1752782318
უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა. შმიგალის კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 267-მა წევრმა მისცა ხმა.
შმიგალმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობოსთვის და აღნიშნა, რომ ომის დროს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა როგორც დიდი პატივი, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა.
„ჩემი მთავარი მიზანი ნათელია: ადამიანები, იარაღი და სისტემა. მთავარი ფოკუსი უკრაინელი ჯარისკაცია. სრული უზრუნველყოფა, დროული გადახდები, საიმედო აღჭურვილობა, სამედიცინო მომსახურება. ერთ-ერთი მთავარი მისიაა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ფრონტზე უკრაინული წარმოების იარაღის წილის 40%-დან 50%-მდე გაზრდა. ჩვენ სამინისტროს ისეთ სისტემად ვაქცევთ, რომელიც სწრაფად, გამჭვირვალედ და ბიუროკრატიის გარეშე იმუშავებს. ამავდროულად, ჩვენ გავაძლიერებთ თავდაცვის სფეროში პარტნიორობას მთელს მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ ძალა, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნება მშვიდობის უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ მომავალში აგრესია შეუძლებელი გახდეს. უკრაინა გაუძლებს ყველა გამოწვევას და გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას!”- განაცხადა შმიგალმა.
Grateful to President @ZelenskyyUa for the trust. Leading @DefenceU in wartime is both an honor and a profound responsibility. My focus is clear: people, weapons, and system. At the core is the Ukrainian soldier. Full provision. Timely payments. Reliable gear. Medical care. One… pic.twitter.com/tbx44qYCst
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) July 17, 2025