტერგეისტის კვალი.6. აკრძალული საფორტეპიანო / მუსიკალური ინსტრუმენტი.მუზეუმში დგას ძველი პიანინო, რომელსაც უცნაური ისტორია აქვს. ინსტრუმენტი თავისით იწყებდა დაკვრას ღამის საათებში (ძირითადად ე.წ. „ეშმაკის საათზე“ — 03:00 საათზე). უორენები ამტკიცებდნენ, რომ პიანინოს წინა მფლობელის სული იყო მიჯაჭვული და ინსტრუმენტზე შეხება კატეგორიულად ეკრძალებოდა ნებისმიერ სტუმარს.7. აფრიკული სამგლოვიარო და წყევლის თოჯინები.მუზეუმში ინახება უამრავი პატარა ფიგურა, რომლებიც ვუდუს, ჰუდუსა და აფრიკული ტომობრივი მაგიისთვის გამოიყენებოდა. თითოეულ მათგანს, უორენების აღწერით, კონკრეტული ადამიანის დაავადების, პარალიზების ან სიკვდილის ენერგია ჰქონდა ჩადებული.მუზეუმში შესვლამდე მნახველებს აფრთხილებდნენ: „არაფერს შეეხოთ!“ ედ უორენი ხშირად იხსენებდა შემთხვევას, როდესაც ახალგაზრდა ბაიკერმა ანაბელის მინას ხელი დაარტყა და დასცინა, მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ კი მოტოციკლით ხეს შეეჯახა და გარდაიცვალა. სწორედ ამ მძიმე აურის გამო, მუზეუმს რეგულარულად აკურთხებდა კათოლიკე მღვდელი.

გზა

1794211713

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

აბანოთუბანი

1794146984

ტრაგედია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დამალა - რა მოხდა სინამდვილეში 60-იან წლებში თბილისის აბანოებში

1960-იანი წლების დასაწყისში (1961 წელს) თბილისის აბანოთუბანში დატრიალებული ტრაგედია უკავშირდება წავკისისწყლის (ლეღვთახევის) უეცარ და დამანგრეველ ღვარცოფულ ადიდებას, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.საბჭოთა პერიოდში ეს კატასტროფა მკაცრად გასაიდუმლოვდა და პრესაში არ გაშუქებულა, თუმცა ძველი თბილისელების მეხსიერებაში ის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიზოდად დარჩა.როგორ დაიწყო სტიქია?ტრაგედიის დღეს თბილისის შემოგარენში, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში, უეცრად დაიწყო უპრეცედენტო სიძლიერის თავსხმა წვიმა და სეტყვა. მთებიდან წამოსულმა უზარმაზარმა წყლის მასამ თან წამოიღო მიწა, ქვა-ღორღი, მოგლეჯილი ხეები და ვიწრო ლეღვთახევის ხეობაში მძლავრ ღვარცოფად ჩამოწვა.სანამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საფრთხეს გააცნობიერებდნენ, ნიაღვარი ლეღვთახევის კალაპოტიდან გადმოვიდა და პირდაპირ აბანოთუბნისკენ დაიძრა.რატომ აღმოჩნდნენ ადამიანები სასიკვდილო ხაფანგში?თბილისის გოგირდის აბანოების არქიტექტურა თავისებურია: ისინი მიწისქვეშა ნაგებობებია, რომლებიც ზემოდან მხოლოდ აგურის გუმბათებითა და სავენტილაციო/სანათური ღიობებით ჩანს, ხოლო შესასვლელები და თავად სააბაზანო ოთახები ქუჩის დონეზე ბევრად დაბლა, ჩაღრმავებულ სივრცეში მდებარეობს.როდესაც ღვარცოფული ტალღა აბანოებს დაატყდა თავს, წყალი, შლამი და ლოდები წამებში ჩავარდა როგორც შესასვლელი კარებიდან, ისე გუმბათოვანი ღიობებიდან. აბანოებში მყოფმა ადამიანებმა (როგორც დამსვენებლებმა, ისე მომსახურე პერსონალმა) ამოსვლა ფიზიკურად ვეღარ მოასწრეს. ვიწრო დერეფნები და კიბეები წყლისა და ნაშალი მასალის მორევმა დაბლოკა. რამდენიმე წუთში აბანოების მიწისქვეშა დარბაზები ჭერამდე აივსო წყლითა და ტალახით, რის გამოც შიგნით მყოფი ხალხი დაიხრჩო.სტიქიის შეჩერების შემდეგ დაიწყო სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ტალახით ამოვსებული აბანოებიდან ცხედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჰყავდათ.საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკის გამო, ადამიანურ მსხვერპლზე ოფიციალური ინფორმაცია დაიბლოკა, რათა მოსახლეობაში პანიკა და სისტემის მიმართ უნდობლობა არ გაჩენილიყო.არაოფიციალური ცნობებითა და თვითმხილველთა მონათხრობით, ტრაგედიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა (ზოგიერთი შეფასებით, 30-დან 50-მდე ადამიანი).ტრაგედიის შემდეგ ლეღვთახევის ხეობის კალაპოტი რკინა-ბეტონის მასიურ კოლექტორში მოაქციეს და მიწით დაფარეს. ათწლეულების განმავლობაში ლეღვთახევი ფაქტობრივად დახურული იყო და ქალაქის მცხოვრებლებს აღარ ახსოვდათ, რომ იქ ბუნებრივი კანიონი და ჩანჩქერი არსებობდა.მხოლოდ 2010-იან წლებში, აბანოთუბნისა და ლეღვთახევის მასშტაბური რეკონსტრუქციისას, ხეობა გაიხსნა და მოეწყო თანამედროვე უსაფრთხოების სანიაღვრე სისტემები.

