წყალი

1794765778

წყალი 21 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

16 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ახლად მოწყობილ ქსელზე ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.კომპანიის ცნობით, წყალი 11:00 საათიდან 17 ნოემბრის 08:00 საათამდე შეწყდება.„განახლებული მაგისტრალური მილის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 16 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, 17 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:რუსთაველის გამზირს. გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, რ.ლაღიძის, მესხიას, ზანდუკელი, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ბოცვაძის, ახვლედიანის, ეკალაძის, უშანგი ჩხეიძის, მარჯანიშვილის N1-13, N2-22, თაბუკაშვილის ქუჩა N25-51, N30-48, კოსტავას გამზ. N1-25, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის N 1, 3, 5, N2-4, მიხეილ ჯავახიშვილის,ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ჟორდანიას, ჭანტურიას, ზალდასტანიშვილის, სეფერთელაძის, სარაჯიშვილის, აბაკელიას; ცხემის შესახვევს და ჩიხს, რიწის ქუჩა N1-5, ალ.ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, სულიკო ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 8 მარტის, ბორბალოს, არსენას, ალ. ჭავჭვაძის, ბესიკის, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის და სულიკო ჟღენტის ქუჩებს, ვეძინის, თორაძის, ხოშტარიას, ა. ქუთათელაძის, ჯუღელის, მერაბ კოსტავას 1 შესხვევს, კოტე მესხის, ვეძინის, ელიზბარ ზედგენიძის, გიორგი გიგაურის ქუჩებს, ალ.ჭავჭავაძის I , II ჩიხის და შესახვევს.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დამიანეს ნათლობა

1794762293

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა.მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა.ნათლობის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში, შიო მესამემ ნათლულები დალოცა.

gela

1794759647

მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა... - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებს

„თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“  - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებსპოეტი და მუსიკოსი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტ „შენი ამბავის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან გარდაცვლილ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი თანაცხოვრების პერიოდსა და იმ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელსაც 16 წლის წინ მისი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები ემსხვერპლნენ.დაიაური აღნიშნავს, რომ ხალხი თეონას უმეტესად მისი მუსიკალური შემოქმედებით აფასებს, მაშინ როცა მის ადამიანურ ბუნებასა და ხასიათზე ფართო აუდიტორიას ნაკლები ინფორმაცია აქვს:„არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შემხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა“, — იხსენებს გელა დაიაური.

ამინდის გაუარესება

1794756527

ამინდი უარესდება - ელჭექი, სეტყვა, შტორმი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში – აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)”, – წერია განცხადებაში. 

მეუფე შიო

1794754933

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად, არამც და არამც, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება - მეუფე შიო

