ვიდეოები

1794603873

ნიუ ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - ვრცელდება კადრები

ნიუ ორლეანის პორტში, მდინარე მისისიპზე ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.ტანკერი Atlantic Asphalt-ი ნაპირთან მდგარ გემ American Heritage-ს შეეჯახა. გემი კომპანია American Cruise Lines-ს ეკუთვნის.შემთხვევის ადგილზე პორტის პოლიციის, ნიუ ორლეანის სახანძრო სამსახურისა და პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. სანაპირო დაცვამ მდინარის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დახურა.რა გახდა ინციდენტის მიზეზი და რამდენი ადამიანი დაშავდა, ჯერ დაზუსტებული არ არის. პორტის განცხადებით, პრიორიტეტი მგზავრების, ეკიპაჟისა და მაშველების უსაფრთხოებაა. 

შეჯახება

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ბასლაინი

1788537981

ჯარიმა 500 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით

ღამის საათებში - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება.წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.შესაბამისი ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში აისახა.„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობების შემცირებისკენ იქნება მიმართული. მეორეს მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო მანქანები დიდი მოცულობით ივლიან და შესაბამისად ხარჯები შემცირდება, ეს სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლე მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. გარდა ამისა, სანქცია მსუბუქდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.უფრო კონკრეტულად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მოქმედი რეგულაციით, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით − 300 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული სანქციები ახლებურად განისაზღვრება.კერძოდ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: - 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ისა გადაჭარბებისთვის − 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის − 300 ლარი.გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარისა, განმეორებით ჩადენა − დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 000 ლარისა.

სხვა სიახლეები

მესიჯი

საზოგადოება • 1794725478

რატომ ვწერთ SMS-ს დარეკვის ნაცვლად - მკვლევრებმა ამ ჩვევის ფსიქოლოგიური მიზეზები ახსნეს

ჩვევა, დაწეროთ შეტყობინება და არ დარეკოთ, ანტისოციალურობას არ ნიშნავს: ასეთი ადამიანების 4 თვისებასულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, ნაცვლად დარეკვისა. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ქცევის მიღმა საინტერესო ფსიქოლოგიური მექანიზმები იმალება, რომლებიც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ სამყაროსთან, - წერს გამოცემა Psychologies.კორნელის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, ეს არჩევანი ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ როგორ აწყობთ ურთიერთობებს, როგორ მართავთ ემოციებს და როგორ ანაწილებთ პრიორიტეტებს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ქცევა შესაძლოა თქვენი პიროვნების სიღრმისეულ თვისებებს ასახავდეს.ამ დასკვნამდე მისასვლელად ამერიკელმა ფსიქოლოგებმა 24 ადამიანის მობილური კავშირის (ზარებისა და SMS-ების) 18-თვიანი ჩანაწერები გააანალიზეს.მათი კვლევა აჩვენებს, რომ კომუნიკაციის სქემები (როდის რეკავენ და როდის წერენ შეტყობინებას) ხშირად განსხვავდება არხის მიხედვით, რაც შეიძლება სხვადასხვა ჩვევას, საჭიროებასა თუ ფსიქოლოგიურ პრეფერენციას გამოხატავდეს:1. მოქმედებამდე გააზრების საჭიროება  - ადამიანები, რომლებიც შეტყობინებების გაგზავნას ამჯობინებენ, ხშირად „შინაგანი ანალიტიკოსები“ არიან. მათ სჭირდებათ დრო, რათა პასუხის გაცემამდე აზრები დაალაგონ და მათი ნათქვამი უფრო ზუსტი და გააზრებული იყოს.2. სიცხადისა და სიზუსტისკენ სწრაფვა - SMS-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ გაგზავნამდე სიტყვების ხელახლა ფორმულირების, გადაკითხვისა და კორექტირების საშუალებას იძლევა. ეს კომუნიკაციაში სიცხადისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. მათთვის, ვინც ურთიერთობის ამ ფორმას ირჩევს, სიტყვების სიზუსტეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, წერილობითი ფორმა კი შეტყობინების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს.3. ზედაპირულ ურთიერთობაზე უარის თქმა - გამოცემა აღნიშნავს, რომ სატელეფონო ზარები ხშირად მოითხოვს თავაზიანი ფრაზების გაცვლას, რაც ზოგჯერ ნაძალადევად ჟღერს, ასევე ისეთ ტონს, რომელიც შეიძლება ხელოვნურად გამოიყურებოდეს. მათთვის, ვინც SMS-ს ამჯობინებს, მსგავსი ზედაპირული ინტერაქცია დამღლელია. სამაგიეროდ, ტექსტური შეტყობინებები აზრების უფრო უშუალოდ გამოხატვის საშუალებას იძლევა, ყოველგვარი როლური თამაშის გარეშე.4. ემოციური დატვირთვის მართვა - სტატიაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრები შესაძლოა ემოციურად დამქანცველი იყოს, რადგან მყისიერ ყურადღებასა და ემოციების მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ისინი, ვინც მიმოწერას ირჩევენ, ხშირად ძალიან ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და ურჩევნიათ, ეს დატვირთვა უფრო აწონ-დაწონილად მართონ.„შეტყობინებების გაცვლა მათ საშუალებას აძლევს, უპასუხონ მაშინ, როცა თავს მზად გრძნობენ და საუბარი შეუძლიათ“,  - ასკვნის გამოცემა.