იზაბელა ბაუმფრი

1793691360

„ცხრა წლის იზაბელა, აუქციონზე, ცხვრის ფარასთან ერთად, 100 დოლარად იყიდა“ - მონობიდან გაქცეული ქალი, რომელმაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო

იზაბელა ბაუმფრი, მეტსახელად „მოგზაური სიმართლე“ 1797 წელს დაიბადა. იგი აფროამერიკელი აბოლიციონისტი და ქალთა უფლებების აქტივისტი გახლდათ.იზაბელა ნიუ-იორკის შტატში, ამჟამინდელ რიფტონში (ყოფილი სვარტეკილი) მონად დაიბადა, მაგრამ 1826 წელს თავის ჩვილ ქალიშვილთან ერთად გაიქცა. 1828 წელს, შვილის დასაბრუნებლად გამართული სასამართლო დავის შემდეგ, იგი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც მოიგო ასეთი საქმე თეთრკანიანის წინააღმდეგ.მან საკუთარ თავს დაარქვა სახელი Sojourner Truth (მოგზაური სიმართლე) 1843 წელს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ღმერთმა მას მოუწოდა, დაეტოვებინა ქალაქი და წასულიყო სოფლად „იმ იმედის დასამოწმებლად, რომელიც მასში იყო“. მისი ყველაზე ცნობილი გამოსვლა 1851 წელს ოჰაიოში, აკრონში, ქალთა უფლებების კონვენციაზე შედგა. ეს სიტყვით გამოსვლა ფართოდ გახდა ცნობილი სამოქალაქო ომის დროს სათაურით — „მე ქალი არ ვარ?“.იზაბელა იყო ერთ-ერთი იმ 10 ან 12 შვილიდან, რომელიც დაიბადა ჯეიმზ და ელიზაბეტ ბაუმფრიების ოჯახში. პოლკოვნიკმა ჰარდენბერგმა იყიდა ჯეიმზ და ელიზაბეტ ბაუმფრიები მონათვაჭრებისაგან და მათ ოჯახს თავის მამულში ამყოფებდა. 1806 წელს, როდესაც ჩარლზ ჰარდენბერგი გარდაიცვალა, ცხრა წლის იზაბელა აუქციონზე, ცხვრის ფარასთან ერთად, 100 დოლარად იყიდა ჯონ ნილიმ კინგსტონთან ახლოს, ნიუ-იორკის შტატში. მოგვიანებით, მან აღწერა ნილი, როგორც სასტიკი და მკაცრი. ის ყოველდღიურად სცემდა გოგონას. 1808 წელს ნილიმ იგი 105 დოლარად მიჰყიდა ტავერნის მცველს, მარტინუს შრივერს, რომელიც მას 18 თვის განმავლობაში ფლობდა. შემდეგ შრივერმა იზაბელა 1810 წელს მიჰყიდა ჯონ დიუმონს, რომელმაც არაერთხელ გააუპატიურა იგი.დაახლოებით, 1815 წელს ელიზაბეტმა გაიცნო და შეუყვარდა მონა, სახელად რობერტი, მეზობელი ფერმიდან. რობერტის მფლობელმა, ჩარლზ კატონ უმცროსმა მათ ურთიერთობა აუკრძალა. მას არ სურდა, რომ მის მონებს შვილები ჰყოლოდათ სხვის მონებთან, რადგან ასე ის შვილებს ვერ დაეპატრონებოდა. ერთ დღეს რობერტი ჩუმად იზაბელას სანახავად მივიდა. როდესაც ეს კატონმა და მისმა შვილმა გაიგეს, იზაბელას იქამდე სცემეს, სანამ დიუმონი არ ჩაერია. მას შემდეგ ქალს აღარასდროს უნახავს რობერტი. საბოლოოდ, იგი დაქორწინდა დამონებულ კაცზე, სახელად თომასზე. იზაბელამ გააჩინა ხუთი შვილი: ჯეიმზი (რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა), დიანა (ჯონ დიუმონის გაუპატიურების შედეგად), პიტერი, ელიზაბეტი და სოფია.1826 წლის ბოლოს იზაბელა თავის ჩვილ ქალიშვილთან, სოფიასთან ერთად გაიქცა. მას მოუწია, დაეტოვებინა სხვა შვილები. მან მიაგნო ისააკ და მარია ვან ვაგენენების სახლს ნიუ პალცში, რომლებმაც ის და მისი ბავშვი შეიფარეს. ისააკმა ელიზაბეტი იყიდა, სანამ სახელმწიფოს ემანსიპაცია ამოქმედდებოდა, რაშიც დიუმონმა 20 დოლარი მიიღო. მოგვიანებით, იზაბელამ შეიტყო, რომ მისი ვაჟი პიტერი, ხუთი წლის ასაკში, დიუმონმა უკანონოდ მიჰყიდა ახალ მფლობელს. ვან ვაგენენების დახმარებით, მან ეს საკითხი სასამართლოში მიიტანა და 1828 წელს, თვეების შემდეგ, დაიბრუნა ვაჟი, რომელზეც მფლობელები ძალადობდნენ.იზაბელამ ვან ვაგენენებთან ყოფნისას მიიღო რელიგიური გამოცდილება და გახდა ერთგული ქრისტიანი. 1829 წელს იგი შვილთან, პიტერთან ერთად, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც  დიასახლისად მუშაობდა.1843 წელი ბაუმფრისთვის გარდამტეხი იყო. იგი მეთოდისტი გახდა და 1-ელ ივნისს, სულთმოფენობის კვირას, სახელი შეცვალა. ამ დროს იზაბელამ მილერიტის ადვენტისტების ბანაკის შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მილერიტები მიჰყვებოდნენ ნიუ-იორკელი უილიამ მილერის სწავლებას, რომელიც ქადაგებდა, რომ იესო გამოჩნდებოდა 1843–1844 წლებში და სამყაროს აღსასრულს მოიტანდა. ბევრმა მოიწონა იზაბელას ქადაგება. სიმღერითა და საუბრით, მან უამრავი ადამიანი მიიზიდა. როგორც ბევრი სხვა იმედგაცრუებული, როდესაც მოსალოდნელი მეორედ მოსვლა არ შედგა, იზაბელა გარკვეული დროით დაშორდა თავის მეგობრებს.1844 წელს იგი შეუერთდა ნორთჰემპტონის განათლებისა და მრეწველობის ასოციაციას ფლორენციაში. აბოლიციონისტების მიერ დაარსებული ორგანიზაცია მხარს უჭერდა ქალთა უფლებებსა და რელიგიურ ტოლერანტობას, ასევე პაციფიზმს. ისინი ცხოვრობდნენ 1.9 კმ2 მიწის ნაკვეთზე, მიჰყვებოდნენ მეცხოველეობას, ჰქონდათ სახერხი საამქრო, საფქვავი და აბრეშუმის ქარხანა. იზაბელა ცხოვრობდა და მუშაობდა საზოგადოებაში, ზედამხედველობდა სამრეცხაოებს, მეთვალყურეობდა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. იზაბელა იმ წელს პირველად გამოვიდა სიტყვით მონათმფლობელობის წინააღმდეგ. 1846 წელს ნორთჰემპტონის განათლებისა და მრეწველობის ასოციაცია დაიშალა.1849 წელს იზაბელამ მოინახულა ჯონ დიუმონი, სანამ ის დასავლეთში გადავიდოდა... ვრცლად

