დაქალები

1794744735

109 წლის ქალები, რომლებიც მე-2 მსოფლიო ომის დროს დამეგობრდნენ, 80 წლის შემდეგაც დაქალები არიან

ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ნამდვილ მეგობრობას წლები ვერაფერს აკლებს. 109 წლის ქალები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამეგობრდნენ, 80 წლის შემდეგაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ. დოროთისა და ველმას გზები  ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისას გადაიკვეთა. მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი მბეჭდავებად მუშაობდნენ და ერთმანეთიც ასე გაიცნეს.უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დოროთი ასეთ სიტყვებს ამბობს: ჩვენს მეუღლეებსაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთად დიდ დროს ვატარებდით, ვმოგზაურობდით, ბევრ დანაკარგთან მოგვიწია გამკლავება. მაგრამ ერთმანეთი გვაძლიერებდა“.მას შემდეგ 80 წელი გავიდა, თუმცა, დრომ მათი კავშირი უფრო გააძლიერება. ისინი ახლაც საუკეთესო მეგობრები არიან.ველმამ ისიც აღნიშნა, რომ ჯანსაღი ჩვევებისა და მათი მრავალწლიანი ურთიერთობის გარდა, ბედნიერების მთავარი საიდუმლო ადამიანების მიმართ სიკეთის გამოჩენაა. 

პანჩი

1794742025

მაკაკა პანჩიზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სათამაშო ორანგუტანგთან ჩახუტებული პანჩი, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეიყვარა, უკვე გაიზარდა. უცხოური მედიის ცნობით, ახლა ის მასზე ბევრად უმცროს მაკაკაზე ზრუნავს.იჩიგავას ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ეს პანჩის ცხოვრებაში ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამით მაიმუნი ცდილობს ის გზა, რაც თვითონ გაიარა, პატარა მაკაკას თავიდან აარიდოს. პანჩი ხომ დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და არც ზოოპარკის სხვა ბინადრები იღებდნენ.გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მას დაბადებიდანვე ადევნებენ თვალს, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა იმის დანახვა, თუ როგორ ინტერესდება პანჩი ჯგუფის ახალი, მასზე პატარა წევრით.კადრები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ჯო ბაიდენი

1794741728

პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჯიუტად და არასაკმარისად მადლიერად ახასიათებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.ზელენსკი კერძო საუბრებში „ზოგჯერ ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, რამდენსაც ველოდი“, – წერს გამოცემა ბაიდენის მემუარებზე დაყრდნობით, რომელიც სამშაბათს გამოიცემა.ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ზელენსკის სამსახიობო წარსული ძალიან კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა საომარი დროის ლიდერისთვის.ვლადიმერ პუტინზე საუბრისას ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრებზე გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, „შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა“.ბაიდენის განმარტებით, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა ინაუგურაციამდე სთხოვეს, ხელი მოეწერა წერილზე, რომელიც მათ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების უფლებას მისცემდა. ბაიდენის თქმით, მან უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, მათთვის „სრული თავისუფლება“ მიეცა იმისთვის, რაც, მისი აზრით, უკრაინის ხარჯზე დანებებას დაემსგავსებოდა.წიგნში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას და 2024 წელს მეორე ვადით არჩევის მცდელობას.„იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი. ავღანეთში ომის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო“, – აღნიშნავს ბაიდენი.მისივე თქმით, ის დაარწმუნეს, რომ ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ დედაქალაქი ექვს თვეს მაინც ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩებოდა.„დაპირებული ექვსთვიანი ვადა რამდენიმე დღეში ამოიწურა“, – წერს ბაიდენი.2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბაიდენი ამბობს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, როცა მრჩევლებთან ხელახლა კენჭისყრის საკითხი განიხილა, არავინ შეწინააღმდეგებია: „ყველა თანახმა იყო“. მისი თქმით, იცოდა თავისი ასაკის სისუსტეები, მათ შორის დასუსტებული ხმა, სახელებისა და ადგილების არევის გახშირებული შემთხვევები და სიარულის პრობლემები, მაგრამ, ბაიდენის განმარტებით, ხუთი ათწლეულის პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არ თვლის, რომ დემოკრატებს მასზე ძლიერი კანდიდატი ჰყავდათ.წიგნში ბაიდენი აღნიშნავს, რომ დებატების შემდეგ კანდიდატურის უკან გაწვევას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ურჩევდნენ. ბაიდენის თქმით, პელოსი მუშაობდა, რომ არჩეულ თანამდებობის პირებსა და ბაიდენის დელეგატებს მისთვის მხარდაჭერა მოეხსნათ, და აფრთხილებდა, რომ, გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი ვერ გაიმარჯვებდა.წიგნში ბაიდენი დონალდ ტრამპსაც აფასებს. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე ის წერს: „ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანას კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ აჯანყებას უძღვებოდა“. ბაიდენის შეფასებით, ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის მიერ საკუთარი მოვალეობის ერთ-ერთი უმძიმესი უგულებელყოფა იყო. ამავე დროს ბაიდენი იხსენებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში ტრამპისგან კეთილგანწყობილი წერილი დახვდა, თუმცა ტრამპი წინა თვეებში, კამპანიის დროს მას მკაცრად აკრიტიკებდა.„თითქოს ორი დონალდ ტრამპი არსებობდა“.ისრაელზე საუბრისას ბაიდენი ამბობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ისრაელის გრძელვადიან ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკურად თავის გადარჩენა იყო.

