„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის“ - ფონიჭალის ტრაგედიას შეწირული კიდევ ერთი დედა-შვილი

ვერონიკა

დილიდან საქართველო უმძიმესმა ამბავმა შეძრა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 7 ადამიანს, მეხანძრე-მაშველები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად ეძებდნენ. თითქმის 9 საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის თაია უვნებლად ამოიყვანეს.

მოგვიანებით კი, ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

დაღუპულთა შორის არიან 3 წლის თაიას დედა ნინო ჭელიძე და და, 7 წლის ნუცა ფხალაძე. აფეთქებას ემსხვერპლა 54 წლის ლალი (ლამარა) შიშმანაშვილის სიცოცხლეც. როგორც ამბობენ, ლალი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, შვილებმა შენობიდან გამოსვლა შეძლეს, დედის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა…

აფეთქებას ემსხვერპლა კიდევ ერთი დედა-შვილი, ვერონიკა და არიანა.

მათ შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„აღარ მყავს არც და და არც დის შვილი არანა...ღმერთო, რატოოოოო... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის... დაოოოოოო“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ვანიშვილი.

✕