დავით აღმაშენებლის გამზირი

1793688060

დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა

დავით აღმაშენებლის გამზირი თბილისის ცენტრალური ნაწილია, რომელიც ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც მიხეილის გამზირი, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატივსაცემად ერქვა. ეს სახელი შემორჩა კიდეც საავადმყოფოს, რომელიც დღესაც „მიხაილოვის“ სახელწოდებით მოიხსენიება.1918 წელს გამზირს ეწოდა პლეხანოვის გამზირი, სახელწოდება რუსი მარქსისტი გიორგი პლეხანოვის გარდაცვალების შემდეგ. საბჭოთა პერიოდში ეს სახელი უცვლელად დარჩა, თუმცა 1990 წელს გამზირს განახლებული სახელწოდება – დავით აღმაშენებლის გამზირი – დაერქვა.თბილისის მერიამ 2009 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პროცესი. გეგმის მიხედვით, ამ გამზირს უნდა დაებრუნებინა თავისი ისტორიული მნიშვნელობა, როგორც სავაჭრო და კულტურული ცენტრიც. 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა ოფიციალურად გახსნეს განახლებული გამზირი, რომელიც ახლა გთავაზობთ მაცდურ და მრავალფეროვან გარემოს.დავით აღმაშენებლის გამზირი დღესდღეობით არა მხოლოდ ერთი ქუჩა, არამედ თბილისში ყველაზე დინამიკური, ვრცელი და გამორჩეული კულტურული ცენტრი გახდა... ვრცლად