დიმიტრი პესკოვი

1794740992

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხი ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან იქნება დაკავშირებული.„ცხადია, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება, ამა თუ იმ ფორმით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას დაუკავშირდება. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს – ისინი ურთიერთდაკავშირებული ელემენტებია“,- განაცხადა პესკოვმა.პესკოვის თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა და დიალოგზე უარი თავად ევროპამ თქვა. მისი განცხადებით, რუსეთი ევროპელებთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, მეორე მხარეს რეალური სურვილი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები ჰყავდეს.პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ შერჩეულ მომლაპარაკებლებს რუსეთთან დაკავშირება ჯერ არ უცდიათ.ამასთან, პესკოვის განცხადებით, თუ ევროკავშირს მშვიდობა არ სურს, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება.

ემანუელ მაკრონი

1794730500

უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობაზე დათანხმების იძულება, ახალი ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა, ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უშუალოდ ეხება ევროპას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.მაკრონის განმარტებით, ისინი, ვისაც უკრაინისთვის დახმარების რესურსების შეზღუდვა სურს, სინამდვილეში ცდილობენ, მას უსამართლო მშვიდობაზე დათანხმება აიძულონ, ხანგრძლივად დაასუსტონ და ამით ევროპაც დააუძლურონ, რაც კიდევ ერთი ომისკენ მიმავალი გზაა."ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,ის, რაც უკრაინაში ხდება, უშუალოდ ჩვენც გვეხება. საქმე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინის დახმარება თავდაცვის სფეროში, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვასაც ნიშნავს.თუ რუსეთი ძალადობით მოახვევს საკუთარ ნებას ევროპულ ქვეყანას, საფრთხე მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეექმნება.სწორედ ამიტომ, უკრაინა კვლავ ჩვენი დისკუსიების მთავარი თემა იყო ხუთშაბათსა და პარასკევს, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტისა და ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში.ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთიანობა გამოვხატეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომელთა შესახებაც მსურს, აქ მოგიყვეთ.პირველი პრიორიტეტი უკრაინისთვის ზამთრის გადატანაში დახმარებაა. უკრაინელები კვლავაც აგრძელებენ წინააღმდეგობას და იჩენენ ისეთ სიმამაცეს, რომელიც აღფრთოვანებას იმსახურებს.ამერიკელ წარმომადგენლებთან გამართული ბოლო მოლაპარაკებებიც ცხადყოფს: ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მისი არმია წინ ვერ მიიწევს. პირიქით, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.თუმცა აშკარაა, რომ პუტინი ფსონს უკრაინის გატეხაზე დებს - მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმების გახშირებით და ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დატოვების მცდელობით. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გეგმა ჩავუშალოთ.ეს ნიშნავს, რომ უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და დავეხმაროთ მას საკუთარი მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის ქსელების დაცვაში.მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ისინი, ვისაც უკრაინისთვის დახმარების რესურსების შეზღუდვა სურს, სინამდვილეში ცდილობენ, მას უსამართლო მშვიდობაზე დათანხმება აიძულონ, ხანგრძლივად დაასუსტონ და ამით ევროპაც დააუძლურონ.ეს დამარცხების განწყობაა. ეს პირდაპირი გზაა ახალ ომამდე. საფრანგეთის პოზიცია ასეთი ვერ იქნება.ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ევროპამ ამ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან ამ მშვიდობაზე ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული.გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანობა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე კი, ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. საფრანგეთის ინიციატივით, 42-მა ქვეყანამ დაამტკიცა დეკლარაცია იმ პრინციპების შესახებ, რომლებმაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.სწორედ ამ მიზანს ემსახურება "მოხალისეთა კოალიციის" საქმიანობაც, რომელიც 2025 წლის დასაწყისში შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მოსამზადებლად. წლის დასაწყისში, პარიზში მიღებულმა დეკლარაციამ ამ პროცესს საფუძველი ჩაუყარა. ის ითვალისწინებს უკრაინის არმიის მხარდაჭერას და მრავალეროვნული ძალების მომზადებას, რომელთა უკრაინაში განთავსებაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.ამჟამად, პოლონეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომლის მიზანია იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ამ სამუშაოს გასაგრძელებლად ხუთშაბათს ბერლინში შევიკრიბებით.ახლა საჭიროა, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსეთთანაც, როგორი მომავალი გვინდა ომის დასრულების შემდეგ. ასევე უნდა დავაზუსტოთ, რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ყოველ შემთხვევაში, მინდა აქ გამოვხატო ჩემი მტკიცე რწმენა, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე ძლიერი რეგულარული არმია ჰყავს, ნატოსთან ერთად მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ამ ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაც ეკუთვნის.ჩვენი მიზანი ნათელია: მივაღწიოთ უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობას, შემდეგ კი ყველასთან ერთად გავაგრძელოთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. სწორედ ასე შევძლებთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელების, ფრანგებისა და ყველა ევროპელის დაცვას", - წერს ემანუელ მაკრონი.

მაციბარი

1794688704

გარდაცვლილი დედის ნივთების დალაგებისას ქალმა საყინულეში ახალშობილის ცხედარი აღმოაჩინა - საიდუმლო შესაძლოა 20 წელზე მეტს ითვლიდეს

შემზარავი აღმოჩენა ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ალარიზში. ქალმა, რომელიც გარდაცვლილი დედის სახლში ნივთებს ალაგებდა, ავტოფარეხის სათავსოში მოთავსებულ საყინულეში ახალშობილის ცხედარი იპოვა.შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 7 ნოემბერს გავრცელდა. ქალი დედის პირად ნივთებსა და საცხოვრებლის სათავსოებს ამოწმებდა, როდესაც საყინულე გახსნა და შიგნით ჩვილის ცხედარი აღმოაჩინა. შოკისმომგვრელი აღმოჩენის შემდეგ მან სამართალდამცველებს შეატყობინა.გამოძიების პირველადი მონაცემებით, ჩვილი ორსულობის დაახლოებით 32–34-ე კვირაზე იყო დაბადებული. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ბავშვის გარდაცვალებიდან შესაძლოა ორ ათწლეულზე მეტი იყოს გასული. ამასთან, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ახალშობილს სუნთქვა ჰქონდა დაწყებული, თუმცა ზუსტად როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, ჯერ დადგენილი არ არის.ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ გამოძიება დაიწყო. ექსპერტიზისთვის ნიმუშები აღებულია, ხოლო დნმ-ის ანალიზი მადრიდის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რათა ბავშვის ბიოლოგიური მშობლების ვინაობის დადგენა გახდეს შესაძლებელი.გამომძიებლები ასევე სწავლობენ, როგორ აღმოჩნდა საყინულე ამ საცხოვრებელში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოწყობილობა მანამდე ქალაქ ორენსეს რამდენიმე საცხოვრებელშიც იყო გადატანილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ჩვილის ცხედარი თავდაპირველად სხვა ადგილას აღმოჩნდა და მოგვიანებით გადაიტანეს.საქმეზე სასამართლომ გამოძიების მასალები კონფიდენციალურად გამოაცხადა. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, დაიბადა თუ არა ბავშვი ცოცხალი, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი და ვინ იცოდა ამ საიდუმლოს შესახებ.შემთხვევის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დეტალი ისაა, რომ პასუხები შესაძლოა ათწლეულების წინანდელ ამბავს უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე კი გამოძიება გრძელდება.