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამებისი საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.​„დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელიც ბოროტი სულების მთელი ლეგიონით იყო შეპყრობილი. ამ ეპიზოდში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ბოროტმა სულებმა, მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული მათი ამ საწყალ კაცზე ბატონობისა, სთხოვეს უფალს, ნება მიეცა მათთვის, ღორების კოლტში შესულიყვნენ (ლკ. 8, 26-33).აქედან ჩანს, რომ ღვთის ნებართვის გარეშე მათ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. ასევე ჩანს, რომ მათი ძალა არ არის ჭეშმარიტი, პირუტყვებზეც კი არ აქვთ ძალაუფლება; მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რატომ დართო ნება უფალმა ღორებში შესვლისა?! როგორც კი შევიდნენ, მათ ხომ დაღუპეს ისინი?! – ღორების კოლტი კლდიდან წყალში გადაეშვა და დაიღუპა.როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალმა ეს გააკეთა ჩვენი სულიერი სარგებლისთვის, რათა გავიგოთ, რამდენად სძულს ბოროტ სულს ღვთის ნებისმიერი ქმნილება. იმდენად სძულს, რომ როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ დაეღუპა ეს საწყალი პირუტყვები. და ასევე, რათა გავიგოთ, რომ მით უმეტეს, სძულს ადამიანი; შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ზუსტად ასე მოექცეოდა ადამიანებს და ერთ წამში დაღუპავდა მთელ კაცობრიობას. თუ ამას არ აკეთებს, მას მხოლოდ ღვთის ძალა უშლის და აკავებს.და აი, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა, როცა ეს ამბავი გაიგეს, იმის მაგივრად, მადლობა ეთქვათ, გახარებოდათ და ქალაქში დაეპატიჟათ, გამოდიან უფალთან შესახვედრად და სთხოვენ, შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. მათ შეეშინდათ, რომ თუ ის ქალაქში შევიდოდა, მათთვის ჩვეულ ცხოვრების წესს დაარღვევდა. ფიქრობდნენ, რომ ისედაც რამხელა ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ქალაქში შემოსული და როცა შემოვა, რაღას იზამსო?! ამიტომ სთხოვეს განშორება (ლკ. 8, 34-37).აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს ეშინია, თავის სულში, თავის ცხოვრებაში შემოუშვას ღმერთი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ავიღოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს (გვსმენია ასეთი გამონათქვამები): „მე ხომ არ ვარ მონაზონი, ბერი, რომ იგივე მომეთხოვებოდეს, რაც მონაზვნებს – ისეთივე სულიერი მხურვალება, სწრაფვა. მე ხომ ერისკაცი ვარ, განა შეიძლება იგივე მომეთხოვებოდეს?!“ როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, არანაირი სულიერი ღვაწლი, ვალდებულება არ იტვირთოს, მაშინ ის ძალიან ემსგავსება ამ ღადარინელებს, რომლებმაც სთხოვეს უფალს, მოშორებოდა მათ ქალაქს.ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად მსჯელობს დიდი მამა, წმინდა იოანე ოქროპირი. დღეს ძალიან მინდოდა, მოკლე ამონარიდი წამეკითხა თქვენთვის ამის თაობაზე. ის წერს: „ძალიან ცდები და თავს იტყუებ, თუ ფიქრობ, რომ ერთი მოეთხოვება ერისკაცს და სხვა – მონაზონს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთი ქორწინდება, მეორე კი – არა. დანარჩენ ყველაფერში კი მათ თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. მაგალითად, ვინც ამაოდ განურისხდება ძმას, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად შეურაცხყოფს ღმერთს. ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად დაისჯება სიძვისთვის და ასეა ყველა სხვა დიდი მცნების შემთხვევაშიც. მაგალითად, როცა უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“, „მგლოვარენი გულითა“, „ნეტარ არიან მშვიდნი, მოწყალენი, წმინდანი გულითა, მშვიდობისმყოფელნი, სიმართლისთვის დევნულნი“ და ასე შემდეგ, იგი არ ახსენებს არც ერისკაცს, არც მონაზონს. ასეთი დაყოფა ადამიანის გონებამ შემოიტანა (გულისხმობს დაყოფას პასუხისმგებლობის თვალსაზრისით), წერილი კი არ იცნობს ამას და სურს, ყველამ მონაზონივით იცხოვროს, თუნდაც რომ ჰყავდეთ ცოლები. ასე რომ, – ასკვნის წმინდა იოანე ოქროპირი, – ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვება, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთსა და იმავე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ“ .აი, ასეთი საოცარი სიტყვებია, ძვირფასო ძმებო და დებო!  ასე რომ, დავფიქრდეთ დღეს მოსმენილ სწავლებაზე და ყველანაირად ვეცადოთ, შევასრულოთ ღვთის ნება; ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი, რომ არ გავხდეთ ამ განკურნებულ ღადარინელ ეშმაკეულზე უარესი, რომელმაც განკურნებისთანავე, უმალვე ისეთი სიბრძნე გამოავლინა, რომ ძალიან ღირსეული მაგალითი გახდა ყველასთვის. ამინ!“ – აღნიშნა შიო მესამემ.  