ბარაქის ხვთისმშობელი

1793178933

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე - 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

28 ოქტომბერს ბარაქის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ბარაქის ღვთისმშობელი - ეს სახელი, ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა…ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი. როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც.ერთხელ, დიდი გვალვის დროს, როგორც კი ხატის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.ლოცვა ხატისათვის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა პურთათვის სიუხვის მომნიჭებელისაჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.ლოცვა ყანობირთათვისუფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბამად შეჰქმენ შენ ცაი და ქუეყანაი და ცაი შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათისთვის შენ მხოლოისა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაი შეამკევ მდელოითა თივითა და ფერად-ფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყვავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელით შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა, კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა, და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვარის დირიე

1793048360

ბავშვობის ტრაგედიიდან მსოფლიო აღიარებამდე - „უდაბნოს ყვავილის“ დაუჯერებელი ისტორია

სომალის უდაბნოში დაბადებული გოგონა, რომელიც ბავშვობაში წარმოუდგენელ სისასტიკეს გადაურჩა, წლების შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ მოდელად და ქალთა უფლებების დამცველად იქცა.ვარის დირიეს ცხოვრების გზა სიღარიბიდან, ძალადობიდან და იძულებითი ქორწინების საფრთხიდან საერთაშორისო აღიარებამდე მიდის. თუმცა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა პოდიუმებზე წარმატების მიღწევის შემდეგ დაიწყო. მან დუმილი დაარღვია და იმ სასტიკ ტრადიციაზე ალაპარაკდა, რომელიც მილიონობით გოგონასა და ქალს დღემდე უქმნის საფრთხეს.ბავშვობა სომალის უდაბნოში და გაქცევა იძულებითი ქორწინებისგანვარის დირიე 1965 წელს სომალიში, მომთაბარე ოჯახში დაიბადა. მისი სახელი სომალიურ ენაზე „უდაბნოს ყვავილს“ ნიშნავს. ბავშვობიდანვე მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ოჯახი წყლის, საკვებისა და პირუტყვის გადასარჩენად მუდმივად გადაადგილდებოდა.თუმცა, ბუნებრივ სირთულეებზე მეტად მის ცხოვრებაზე იმ ტრადიციებმა იმოქმედა, რომლებიც გოგონების თავისუფლებას ზღუდავდა. ხუთი წლის ასაკში ვარისს ქალის გენიტალური დასახიჩრება ჩაუტარდა. პრაქტიკა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევად მიიჩნევენ.13 წლის ასაკში გოგონას გაცილებით უფროს მამაკაცზე დაქორწინებას უპირებდნენ. ვარისმა გაქცევა გადაწყვიტა და უდაბნოს გავლით მოგადიშუსკენ გაემართა. ეს ნაბიჯი მისთვის საკუთარი სიცოცხლისა და მომავლის გადარჩენის მცდელობა იყო.მოგვიანებით მისი გზა ლონდონში გაგრძელდა, სადაც სომალის ელჩად მომუშავე ბიძის დახმარებით ჩავიდა. უცხო ქვეყანაში ცხოვრება მარტივი არ აღმოჩნდა. ვარისს დამოუკიდებელი შემოსავალი არ ჰქონდა, მუშაობდა შინამოსამსახურედ, მოგვიანებით კი უკიდურეს სიღარიბესა და უსახლკარობასაც შეეჯახა.შემთხვევითი შეხვედრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალავარის დირიეს ცხოვრება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შეიცვალა. მისი გარეგნობა ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ტერენს დონოვანმა შენიშნა, რამაც მას სამოდელო კარიერის დაწყების შესაძლებლობა მისცა.1987 წელს ვარისმა პროფესიონალური ფოტოსესია გაიარა. მალე ის საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ცნობილ სახედ იქცა. მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel, Revlon, L’Oréal და Levi’s, მონაწილეობდა მსოფლიოს წამყვან მოდის ჩვენებებში და ცნობილი ჟურნალების გარეკანებზეც გამოჩნდა.ერთი შეხედვით, სომალის უდაბნოში გაზრდილი გოგონას ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია და წარმატებული კარიერა ააწყო. თუმცა, ამ წარმატების მიღმა მძიმე ბავშვობის მოგონებებსა და მტკივნეულ გამოცდილებას ინახავდა.1997 წელი - ვარისმა დუმილი დაარღვიასამოდელო კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ვარის დირიემ გადაწყვიტა, საჯაროდ ესაუბრა იმ ძალადობაზე, რომელიც ბავშვობაში გადაიტანა. მისი ისტორია საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა და ქალის გენიტალური დასახიჩრების საკითხი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მწვავე განხილვის საგნად იქცა.ვარისმა საკუთარ ტრავმაზე საუბარი მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარებისთვის არ დაიწყო. მას სურდა, საზოგადოებას გაეაზრებინა, რომ ტრადიციის სახელით ჩადენილი ძალადობა ვერ გამართლდებოდა და რომ მსგავსი პრაქტიკისგან გოგონების დაცვა აუცილებელი იყო.1997 წელს ის გაეროს მოსახლეობის ფონდის სპეციალურ ელჩად დაინიშნა ქალის გენიტალური დასახიჩრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2007 წლამდე ვარისი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, ხვდებოდა პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს და საკუთარი ისტორიით ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიეპყრო ამ პრობლემისთვის.მისი გზავნილი მკაფიო იყო: არც კულტურა და არც ტრადიცია არ შეიძლება გახდეს ბავშვის სხეულის დაზიანებისა და მისი უფლებების დარღვევის გამართლება.„უდაბნოს ყვავილი“ - წიგნი, რომელმაც მისი ისტორია მსოფლიოს გააცნოვარის დირიეს ცხოვრების შესახებ ყველაზე ცნობილი წიგნი მისი ავტობიოგრაფიაა. „უდაბნოს ყვავილი“ (Desert Flower). 1997 წელს გამოცემულ წიგნში ის ბავშვობის წლებს, იძულებითი ქორწინებისგან გაქცევას, ლონდონში გატარებულ რთულ პერიოდსა და სამოდელო კარიერის დაწყებას იხსენებს.წიგნში ვარისი იმ გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა: საკუთარი პოპულარობა ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად უნდა გამოეყენებინა.მისმა ისტორიამ მკითხველთა ფართო აუდიტორია მოიცვა. მოგვიანებით ვარისმა სხვა წიგნებიც გამოსცა, მათ შორის „Desert Dawn“, რომელშიც სომალიში დაბრუნებასა და საკუთარ ფესვებთან ხელახლა დაკავშირებაზე საუბრობს.2009 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „Desert Flower“, რომელშიც ვარის დირიეს როლი ეთიოპიელმა მოდელმა და მსახიობმა ლიია კებედემ შეასრულა. ფილმმა მისი ცხოვრების ისტორია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო.პირადი ტრაგედიიდან - მილიონობით გოგონას დასაცავად დაწყებულ ბრძოლამდე2002 წელს ვარის დირიემ დააარსა ფონდი, რომელიც მოგვიანებით Desert Flower Foundation-ის სახელით გახდა ცნობილი. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქალის გენიტალური დასახიჩრების წინააღმდეგ ბრძოლა, გოგონების დაცვა და განათლების ხელშეწყობაა.ფონდი მუშაობს როგორც პრევენციის, ისე იმ ქალების დახმარების მიმართულებით, რომლებმაც ეს მძიმე გამოცდილება უკვე გადაიტანეს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, გოგონების უფლებების დაცვასა და დაზარალებული ქალებისთვის სამედიცინო და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

