12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752261445
ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.
დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.
„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.
ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: palitravideo.ge
12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752261445
ავარია რიკოთზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752265069