„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
დილიდან საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 7 ადამიანს, მეხანძრე-მაშველები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად ეძებდნენ. თითქმის 9 საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის თაია უვნებლად ამოიყვანეს.
მოგვიანებით კი, ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაღუპულთა შორის არიან 3 წლის თაიას დედა ნინო ჭელიძე და და, 7 წლის ნუცა ფხალაძე. აფეთქებას ემსხვერპლა 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილის სიცოცხლეც. როგორც ამბობენ, ლალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, შვილებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა…
გავრცელებული ცნობით, აფეთქებას კიდევ ერთი დედა-შვილი და ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.