საბ

1792787397

საიდუმლო ისტორიული საბუთი - როგორ ცდილობდა გიორგი XI იერუსალიმის ქართული მონასტრების დახსნას

XVII საუკუნეში მეფე გიორგი XI-ისა და ქართველი დიდებულების ძალისხმევით, იერუსალიმში ქართული მონასტრების ვალების დასაფარად 60 000 მარჩილი გამოიყო. თუმცა, მიუხედავად გაწეული ფინანსური ძალისხმევისა, სიწმინდეები ქართველთა მმართველობაში ვერ დაბრუნდა. ისტორიული დოკუმენტები ამ ნაკლებად ცნობილი ამბის საინტერესო დეტალებს გვიმხელს.ვის და როგორ დარჩა ქართველთა ფულით გამოსყიდული მონასტრები იერუსალიმში? ისტორიულ საბუთებში ზოგჯერ ისეთი ცნობები ინახება, რომლებიც მთელი ეპოქის მნიშვნელობას სხვაგვარად დაგვანახვებს.XVII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გიორგი XI-ის „პირობის წიგნი“ ეხება იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსთან დადებულ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ქართული მონასტრების ვალების გასტუმრება და მათი დახსნა იყო.დოკუმენტს ხელს აწერდნენ არა მხოლოდ მეფე გიორგი XI, არამედ სამეფო ოჯახის წევრები, ქართლის კათოლიკოსი ნიკოლოზი, ეპისკოპოსები და სამეფოს გავლენიანი დიდებულები. ეს გარემოება აჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას არ ეხებოდა - ქართული მონასტრების გამოსყიდვის საკითხში ჩართული იყო არამხოლოდ ქართლის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა ,არამედ მთელი მოსახლეობა.პირობის წიგნში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ცნობა კონკრეტული თანხაა. გიორგი XI-ისა და ქართლის უმაღლესი სასულიერო და საერო პირების მიერ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისადმი მიცემულ პირობის წიგნში დასახელებულია 60 000 მარჩილი - თანხა, რომელიც ქართული მონასტრების ვალების დასაფარად იყო განკუთვნილი: „რაც ვალი ჩვენს მონასტერს ემართა, სრულ ყველას გარდასაწყვეტლად მოგართვით სამოცი ათასი მარჩილი“.მაგრამ დოკუმენტი ამით არ შემოიფარგლება. მასში აღწერილია გილანში აბრეშუმის შეძენა, იზმირში მისი გაყიდვა, თანხების გადაცემის პირობები და პატრიარქის პასუხისმგებლობა მონასტრების დახსნის საქმეში.•აბრეშუმის გზა იერუსალიმისკენგიორგი XI-ის პირობის წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი აბრეშუმის ვაჭრობას ეხება.დოკუმენტის თანახმად, მეფის კაცები გილანში ( ირანის პროვინცია) უნდა გამგზავრებულიყვნენ, რათა აბრეშუმი შეეძინათ. შემდეგ, ცხრა თვის ვადაში, მათ იზმირში უნდა ჩაეღწიათ და საქონელი გაეყიდათ. მიღებული თანხა კი ქართული მონასტრების დახსნას უნდა მოხმარებოდა.საბუთში იხსენიება ბურსა და სტამბოლიც - ოსმალეთის იმპერიის მნიშვნელოვანი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრები. ეს დეტალები გვიჩვენებს, რომ მონასტრების საკითხის მოსაგვარებლად მოქმედება დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და სხვადასხვა ქალაქში მყოფ ადამიანთა თანამშრომლობას მოითხოვდა.ამრიგად, იერუსალიმში ქართული მონასტრების ბედი გილანის აბრეშუმის ბაზარსა და იზმირის სავაჭრო სივრცესაც უკავშირდებოდა. მონასტრების დახსნის მცდელობა მხოლოდ საეკლესიო მოლაპარაკება არ იყო — იგი ეკონომიკურ რესურსებსა და შორეულ სავაჭრო კავშირებსაც ეყრდნობოდა.პირობის წიგნში აბრეშუმის გაყიდვის გარდა სხვა თანხებიც არის მოხსენიებული.დოკუმენტის თანახმად, პაპუას იზმირში უნდა ჰქონოდა ცამეტი ათასი ასლანი. როდესაც პატრიარქი ბურსაში ან სტამბოლში გაემგზავრებოდა, ეს თანხა მისთვის უნდა გადაეცათ.ასევე ნახსენებია პაპა დანიელისთვის გადასაცემი თანხა, რომელიც მარიამობის თვის გასვლის შემდეგ უნდა მიეწოდებინათ.ამ ცნობებიდან ჩანს, რომ ფინანსური შეთანხმება რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. თანხები სხვადასხვა ადგილას იყო განაწილებული, მათი გადაცემა კი კონკრეტულ პირობებსა და ვადებს უკავშირდებოდა.