დაკავება

სამართალი • 1794725341

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისდეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნისმოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზეგამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს დაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავება

სამართალი • 1794725082

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.„სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შემოდგომა

საზოგადოება • 1794721927

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.სოხუმშიც იწვიმებს. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმაა, დღისით +9, ღამით +5 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც იწვიმებს, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში მზიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.ახალქალაქში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 იქნება.ბორჯომში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +15 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.ომალოშიც მზიან ამინდის პროგნოზირებენ. დღისით 8, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.თელავშიც მზიანი ამინდია. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.გურჯაანში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.სიღნაღში მზე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1794721670

საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, რამდენჯერმე უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას. მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მთავარი ღირებულება არის ის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.,,მარტო ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას. ევროკავშირში დღეს ეს ბევრისთვის ცხადია - ენერგომატარებლების მაღალი ფასები, საწარმოების საზღვარგარეთ გადინება, უმეტეს ქვეყნებში უმუშევრობის ზრდა და ბევრი სხვა პრობლემა. მოლდოვის მაგალითი ამ განსხვავებას განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აჩვენებს. მოლდოვამ, რომელსაც 2021 წელს 13,9%-იანი ზრდა ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პოლიტიკა ბრიუსელის მოთხოვნებს დაუქვემდებარა, 2022 წელს ჯერ 4,6%-იანი ეკონომიკური ვარდნა განიცადა (მაშინ, როცა იმავე წელს ჩვენ 11%-იანი ზრდა გვქონდა), 2023 წლიდან კი 1%-იანი ზრდის ფარგლებს ვერ გაცდა.ევროკავშირიდან დაპირებული მილიარდების ფონზეც კი, წელს მოლდოვის ეკონომიკა მხოლოდ 1,5%-ით გაიზრდება, რაც საქართველოს 7,2%-იან ზრდასთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებია. ეს სხვაობა მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მას კონკრეტული ფასი აქვს. 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ის ნაცვლად მოლდოვის მსგავსად 1,5%-ით რომ გაზრდილიყო, საქართველოს 2027 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 1 მილიარდი ლარი დააკლდებოდა. ცნობისთვის, 2027 წლის ბიუჯეტში პენსიების, ჯანდაცვისა და განათლების დაფინანსებას სწორედ 1 მილიარდი ლარით ვზრდით.ცხადია, რომ დამოუკიდებელი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება გაცილებით რთული იქნებოდა. ისიც ცხადია, რომ ბრიუსელი ამ დანაკლისს არ აანაზღაურებდა - არც პენსიების ზრდას დააფინანსებდა და არც ჯანდაცვის და განათლების ხარჯებს დაფარავდა.და, ერთიც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ მოლდოვამ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი და ახლა გაზს ევროკავშირისგან ყიდულობს. ეს ყველაფერი კარგი, თუმცა აქ ერთი დეტალია - 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში 1მ3 გაზის ფასი მომხმარებლისთვის 0,65 ლარი იყო, წელს კი 3,75 ლარს მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოში 2021 წელსაც და დღესაც 1 მ3 გაზის ფასი 0,56 ლარია, მოლდოვაზე 7-ჯერ ნაკლები.დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, და ის არასდროს უნდა დავთმობთ“, - წერს პაპუაშვილი.

✕