დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში

avaria

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი. 

გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.