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა შემთხვევას, თუ აბრეშუმის გაყიდვით მიღებული თანხა წინასწარ შეთანხმებულ ფასს ვერ მიაღწევდა. ასეთ შემთხვევაში პატრიარქს წერილობით უნდა ეცნობებინა დანაკლისის შესახებ, რათა ქართულ მხარეს დარჩენილი თანხა შეევსო.ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: პირობის წიგნი არა მხოლოდ ფულის გადაცემას, არამედ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმების შესრულების წესსაც განსაზღვრავდა.რატომ იყო აუცილებელი პატრიარქ დოსითეოსის მონაწილეობა?პირობის წიგნში გიორგი XI განსაკუთრებულად აღნიშნავს პატრიარქის ძალისხმევას. მეფის სიტყვებიდან ჩანს, რომ დოსითეოსმა ქართული მონასტრების საკითხის მოსაგვარებლად დიდი შრომა გასწია და მნიშვნელოვანი სირთულეები გადაიტანა.მეფე მას მიმართავს, როგორც სულიერ მამას, და მოელის, რომ პატრიარქი თავის მხრივ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და მონასტრების დახსნას ბოლომდე მიიყვანს.დოკუმენტის დასასრულს გიორგი XI პირდაპირ აცხადებს, რომ გარიგებისა და მონასტრების გამოხსნის საქმე პატრიარქზეა დამოკიდებული. სანაცვლოდ კი თავადაც გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თავი და მამული საერთო საქმისთვის არ დაიშუროს.ეს სიტყვები გვიჩვენებს ურთიერთვალდებულებას: საქართველოს სამეფო კარი იღებდა ფინანსურ ვალდებულებას, ხოლო პატრიარქს მონასტრების დახსნის საქმის დასრულება ევალებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ერთი შეხედვით ყველაზე მთავარი საკითხი - ფინანსური ვალდებულებების შესრულება- შეძლეს, რაც იმდროინდელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული ამოცანა იყო , პატრიარქ დოსიეთეოსთან მიმოწერებიდან ირკვევა რომ ქართულ მხარეს დაბრუნებული მონასტრების მართვისა და გამგებლობის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა.ქართველები ვალებს იხდიდნენ და, წესით, გამოსყიდული მონასტრები მათ უნდა დაბრუნებოდათ, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოდან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა.ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დოსითეოსის წერილი, რომელშიც იგი საქართველოს კათოლიკოსს სთხოვს, ერთი ბერძნულის მცოდნე ბიჭი მაინც გამოგვიგზავნეთ , რომ თქვენი წერილების წაკითხვა მაინც შევძლოთო.მთელი ეს სურათი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ქართველები სახელმწიფოდან უკანასკნელ გროშებს აგროვებენ მონასტრების გამოსასყიდად, მაგრამ არსად არ ჩანს რაიმე ქმედება ამ მონასტრების ისევ ქართველთა მფლობელობაში დაბრუნებისათვის. საბოლოო ჯამში ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პატრიარქი დოსიეთეოსი ქართველების ფულით გამოსყიდულ ეკლესია-მონასტრებს იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს იურისდიქციას დაუქვემდებარებს. ამრიგად ქართველთა ფულით გამოსყიდული ქონება ხდება იერუსალიმის ბერძნული საპატრირქოს საკუთრება. აქვე დავაკონკრეტებთ, რომ გარდა იმ ეკლესია-მონასტრებისა ,რომელიც საბერძნეთის ეკლესიას დარჩა, ქართველებს ჰქონდათ კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მონასტერი, რომლებიც ასევე დარჩათ სომხებს, ლათინებს და სხვა კონფესიებს. ალბათ ასეთი უცნაური ისტორია ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში -ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ,არათუ იერუსალიმის მაშენებლები, არამედ „წმინდა მიწის“ იდეის შემქნელები იყვნენ ქართველები -დღეს კი მათ წმინდა მიწაზე ჩასვლა და იმ ადგილების მონახულებაც კი უჭირთ, სადაც მათი წინაპრების კვალი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.