გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

გეკა გელაძე

4 ოქტომბრის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმ პირების გამოსავლენად, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს.

„საქმესთან დაკავშირებით დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი“, - განაცხადა მინისტრმა.