ბბბბ

1794688464

ქურდმა 760 ათასი დოლარის ბრილიანტები გადაყლაპა - ძვირფასეულობა ორი კვირის შემდეგ ამოიღეს

უჩვეულო შემთხვევა აშშ-ის ფლორიდის შტატში, ორლანდოში მოხდა. მამაკაცმა, რომელმაც Tiffany & Co.-ის საიუველირო მაღაზიიდან 769 500 დოლარის ღირებულების ბრილიანტის საყურეები მოიპარა, დაკავებისას მტკიცებულებების დამალვა მათი გადაყლაპვით სცადა.გამოძიების ინფორმაციით, ჯეითან გილდერი მაღაზიაში პროფესიონალი კალათბურთელის წარმომადგენლად წარდგა და განაცხადა, რომ ძვირადღირებული სამკაულების შეძენას აპირებდა. თანამშრომლებმა მას ძვირფასეულობის დასათვალიერებლად სპეციალური ოთახი გამოუყვეს.თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ სამკაულები შეეძინა, მამაკაცმა ორი წყვილი ბრილიანტის საყურე აიღო და გაქცევა სცადა. გაქცევისას ის ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკურად დაუპირისპირდა.სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ავტომობილი მალევე დაადგინეს და ფლორიდის შტატში გააჩერეს. დაკავების დროს მამაკაცმა მოპარული საყურეების გადაყლაპვა სცადა. მოგვიანებით ჩატარებულმა სკანირებამ მის ორგანიზმში უცხო სხეულები გამოავლინა.პოლიციას ძვირფასეულობის ამოსაღებად თითქმის ორი კვირის განმავლობაში მოუწია ლოდინი. მათი სერიული ნომრები Tiffany & Co.-ის წარმომადგენლებმა შეამოწმეს და დაადასტურეს, რომ სწორედ მოპარული ნივთები იყო.საქმეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება ჰქონდა: 2026 წლის 22 ოქტომბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯეითან გილდერი ძარცვასა და მსხვილ ქურდობაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის დანიშვნა დეკემბერში ელოდება.ამრიგად, მამაკაცის მცდელობა, ძვირფასეულობა პოლიციისთვის დაემალა, წარუმატებლად დასრულდა - სამართალდამცველებმა ოთხივე საყურე დაიბრუნეს.

სისხლის ანალიზი

1794687852

ერთი სისხლის ანალიზით შესაძლოა შვიდი ტიპის კიბოს ადრეული აღმოჩენა გახდეს შესაძლებელი - ბრიტანეთში მასშტაბური კვლევა იწყება