„პირობის წიგნი გიორგი XI ისა ნიკოლოზ კათალიკოზისა და ქართლის ეპისკოპოზ- დარბაისელთა იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისადმი ქართული მონასტრების დახსნის თაობაზე [1678-1688 წწ] ქ. წყალობითა ღმრთისათა, ჩუენ მეფემა გიორგი და ძემან ჩუენმა ბაგრატ და ძმამა ჩუენმა ლევან და ძმამა ჩუენმა სულეიმან და ქართლისა კათოლიკოზმა ნიკოლოზ,ბატონისშვილმა თეიმურაზ და ბატონისშვილმა აშოთან, ამილახორმა გივმა და პაპუნაბეგ და დიანბეგმა ვახტანგ, ერისთავმა დავით და ერისთავის შვილმა იასონ, მთავარეფისკოპოზმა ნიკოლოზ, თბილელ ეფისკოპოზმა იოსებ,მანგლელმა, მროელმა და სრულად ჩუენის საბატონოს ეფისკოპოზთა და დარბაისელთა, დიდმა და ცოტამ.რადგან ინება ღმერთმა და ამდონი წყალობა გვიყო, ჩუენის მონასტრის დახსნა მოინდომეთ და მობრძანდით თქუენ ჩუენის მამის ალაგს მისაჩენელი ბატონი პატრიარქი დოსითეოს და ჩუენც დიდად თავს შევიდევით და ჩუენ ძმათა და ეფისკოპოზთა და დარბაისელთა, დიდთა და ცოტათა,დიდი სასჯელი ქმნა ჩუენთვის, ვითარცა მამამ შვილთმოყვარემ;რადგან თქუენ ჩუენთვის და ჩუენისა მონასტრის გულისათვის ამდონს გაისაჯენით, ჩუენც თქუენი ბძანება გავათავეთ და რაც ვალი ჩვენს მონასტერს ემართა, სრულ ყველას გარდასაწყვეტლად მოგართვით სამოცი ათასი მარჩილი და გავგზავნეთ ჩუენი კაცები გილანს, აბრაშუმი უნდა იყიდონ და ცხრას თვეში უნდა იზმირს მივიდნენ; და როდისაც გაყიდნონ აბრაშუმი, ფასი ბატონმა პატრიარქმა უნდა გამოართვას თურამეტი ათასი ოთხასი და ორმოცი. და კიდევ აქუს პაპუასა იზმირს ცამეტი ათასი ასლანი;როდისაც ბატონი პატრიარქი მიბრძანდეს ან ბურსას და ან სტამბოლს, უნდა მიართოას პაპუამ ის თეთრი გაურჯელად.კიდევ მარიამობის თვეს გასულსა უნდა მივართოთ პაპა დანიელს ოთხი ათასი ექვსასი და სამოცი და სამი მარჩილი. აღებული რაც იყო, პატრიარქმა წაიღო ან იარაღი, ამისი ანგარიშით სულ სამოცი ათასი მარჩილი ქართლიდამე უნდა პატრიარქმა ამითი მონასტრები დაიხსნას.აწე ღმრთის შეწევნითა უნდა რომე, მოიჭიროს პატრიარქმა და კიდეც უნდა დაიხსნას მონასტრები, რაც ვალები იყოს და რაც ან გილანს გაგვიგზავნია, ან რაც იზმირს არის, ეს ყველა უკლებლივ ბატონს პატრიარქს მიებაროს ამ ჩუენის კაცებისაგან, რომელსაც ალაგს პატრიარქი შეეყაროს, იქ უნდა მიართვას; და მარიამობის თვეს გასულსა, რომელიც დარჩა თეთრი, პაპა დანიელს მივაბაროთ და ერთი კაცი ჭკვიანი თან გავატანოთ, რომ არა დაამარცხონ რა.და რაც ღირებული მივართვით პატრიარქსა, თუ სტამბოლს ჩუენ რომ დავაბარეთ, თუ იმ ფასად არ გაუყიდეს,რომელიც დააკლდეს და პატრიარქმა წიგნი მოგუწეროს, მივართვათ რაც ნაკლები მოვიდეს, ჩუენგან დაბარებულზე არა დავაკლოთ.და რადგან დაისაჯა პატრიარქი ჩუენის გულისათვის და საქართველოს გულისათვის და თავის მადლისა ღმრთისა გულისათვის და დიდი ჭირი ნახა, ჩუენც ამას მოველით, რომ თავისი გარჯა და პირობა გავითაოს და ეს საქმე აღგვისრულოს; და ჩუენცა ჩუენი თავი და მამული თქუენად საკეთოდ არ დავზოგოთ და თქუენზეც ჩუენც სიკეთეს ვეცადოთ; და გარიგება და გამოხსნა თქუენზედ ჰკიდია.და ეს პირი და წიგნი ვჰკადრეთ ჩუენს მლოცველსა და მამის ალაგს მისაჩენელსა, ბატონს პატრიარქსა.ამის მოწამე პაპა ნიკოლოზ და პაპა დანიელი.“წყარო: დედოფალი„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი“ - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება. ხატისმცველები - გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი ასევე ცნობილები არიან თავიანთი მრავალწლიანი კვლევებითა და პროექტებით, მათ შორის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის ადგილების ძიებით (მათი ნაშრომები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „ქართული იერუსალიმი“ და ისტორიული ძეგლები). ისინი ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა მედიაპლატფორმასა და გადაცემას თავიანთი აღმოჩენებისა და ხატის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გასაცნობად.

