ზურაბ სტურუა

1794762736

მოჭადრაკე ზურაბ სტურუა სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

სერბეთმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ.ზურაბ სტურუამ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.ქართველი დიდოსტატი უკვე ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

კვარა

1794761632

„მომდევნო ექვსი თვე ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ...“ - რის გაკეთებას აპირებს ამ პერიოდში ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა Twitch-ზე გამართული პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა.კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ვარჯიშს ეტაპობრივად უბრუნდება. მისივე თქმით, ფეხბურთის თამაშს დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს, ამ პერიოდში კი გულშემატკივრებთან ურთიერთობას სოციალური ქსელით გააგრძელებს. ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ აპირებს ამ პერიოდის გატარებას, სანამ მოედანს დაუბრუნდება.„მომდევნო ექვსი თვე ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ და ამ დროს ფრანგულის სწავლას დავუთმობ“, - თქვა კვარამ.

საბა ლაზიშვილი

1794680280

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღებო მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.

მერაბ დვალიშვილი

1794675540

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი წუთ-ნახევარში დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება და 1 მარცხია.რამდენიმე წუთში ტატამზე კიდევ საბა ლაზიშვილი და გიგა ჭიკაძეც იასპარეზებენ. საბა ლეგენდარულ ურაია ფეიბერს, ხოლო გიგა ზაბიტ მაგომედშარიფოვს დაუპირისპირდება. ორივე მათგანი ამერიკულ ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

ფოტო

1794672559

უნგრეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.საქართველოსა და უნგრეთის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

ნაკრები

1794645361

საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო "სევილიის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული "პოლისიას" მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვენური "ტრნავის სპარტაკის" ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი. დღევანდელ მატჩში გუნდს ოთარ კაკაბაძე უკაპიტნებს.ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს უდიდესი საკადრო დანაკლისი აქვს, შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონკრეტული ამოცანების შესრულება აქვთ."გვყავს ძალიან კარგ შეტევები, მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, დღეს არიან გუნდის ფეხბურთელები, რომელსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, გვქონდა აქცენტები ამ ყველაფერზე გაკეთებული და იმავეს გავიმეორებ, იმედი მაქვს, რომ უკვე ხვალ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება," - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის განცხადებით კი, გუნდის თითოეული წევრი მოტივირებულია, რომ თამაში და საბოლოო შედეგები გამოასწოროს."თითოეული ფეხბურთელი განწყობილია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ის ჩვენი შედეგი, თამაში და ყველაფერი რაც შეეხება ფეხბურთს, ესე ვთქვათ. მარტივ გზას არ გავდივართ, დავეთანხმები ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამ ჩავარდნას ყოველთვის მოსდევს მაღლა ასვლა. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაღლა ასვლა დაიწყება მალე," - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

საბა ლაზიშვილი

1794641229

არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია... - საბა ლაზაშვილმა მიმართვა გაავრცელა

გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება.„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან მიხარია, ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ თქვენგან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია. ახლო მომავალში ჩავწერთ სრულ ინტერვიუს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლაზიშვილმა.დღეს საღამოს, 20:00 საათზე, აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ რაფის ტურნირი გაიმართება, სადაც ხალიჩაზე ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გავა. ორგანიზაციამ ახალგაზრდა სპორტსმენის ქარდზე ჩანიშვნა ოფიციალურად მას მერე დაადასტურა, რაც უმარ ნურმაგომედოვი აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო შეჯიბრებიდან ჩახსნა.ლაზიშვილის მეტოქე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი, ამერიკელი იურაია ფეიბერი იქნება.mდღესვე რაფის ტურნირში კიდევ 2 UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძეც იჭიდავებენ.საბა ლაზიშვილმა და მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბის საპატიმრო გუშინ, ჯარიმის გადახის შემდეგ დატოვეს, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლება.

მერაბ დვალიშვილი

1794636914

ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა... - მერაბ დვალიშვილი

აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკითხის მოგვარებაში მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტში მონაწილე სხვა პირებსაც გაათავისუფლებენ.„მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო.მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. ძალიან მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან.იმედი მაქვს, ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მე ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა.მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში. 

მერაბ დვალიშვილი

1794601627

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სპორტსმენის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მომხდარის მშვიდობიანად დასრულება სურს.„მინდა, ყველას ვაცნობო, რომ გამათავისუფლეს, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, ყველაფერი გავაგრძელო.მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. ძალიან მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან.იმედი მაქვს, ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მე ჩივილს არ ვაპირებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა.მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში. 