დიდ ბრიტანეთში ახალი სამედიცინო კვლევა იწყება, რომლის მიზანია სისხლის ერთი ნიმუშით რამდენიმე სახის კიბოს შესაძლო ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. პროექტში ინგლისის მასშტაბით 20 000-ზე მეტი პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.კვლევა, სახელწოდებით STRIDE-RCT, სულ მცირე 200 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. მასში 45 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებსაც ექიმთან მუცლის არეში დისკომფორტის, მუდმივი შებერილობის ან სხვა მსგავსი სიმპტომების გამო მიმართეს.მეცნიერები სისხლის რამდენიმე თანამედროვე ტესტის ეფექტიანობას შეამოწმებენ. ტექნოლოგიები ხელოვნურ ინტელექტსა და სისხლში არსებული ცილების, ბიომარკერებისა და სიმსივნურ უჯრედებთან დაკავშირებული ნაწილაკების ანალიზს იყენებს.კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბოს ისეთ ფორმებს, რომელთა ადრეული დიაგნოსტიკა ხშირად რთულია. მათ შორისაა პანკრეასის, კუჭის, ნაწლავის, ღვიძლის, საკვერცხეების, პროსტატისა და სხვა ორგანოების სიმსივნეები.ერთ-ერთი ტესტი სისხლში 32 ბიომარკერს ერთდროულად აანალიზებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმს ეხმარება განსაზღვროს, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით გამოკვლევებს.მკვლევრების მიზანია, ახალი მეთოდით კიბოს შესაძლო ნიშნები უფრო ადრე გამოვლინდეს და პაციენტები საჭირო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე დროულად გადამისამართდნენ.თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დადებითი პასუხი კიბოს დიაგნოზს არ ნიშნავს - ის მხოლოდ დამატებითი გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებს.კვლევის შედეგები მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში უნდა შეფასდეს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდები და შესაძლებელია თუ არა მათი ფართო გამოყენება ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში.სპეციალისტების შეფასებით, წარმატების შემთხვევაში, მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება გახდეს.

NATO

1794649566

„ნიუ იორკ თაიმსი“ – აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებისას რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატო-მ ჯარები 1997 წლის პოზიციებზე დააბრუნოს

აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებისას რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატო-მ ჯარები 1997 წლის პოზიციებზე დააბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მოთხოვნა 10 ნოემბრით დათარიღებულ დოკუმენტშია, რომელიც მოსკოვის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებზე წარადგინეს.მედიის ინფორმაციით, მოთხოვნა თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყებამდე  ორი თვით ადრე, 2022 წლის დასაწყისში წამოაყენა. მაშინ რუსეთი ითხოვდა, რომ ნატო-ს ჯარები გაეყვანა აღმოსავლეთ ფლანგიდან, კერძოდ, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.გამოცემის შეფასებით, დოკუმენტი აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინს თავისი ძირითადი მიზნები არ შეუცვლია.  ვლადიმერ პუტინი აღნიშნავდა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ომის „ძირეული მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. მედიის ცნობით, აბუ დაბიში რუსეთის წარმომადგენლებმა ომის შემდგომ მოდელად ცივი ომის პერიოდიც დაასახელეს.„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების თქმით, ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე მოსკოვის საწყისი პოზიციაა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პუტინი გარკვეულ მოქნილობას გამოიჩენს.ცნობისთვის, 1997 წელს ნატო-სა და რუსეთს შორის „დამფუძნებელი აქტი“ გაფორმდა. ამავე წლის ივლისში მადრიდის სამიტზე პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს, ალიანსში კი 1999 წელს შევიდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს 2004 წელს შეუერთდნენ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1997 წელს აღნიშნული ქვეყნები ორგანიზაციაში გაწევრიანებული არ ჰყავდა.

თვითმფრინავი

1794646091

„არაფერს გამოვრიცხავთ“ - აშშ-ის მთავრობა ფრენების მასშტაბურ შეჩერებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