წარმატებული მოდელის ტრაგიკული ისტორია

1792504140

სილიკონის ამოწურვის შემდეგ სახეში ზეთის შეყვანა დაიწყო - წარმატებული მოდელის ტრაგიკული ისტორია

სილამაზის იდეალისკენ სწრაფვა სამხრეთკორეელი ყოფილი მოდელის, ჰანგ მიუოკის ცხოვრებაში ტრაგედიად იქცა. ქალმა, რომელიც გარეგნობის შეცვლით იყო შეპყრობილი, არაერთი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა სილიკონის შემდგომი ინექციების გაკეთებაზე უარი უთხრეს, მან სახეში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის კულინარიული ზეთის, შეყვანა დაიწყო.ჰანგ მიუოკი წარსულში მოდელად მუშაობდა და გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. პლასტიკური ქირურგიის პროცედურებისადმი ინტერესი დროთა განმავლობაში აკვიატებად ექცა. მას სურდა, სახე უფრო სრულყოფილი ყოფილიყო, თუმცა განმეორებითმა ჩარევებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო.როდესაც ექიმებმა მას სილიკონის დამატებით ინექციებზე უარი უთხრეს, ქალმა ნივთიერებების დამოუკიდებლად შეყვანა გადაწყვიტა. მოგვიანებით მან სახეში კულინარიული ზეთიც შეიყვანა, რამაც მისი გარეგნობა მნიშვნელოვნად შეცვალა.ჰანგ მიუოკის მდგომარეობამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მისი ისტორია ხშირად მოჰყავთ მაგალითად იმისა, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარეგნობის შეცვლის დაუძლეველ სურვილსა და არაკონტროლირებად კოსმეტიკურ ჩარევებს.სპეციალისტების განმარტებით, სახის ქსოვილებში არასათანადო ნივთიერებების შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ანთებითი რეაქცია, ქსოვილების დაზიანება, დეფორმაცია და ქრონიკული ტკივილი. გართულებები ზოგჯერ პროცედურიდან წლების შემდეგაც ვლინდება, ხოლო დაზიანების სრულად გამოსწორება შესაძლოა ძალიან რთული ან შეუძლებელი იყოს.ჰანგ მიუოკის ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გარეგნობის შეცვლის სურვილმა არ უნდა გადაწონოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. ნებისმიერი კოსმეტიკური ჩარევის წინ აუცილებელია კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია და პროცედურის შესაძლო გართულებების შეფასება.

✕