ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს თბილისში, წარსულში არსებული წყენის გამო, სამმა პირმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დაზარალებულს. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დროს იგი სკამზე დააბეს და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.
ბრალდებულების შეტყობინების შედეგად შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი პირი მივიდა, რა დროსაც წარმოიშვა კონფლიქტი და ერთ-ერთმა ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მყოფ ერთ პირს დაზიანება მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
ერთ-ერთი პირი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 ივნისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა), ხოლო მეორეს 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.