გლოვის ლენტი

1794754503

ადვოკატთა ასოციაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სოციალურ ქსელში ადვოკატ დავით ჩიხრაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის - დავით ჩიხრაძის გარდაცვალების გამო.დავითი ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას.“ - წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

შუქი

1794752991

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

16 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს. „საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთანდილის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, თინათინის, ასმათის, ასი ათასი მოწამის, დავარის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ლესელიძის, ხერგიანის, მიქატაძის, ხიზანიშვილის, ვართაგავას, კანდელაკის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია განცხადებაში. 

"როცა ზღვა იყო მშვიდი

1794752897

ქართული კინოს მორიგი საერთაშორისო წარმატება - ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა კინოფესტივალებზე ჯილდოები მოიპოვა

ქართული კინო საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას განაგრძობს - ამჯერად ორი ქართველი რეჟისორის ფილმმა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო კინოფესტივალებზე მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა.დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის ანიმაციური კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი "როცა ზღვა იყო მშვიდი". სოხუმის თემაზე შექმნილმა ფილმმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჯილდო დაიმსახურა.ბულგარეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "სინელიბრის" მთავარი ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ლიტერატურული ადაპტაციისთვის რეჟისორ რევაზ ნასიძის ფილმს "ტრაგედია უგმიროთ" გადაეცა. ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მინიატურის ეკრანიზაციაა.ორივე ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა."საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს რეჟისორებს, მამუკა ტყეშელაშვილსა და რევაზ ნასიძეს, აგრეთვე ფილმების შემოქმედებით გუნდს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!", - აღნიშნულია კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში. 

ბავშვი

1794747267

რატომ „ღეჭავს" ბავშვი ფანქრებს, კალმებსა და ტანსაცმელს - სპეციალისტის განმარტება

ზოგიერთი ბავშვი გამუდმებით ღეჭავს ფანქრებსა და კალმებს, იდებს პირში მაისურის საყელოს ან სახელოს. მშობლები ხშირად ცდილობენ შენიშვნებითა და აკრძალვებით გადააჩვიონ, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ. ზოგჯერ კი პირიქით ხდება — ბავშვი ჩვევის დამალვას იწყებს.სპეციალისტების განმარტებით, ასეთი ქცევა შესაძლოა, ბავშვისთვის დამშვიდების, ყურადღების კონცენტრაციის ან ემოციურ დატვირთვასთან გამკლავების საშუალება იყოს.რატომ უჩნდებათ ბავშვებს ნივთების ღეჭვის მოთხოვნილება, როგორ უნდა განვასხვაოთ ჩვეულებრივი ჩვევა პრობლემისგან და როდის არის საჭირო სპეციალისტის დახმარება?რატომ იდებს ბავშვი სხვადასხვა ნივთს პირში? ორ წლამდე ასაკში საგნების პირში ჩადება განვითარების ბუნებრივი ნაწილია. ამ გზით პატარები სამყაროს შეისწავლიან, ეცნობიან ნივთების ფორმას, ზომასა და ტექსტურას.სასკოლო ასაკში კი მსგავსი ქცევის მიზეზები, როგორც წესი, განსხვავებულია. განმეორებითი ღეჭვა შეიძლება თვითრეგულაციის საშუალებად ჩამოყალიბდეს, ისევე, როგორც თმის თითზე დახვევა, ტანსაცმლის წვალება ან ფეხის მუდმივი ქნევა.პირის ღრუსა და ყბის კუნთებში განლაგებულია პროპრიორეცეპტორები — მგრძნობიარე რეცეპტორები, რომლებიც ტვინს კუნთების მოძრაობისა და დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. როდესაც ბავშვი ძლიერად კბენს ფანქარს ან ქსოვილს, ყბის კუნთები აქტიურად მუშაობს და ნერვული სისტემა დამატებით სენსორულ ინფორმაციას იღებს.ზოგიერთ ბავშვს ეს დამშვიდებაში ეხმარება, ზოგიერთს კი — ყურადღების კონცენტრაციაში.სწორედ ამიტომ შეიძლება ბავშვმა ფანქრის ან ტანსაცმლის ღეჭვა განსაკუთრებით ხშირად დაიწყოს გაკვეთილების მომზადებისას, საკონტროლო სამუშაოს წინ, უცხო გარემოში ან დატვირთული დღის ბოლოს.თუმცა ეს აუცილებლად ძლიერ სტრესს არ ნიშნავს. მიზეზი შეიძლება იყოს მოწყენილობა, დაღლილობა, სენსორული მოთხოვნილება, პირის ღრუში დისკომფორტი ან უბრალოდ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა.როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი გადაღლილია?დაწყებითი კლასების მოსწავლეს ყოველთვის არ შეუძლია საკუთარი განცდების სიტყვებით გადმოცემა. შესაძლოა, ვერ გითხრათ, რომ დავალებები მეტისმეტად რთულია, შეცდომის დაშინია ან სკოლის შემდეგ დასვენება სჭირდება.ზოგჯერ გადატვირთვაზე მისი ქცევა მიანიშნებს: ბავშვი იწყებს ფრჩხილების ან კალმების ღეჭვას, მოუსვენრად მოძრაობს, უჭირს დაძინება, უჩივის მუცლის ტკივილს ან ადვილად ღიზიანდება.  განაგრძეთ კითხვა...

