1667414176
,,მინდა, მოსახლეობამ იცოდეს..." - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა
თბილისის ინფექციური
საავადმყოფოს
ხელმძღვანელი თენგიზ
ცერცვაძე სოციალურ ქსელში,
მსოფლიოსა და
საქართველოში COVID-19-თან
არსებულ სიტუაციასთან
დაკავშირებით განცხადებას
და შესაბამის მონაცემებს
აქვეყნებს.ამასთანავე,
ინფექციონისტი
მოსახლეობას მიმართავს და
საჭირო რჩევებს
აძლევს.თენგიზ ცერცვაძის
განცხადებას ,,პრაიმტაიმი"
უცვლელად გთავაზობთ:,,COVID-19-ის
სიტუაცია მსოფლიოსა
დასაქართველოში------------------------------------------------------COVID
პანდემია ჯერ კიდევ
გრძელდება მსოფლიოშიც და
საქართველოშიც. ბოლო
თვეებში მსოფლიოში
აღინიშნებოდა COVID ახალი
შემთხვევების და
გარდაცვალების
შემთხვევების კლების
ტენდენცია, თუმცა კვლავ
ფიქსირდება ყოველდღიურად
300-400 ათასი ახალი შემთხვევა
და 1000-დან 1500-მდე
გარდაცვალება. ბოლო
კვირებში გაჩნდა
ინფორმაცია, რომ
ევროკავშირის ქვეყნებში
(გერმანია, იტალია,
საფრანგეთი და სხვ.)
იზრდება კორონავირუსით
დაინფიცირების,
ჰოსპიტალიზაციის და
გარდაცვალების
შემთხვევების რაოდენობა
და უახლოეს კვირეებში
მოსალოდნელია
კორონავირუსის ახალი
ტალღა, რომელიც ომიკრონის
შტამის ახალი
ქვევარიანტით (სავარაუდოდ
BQ.1.1) იქნება გამოწვეული.
რამდენად გამართლდება
ასეთი პროგნოზი, ჯერ
უცნობია. საქართველოში
ოქტომბრის თვეში
ფიქსირდებოდა COVID ახალი
შემთხვევების კლების
ტენდენცია - საშუალოდ 200-დან
500-მდე ახალი შემთხვევა
დღეში.რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია,
საქართველოში უკვე მე-7
თვეა სტაბილურად
ვინარჩუნებთ COVID-19-ით
გარდაცვალების
შემთხვევების რაოდენობას
მინიმალურ ნიშნულზე
შემდგომი კლების
ტენდენციით. ასე მაგალითად:
ბოლო კვირაში იყო 3
გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1
თვის განმავლობაში - სულ 13
გარდაცვალება, ანუ ორ დღეში
1 გარდაცვალებაზე
ნაკლები.სადღეისოდ,
თამამად შეიძლება ითქვას,
რომ საქართველოში
მოსახლეობის COVID
უსაფრთხოება საიმედოდაა
უზრუნველყოფილი ჯანდაცვის
სისტემის მიერ. უკლებლივ
ყველა პაციენტს მიეწოდება
დროული და ხარისხიანი
სამედიცინო მომსახურება
და ჩვენებების შემთხვევში
ხდება მათი პროაქტიური
მკურნალობა ყველაზე
თანამედროვე მეთოდებით და
მედიკამენტებით
(პაქსლოვიდი, რემდესივირი,
დექსამეტაზონი,
ბარიციტინიბი,
ტოცილიზუმაბი და
სხვ.).სწორედ ამის შედეგია,
რომ ბოლო შვიდი თვის
მონაცემებით, მათ შორის
ბოლო 1 თვის მონაცემებითაც
ყოველ ერთ მილიონ
მოსახლეზე
გადაანგარიშებით
საქართველოში COVID-19-ით
გარდაცვალების
შემთხვევები (50
გარდაცვალება ბოლო 7 თვეში
და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ
თვეში) ბევრად ნაკლებია
ვიდრე ამერიკის, ევროპის და
დანარჩენი მსოფლიოს
ქვეყნების უმრავლესობაში,
მათ შორის ისეთ COVID-19-ის
მართვაში სამაგალითოდ
მიჩნეულ ქვეყნებთან
შედარებითაც კი, როგორიცაა
აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7
თვეში და 29 გარდაცვალება
ბოლო 1 თვეში 1 მილიონ
მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი
(404 გარდაცვალება და 47
გარდაცვალება), გერმანია (277
გარდაცვალება და 43
გარდაცვალება), საფრანგეთი
(222 გარდაცვალება და 28
გარდაცვალება), ისრაელი (138
გარდაცვალება და 8
გარდაცვალება), ფინეთი (615
გარდაცვალება და 105
გარდაცვალება), შვედეთი (217
გარდაცვალება და 41
გარდაცვალება), დანია (280
გარდაცვალება და 46
გარდაცვალება), იაპონია (149
გარდაცვალება და 15
გარდაცვალება), სამხრეთ
კორეა (252 გარდაცვალება და 15
გარდაცვალება), ავსტრალია
(368 გარდაცვალება და 17
გარდაცვალება), ლიტვა (223
გარდაცვალება და 33
გარდაცვალება ), ლატვია (258
გარდაცვალება და 36
გარდაცვალება), ესტონეთი (210
გარდაცვალება და 44
გარდაცვალება), ავსტრია (555
გარდაცვალება და 25
გარდაცვალება) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ
საქართველოში COVID-19-ის
კლინიკური მართვის
ძირითადი ინდიკატორი -
COVID-19-ის დადასტურებულ
შემთხვევებს შორის
გარდაცვალების პროცენტი -
ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ
მთელი პანდემიის მანძილზე
(და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე
ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს
111 ქვეყანაზე უფრო დაბალი
მაჩვენებელია.მინდა
მოსახლეობამ იცოდეს, რომ
საქართველოში ბოლო
თვეებში დაფიქსირებულ
COVID-19-ის ერთეულ
გარდაცვალების
შემთხვევებსაც თითქმის
ყოველთვის ადგილი ჰქონდა
იმ პაციენტებში, რომლებმაც
გვიან ჩაიტარეს COVID-ზე
ტესტირება, გვიან შევიდნენ
ან საერთოდ არ შესულან
კომუნიკაციაში ექიმთან და
შესაბამისად დაგვიანებით
მიმართეს COVID კლინიკას.
პრაქტიკულად არცერთ
ავადმყოფთან, რომლებმაც
პირველივე სიმპტომების
გაჩენისთანავე ჩაიტარეს
COVID-ზე ტესტირება და
დადებითი პასუხის
შემთხვევაში პირველივე
დღეებში მიმართეს ექიმს და
ასრულებდნენ მის
რეკომენდაციებს, მათ შორის
ჩვენებების შემთხვევაში
იღებდნენ პაქსლოვიდს ან
რემდესივირს, ლეტალური
შედეგი არ
დამდგარა.შესაბამისად,
შეიძლება ითქვას, რომ
საქართველომ ერთ-ერთმა
პირველმა მსოფლიოში
პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის,
როგორც ერთ-ერთი რიგითი
რესპირაციული ინფექციის
მართვას. რაც ნიშნავს, რომ
COVID-ით გამოწვეული
სიკვდილობა, მისი
ნეგატიური გავლენა
ადამიანების ცხოვრების
ხარისხსა და ქვეყნის
ეკონომიკაზე პრაქტიკულად
არ აღემატება ან მხოლოდ
ცოტათი აღემატება სხვა
რესპირაციული
ინფექციების, მაგალითად
გრიპის,
რესპირაციულ-სინციტიური
ვირუსის და სხვ.
ეპიდემიებით გამოწვეულ
შესაბამის
მაჩვენებლებს.მინდა
დაბეჯითებით ვურჩიო ყველა
ოჯახის ექიმს, ყველა COVID-
კლინიკას და COVID-19-ით ყველა
პაციენტს, პირველივე
სიმპტომის გაჩენისთანავე
ჩაიტარონ ტესტირება და
სათანადო ჩვენების
შემთხვევაში დროულად,
პირველივე დღეებში
გამოიყენონ პაქსლოვიდი ან
რემდესივირი. ამით ჩვენ
გადავარჩენთ ათასობით
COVID-19-ით პაციენტის
სიცოცხლეს.მინდა ვურჩიო
მოსახლეობას, აქტიურად
გააგრძელოს COVID ვაქცინაცია,
მათ შორის ე.წ. ბუსტერ
დოზებით", - აცხადებს თენგიზ
ცერცვაძე.