1773951610
ტარიელ ხარხელაური: პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა
პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად, - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.
„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. არ ვიყავი ეკლესიური. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იმ დროისთვის მძიმე სიტყვა მითხრა - თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობაო. ისაა მამა, შენ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ შენი მისია უნდა შეასრულოო. ეს არ იყო ადვილი მოსასმენი. რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.
პატრიარქმა მომცა ძალა, რომ სიძულვილი, უარყოფითი ემოცია სიყვარულით ჩამენაცვლებინა. მომცა ძალა, რომ მიტევება შემძლებოდა. პატრიარქი იყო, რომელთანაც ყველა თემაზე შემეძლო საუბარი. ისეთ მიუღებელ და დაუჯერებელ თემებზეც, რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მისაღები არ არის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა, შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას. მას ჩემთვის საუბარი არასდროს შეუწყვეტინებია. მან მასწავლა, რომ ეკლესიაში სანთელი უნდა დაანთო სხვისთვის. შევდივარ ტაძარში და ვანთებ სანთელს მისთვის, ვინც ჩემზე უარეს დღეშია“, - აღნიშნა პოეტმა.











