„წვიმა, ელჭექი, ღამით თოვლჭყაპი...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება

ძლიერი ქარი და წვიმა

6 ოქტომბერი, 2026წ. -  სამშაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით  0, +5°, დღისით +11, +16°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან  ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღამთიან ზონაში შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით  +4,  +9°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +10, +15°.

7 ოქტომბერი, 2026წ. -  ოთხშაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღსით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამი +11, +16°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +2,  +7°, დღისით +14, +19°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი. დასავლეთის ქარი

10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით  +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით  +6, +11°, ზოგან +16°-მდე.

8 ოქტომბერი, 2026წ. -  ხუთშაბათი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამი +9, +14°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +1,  +6°, დღისით +18, +23°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +4,  +9°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით  +9, +14°,ზოგან +19°-მდე.

✕