აშშ-ის მთავრობა ამ დროისთვის არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს - ამის შესახებ შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მარკვეინ მალინმა განაცხადა.მალინმა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა გახდა ფართომასშტაბური საკომუნიკაციო პრობლემის მიზეზი. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი თვითმფრინავების უსაფრთხოდ დასმა და მგზავრების დაცვაა.„უამრავი ზარი შემოდის კითხვით - „ტერორისტული თავდასხმაა?“. ყველა უსაფრთხოდაა, თქვენი ახლობლებისთვის შიშის საფუძველი არ არსებობს“, - მიმართა მან ჟურნალისტებს. - „სანამ მიზეზებს ვიკვლევთ, კიბერთავდასხმების სიხშირიდან გამომდინარე, ყოველთვის ყველაფერი უნდა ვივარაუდოთ, თუმცა ამ წუთისთვის მსგავსი არაფერია დადასტურებული. უპირველესი ამოცანა კომუნიკაციის აღდგენაა, რის შემდეგაც ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებით“.მისივე თქმით, „არანაირი საფუძველი არ არსებობს“, რომ ეს ინციდენტი Microsoft-ის გლობალურ ტექნიკურ შეფერხებას დაუკავშირდეს.„გვსურს, ყველა დავარწმუნოთ, რომ ეს არ არის ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების რამე სახის საფრთხე ან 11 სექტემბრის განმეორება - ზოგიერთი სწორედ ამგვარ შედარებებს ცდილობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა მალინმა.

American Airlines-ის მგზავრი, აფექტურობის გამო ადგილზე წებოვანი ლენტით დააბეს - მან ფრენისას თვითმფრინავის კარის გაღება სცადა

1794636612

აშშ-ის საავიაციო ადმინისტრაციამ ფრენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა

აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ფრენების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმა. და ავიარეისების განახლების ნებართვა გასცა.„მგზავრთა უსაფრთხოება FAA-ის უმთავრესი პრიორიტეტია. ფრენების განახლების ნებართვის გაცემამდე ჩვენი სისტემები საფუძვლიანად შევამოწმეთ, რათა დაგვედასტურებინა, რომ ისინი სტაბილურად მუშაობს და ოპერაციები საიმედოდ ხორციელდება. ფრენების ნაწილი უკვე განახლდა, მგზავრებს კი ფრენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიებთან დაკავშირებას ვურჩევთ“, - ნათქვამია აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ში.ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ „განსაკუთრებული გარემოებებისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ ქვეყნის მასშტაბით ყველა რეისზე საყოველთაო აკრძალვა დააწესა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფრენების შეფერხების მიზეზი სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი გათიშვა იყო.

ნიუ ორლეანი

1794636498

ნიუ ორლეანში ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ნიუ ორლეანში, მდინარე მისისიპიზე ტანკერი სამგზავრო გემს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.შეჯახების შედეგად მდიდრული სამგზავრო გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა. მგზავრები გემიდან გადმოსვლას ცდილობდნენ, ათობით ადამიანი კი წყალში აღმოჩნდა.ნიუ ორლეანის მერის ჰელენა მორენოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად გემზე მყოფი ყველა ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდა. ნავსადგურის თანამშრომლებმა, მეხანძრეებმა და თვითმხილველებმა წყალში ჩავარდნილი მგზავრების გადარჩენა შეძლეს.მერმა მომხდარს „სასწაული მისისიპიზე“ უწოდა. მისი ინფორმაციით, კომპანია American Cruise Lines-ის კუთვნილი სამგზავრო გემის, American Heritage-ის 32 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა არცერთ მათგანს კრიტიკული დაზიანება არ მიუღია.მორენოს თქმით, შემთხვევის დროს გემზე დაახლოებით 180-190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. American Cruise Lines-ის ვებგვერდის თანახმად, 2015 წელს აშენებულ გემზე 150 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.მერის ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით შუადღისას მოხდა. ტანკერმა Atlantic Asphalt-მა მართვა დაკარგა და ნაპირთან გაჩერებულ სამგზავრო გემს შეეჯახა.მგზავრების ევაკუაციის დაწყების შემდეგ გემმა ჩაძირვა დაიწყო, საბოლოოდ კი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადამიანები მდინარეში აღმოჩნდნენ.გამოცემა New Orleans Advocate-ისა და Times-Picayune-ის ერთობლივი საინფორმაციო პლატფორმის ცნობით, გემის გადაბრუნებამდე American Heritage-იდან დაახლოებით 87 მგზავრმა მოახერხა გადმოსვლა.ჰელენა მორენომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი, შტატისა და ფედერალური სამსახურების, ასევე სხვა გემების ეკიპაჟების სწრაფმა რეაგირებამ მსხვერპლის თავიდან აცილება უზრუნველყო.

✕