საბა ლაზიშვილის ბავშვობა

1794600076

„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ“ - საბა ლაზიშვილის ბავშვობის ფოტოები და ემოციური ისტორია

მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომლის შესახებაც დღეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად საუბრობენ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში, აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს, მის დასახმარებლად გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცის გამო მოექცა. სოციალურ ქსელში საბას ბავშვობის ფოტოები და ემოციური პოსტი ვრცელდება.„ბიჭი, რომელიც ერთ დღეში გაიცნო მსოფლიომ, ქართველი საბა ლაზიშვილია, ქობულეთელი და მასზე ახლა მთელი სოც, ქსელები და საინფორმაციო საშუალებები ლაპარაკობენ. გაიცნო, თორემ იგი ასეთია, ასეთად გაიზარდა, ჩამოყალიბდა, ასეთია მისი შინაგანი კონსტიტუცია, არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ 20 წლის საბამ გასაგიჟებელი თავგანწირვის, ერთგულების, ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა და ტურებივით თუ აფთრებივით შემოპარულ ავაზაკებს კი არ შეუშინდა, არ დაემალა, არც მობილური ამოუღია, რომ გადაეღო, არც სხვებისთვის უთხოვია შველა. აი, ასე, შევარდა ბრბოში მეგობრის გადასარჩენად, კიი, ახლა მჯერა, რომ სწორედ ასე უსწორდებოდნენ ქართველები მრავალრიცხოვან მტერს და ჯაბნიდნენ, ასე იგებდნენ ომებს და იწერებოდა მცირერიცხოვან ქართველთა თავგანწირვის ისტორია. ფოტოებზე პატარა საბაა, ქობულეთში, მის ეზოში გადაღებული. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ბიჭები, მე ამაყი ვარ! საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს!!!“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.           

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

1794584700

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში შეხვედრის ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა და საბა ლაზიშვილი ამერიკელი მებრძოლის ახალ მეტოქედ წარადგინა.თავდაპირველად ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვთან უნდა ეჭიდავა, თუმცა RAF-ის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ხალიჩაზე ქართველი სპორტსმენი გავა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი მერაბ დვალიშვილთან ერთად აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ორივე ქართველი სამართალდამცველებმა დააკავეს.ქართველმა სპორტსმენებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.RAF-ის ტურნირი 14 ნოემბერს აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება – ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება.1TVSPORT

რამაზ სვანაძე

1794575760

სვანაძე: უნგრეთთან მატჩის დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ეს გამოჩნდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. გამარჯვება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებს.რამდენად ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით თამაშს? რამდენიმე პრობლემა გვქონდა, მაგრამ ალთუნაშვილის გარდა ყველა მწყობრშია და ხვალინდელ შეხვედრაში სათამაშოდ მზადაა.ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება წინა შეკრების შემდეგ? ბევრი ვისაუბრეთ და არ ვთვლი, რომ ეს მენტალური მხარის ბრალია. ზოგადად, ფეხბურთში აღმართს დაღმართი მოსდევს. ცხადია, ეს არავის მოსწონს. რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება. ასეთია მთელი გუნდის განწყობა.სამწუხაროა, რომ ბოლო მატჩებში გოლები ვერ გავიტანეთ. ძალიან კარგი შემტევები გვყავს და იმედია, ხვალ გატანას შევძლებთ. რატომ გვაჯობეს პირველ შეხვედრაში აგრესიულობით? პირველი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მაღალი პრესინგით ვერავინ ითამაშებს. ვთვლი, რომ მარცხის მიუხედავად, მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ხვალ ეს გამოჩნდება.შეკრების დროს მობილური ტელეფონების გამოყენება თუ არის შეზღუდული? მე პროფესიონალებთან მაქვს საქმე. ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა, არც ასაკობრივ ნაკრებში და არც ეროვნულ გუნდში. ბიჭები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.როდის დაეტყობა გუნდს ჩემი ხელწერა? დაკვირვებული თვალი ამას უკვე შენიშნავდა, მაგრამ დრო დაგვჭირდება, რომ მივიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც შეამჩნევდით ჩვენთვის დამახასიათებელ სტილს. ეს არის ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ფეხბურთი, რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს“, – ამბობს სვანაძე.რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

✕