შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად, ბოლო 24 საათში მინიმუმ 63 ადამიანი დაიღუპა, 290 კი დაშავდა.
ქვეყნის სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ჩამონგრეული შენობების ქვეშ მოყვა, დანარჩენები კი ან დაიხრჩვნენ, ან დენმა დაარტყათ.
რავალპინდიში, რომელიც ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხუთშაბათი საჯარო დღესასწაულად გამოაცხადა, რათა მოსახლეობა სახლში დარჩენილიყო. ამასთან, მდინარის მახლობლად მცხოვრებ ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.