1791274912
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა გამარჯვებულმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზილიელ სარა სოუზას სძლია.
წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 73 კგ და ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
შეჯიბრების პირველ დღეს 23 წლის გიორგი სარდალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.









