სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემაზე და ამ მოქმედებისთვის ქრთამის მიღების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

მკ

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემაზე და ამ მოქმედებისთვის ქრთამის მიღების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყალბი შინაარსის სამი ცნობა დაამზადა, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა ადგილობრივი მცხოვრების მიერ მოყვანილი 25 ტონა კარტოფილის რეალიზება უნდა მომხდარიყო, ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი, მან 6000 ლარი აიღო.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

დანაშაული, სასჯელის სახით, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.