ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1762974663
50 წლის შელი უოლს ორსულობაში ექიმებმა აბორტის გაკეთება ურჩიეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ნაყოფს ტვინი თითქმის არ ჰქონდა. დედამ უარი თქვა ექიმების შეთავაზებაზე და მაინც იმშობიარა. ბიჭუნა სახელად ნოა უოლი 2012 წლის მარტში დაიბადა. შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა.
ახალშობილს თავის ტვინის მხოლოდ ორი პროცენტი ჰქონდა, ზურგის ტვინის თიაქარი და ჰიდროცეფალია. ეს ის საგანგაშო მდგომარეობა იყო, რამაც ექიმებს აფიქრებინა რომ ჩვილი მალე გარდაიცვლებოდა.
რთული დიაგნოზი და ექიმების პროგნოზი
შელის ორსულობის პერიოდში, ექოსკოპიის დროს, გართულებები გამოიკვეთა - ნაყოფს ჰქონდა ზურგის ტვინის დეფექტი და თავის ტვინში დიდი ზომის კისტა, რომელიც ცერებროსპინალურ სითხით იყო სავსე.
ექიმებმა ოჯახს ორჯერ ან მეტჯერ ურჩიეს ორსულობის შეწყვეტა, თუმცა მშობლებმა გადაწყვიტეს, ახალი სიცოცხლისთვის შანსი მიეცათ და რომ მათი შვილი შეძლებდა სიცოცხლეს...
სასწაული
დაბადებისას ნოას მდგომარეობა მძიმე იყო — მას ჰქონდა პარალიზებული ქვედა კიდურები, საჭირო იყო მუდმივი მკურნალობა და სპეციალური თერაპიები. ექიმებს არ სჯეროდათ, რომ ბავშვი დიდხანს იცოცხლებდა.
თუმცა, საოცარი რამ მოხდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ნოას ტვინის მოცულობა და ფუნქციონირება გაიზარდა და რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ ახლა მას აქვს დაახლოებით, 80 პროცენტი ტვინის ისეთი, როგორიც ნორმალურ ადამიანებს.
დღეს ნოა ვარჯიშობს, სწავლობს, კითხულობს, წერს, ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ეტლით გადაადგილდება, სიამოვნებით ესწრება გაკვეთილებს.
მისი მიღწევები არის სამოტივაციო მაგალითი მედიცინისა და ოჯახის რწმენისთვის.