იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა - რომის პაპი

რომის პაპი ლეო

რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული  შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ლეო XIV-მ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით“, -აღნიშნა პონტიფიკოსმა.

მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის საბოლოო დასრულება.

„იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა“,  – აღნიშნა პაპმა.

პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო დავების გადაწყვეტა სამხედრო მოქმედებების ნაცვლად მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უნდა ხდებოდეს.