ლსაჯდლაჯფ

1794746324

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი.შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.ფოტო: ბათუმელები

შიო მესამე

1794738792

ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი - შიო მესამე

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ისაუბრა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამემ სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.დღესვე სამების ტაძარში, საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლული, ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები გახდებიან.„წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ. ეს ღორების კოლტი გადაეშვა კლდიდან წყალში და დაიღუპა. როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ეს საწყალი პირუტყვი დაეღუპა. მით უმეტეს სძულს ადამიანი და რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად ასე მოექცეოდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ეს რომ გაიგეს, უფალთან შესახვედრად გამოვიდნენ და სთხოვეს, რომ შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“, - განაცხადა შიო მესამემ.

წყალი

1794737685

რატომ დგამენ წყლიან ჯამს რადიატორზე - მარტივი ხრიკი, რომელიც ზამთარში სახლში კომფორტს შეგიქმნით

ზამთარში, როდესაც გათბობა მუდმივად ჩართულია, სახლში ჰაერი ხშირად ზედმეტად შრება. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ერთი მარტივი მეთოდი არსებობს - რადიატორზე ან მის ქვეშ წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა.გათბობის სეზონზე ცხელი რადიატორები ოთახში ჰაერს აშრობს. ამის გამო შესაძლოა კანი და ლორწოვანი გარსები გამოშრეს, ყელში გაღიზიანება და ხველაც გაჩნდეს.წყლიანი ჭურჭლის დადგმის იდეა მარტივია: რადიატორის სითბოს ზემოქმედებით წყალი ნელ-ნელა ორთქლდება და ოთახში ტენიანობას ზრდის. შედეგად, მშრალი ჰაერით გამოწვეული დისკომფორტი მცირდება და ოთახში ყოფნა უფრო სასიამოვნო ხდება.რატომ შეიძლება გახდეს ოთახი უფრო კომფორტული?ჰაერის ტენიანობის გაზრდამ შეიძლება სითბოს შეგრძნება გააუმჯობესოს. სწორედ ამიტომ, ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგია საძინებელსა და მისაღებ ოთახში.ეს მარტივი საყოფაცხოვრებო ხრიკი დამატებითი ხარჯების გარეშე დაგეხმარებათ გათბობის სეზონზე სახლში უფრო სასიამოვნო გარემოს შექმნაში.

✕