facebook

1713505272

Facebook-ის წესებთან დაკავშირებით, მორიგი ფეიკ ნიუსი ვრცელდება - რაზეა საუბარი

 სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკის" ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.სუბარია ამ ტექსტზე: “არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა!!! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას გამოიყენოს ჩემი წარსული ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება. კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მიცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან.არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით.”აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს ინფორმაციული ტექნოლოგიების იურისტი მარიამ შარანგია:"მინდა გამოვეხმაურო საქართველოში Meta-ს პროდუქტების (Facebook, Instagram, Whatsapp) ის წესების და პირობების შეცვლის შესახებ არსებულ აჟიოტაჟს. ოცამდე პოსტი შემხვდა ამ დეზინფორმაციის ირგვლივ საკმაოდ უდროო დროს და რადგან ეს სფერო არის ჩემი პროფესია მინდა ყველა თაობის ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ავხსნა.Facebook ყოველთვის იყენებდა და გამოიყენებს ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვაწვდით, არანაირი სიახლე ამ კუთხით არ შესულა, ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის ვფლობ ინფორმაციას დიდი პლათფორმების მიერ შეტანილ ცვლილებებზე და გარდა ამისა ჩემითაც მოვიკვლიე საკითხი და ახალს ვერაფერს წავაწყდი.ნებისმიერი პლათფორმა იყენებს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, განსხვავება იწყება იქ თუ რა მონაცემი (სახელი, გვარი, მეილი და აშ.) მუშავდება და რა საფუძველს ეყრდნობა (თანხმობა, ხელშეკრულების პირობები, ლეგიტიმური ინტერესი და აშ.).Facebook იყენებს ნაწილ პერსონალურ მონაცემს ჩვენი თანხმობის საფუძველზე როცა ვრეგისტრირდებით, ნაწილს კი შემდგომში სხვადასხვა საფუძვლით მაგალითად ლეგიტიმური ინტერესი, რა დროსაც პლათფორმა აცხადებს რომ ბალანსი ინტერესებს შორის დაცულია და მისი მხრიდან ამა თუ იმ მონაცემის გამოყენება გადის ლეგიტიმურობის სამშრიან ტესტს (მიზანი, საჭიროება, ბალანსი).Facebook იყენებდა და იყენებს მონაცემებს რაც გაუზიარეთ რეგისტრაციის დროს (რაც მოიცავს თქვენს სახელს, გვარს, პაროლს, მეილს, გენდერს, დაბადების თარიღს და აშ); ინტერაქცია (ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა რეკლამას უყურეთ, რა დროით, მოგეწონათ თუ არა, დააპაუზეთ თუ არა და აშ); უშუალოდ მიმოწერა end-to-end encypted (ანუ კონფიდენციალური) არის თუმცა Metadata-ზე აქვთ წვდომა ანუ მაგალითად რა დროს გაიგზავნა მესიჯი ან რა სახის ტექსტი თუ ხმოვანი.2023 წლის იანვარში ირლანდიის პერსონალურ მონაცემთან კომისარმა დააჯარიმა Meta 390 მილიონი ევროთი იმის გამო რომ რეკლამის განთავსებისას ხდებოდა ისეთი პერსონალური მონაცემის გამოყენება რომელიც დაფუძნებული იყო წესებზე და პირობებზე და არა ღიად გაცხადებულ თანხმობაზე. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ მსგავსი ცვლილების რადგან Facebook-მა რომც შეცვალოს რაიმე, მარეგულირებლები არიან ჩასაფრებული.უნდა იცოდეთ: თქვენი უფლებები, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაციის წაშლის უფლება, თქვენი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება, მასზე წვდომის უფლება და აშ. აგრეთვე მეეჭვება ეს აჟიოტაში ამას ეხებოდეს თუმცა თუ გსურთ რომ Meta-მ არ გამოიყენოს თქვენი მონაცემები Generative AI - გენერირებული ხელოვნური ინტელექტისთვის, გაქვთ უფლება მიმართოთ და წაშლიან მონაცემს, თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაიშლება მხოლოდ Meta-ს მიერ ამოკრეფილი საჯარო ინფორმაციები თქვენზე ან სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი თქვენს შესახებ ინფორმაციები.იმისთვის რომ არ ვაზიაროთ დეზინფორმაცია, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, დააკვირდით შინაარსს, მაგალითად რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი რომ საკუთარ პროფილზე ტექსტის ქართულად ან თუნდაც ინგლისურად დადებით ვაცხადებ თანხმობას ან უარს რაიმე სერვისზე", - წერს იგი.წყარო: BMG 

წვიმა

1710911140

“წვიმა, ქარი, ნალექი” - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 მარტს ქუთაისში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.ფოთში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ჭიათურაშიც წვიმს. დღე +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.გუდაურში მოთოვს, დღე +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.რუსთავში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. 

საქართველოს ბანკი ბიზნესებს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს

1707295426

საქართველოს ბანკი ბიზნესებს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ახალ პროდუქტს - ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს.ბიზნეს ნაკრები საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ოპერაციები მოქნილად აწარმოონ და  ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების სპეციალურ შეთავაზებებზე.ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი სხვადასხვა, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისით ისარგებლებს და ინდივიდუალური საკომისიოების ნაცვლად, ფიქსირებულ ტარიფს გადაიხდის.ბიზნესების ზომისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ბანკმა ოთხი - სასტარტო, S, M და L ნაკრები შექმნა.სასტარტო ნაკრები იმ დამწყები ბიზნესებისთვისაა და გააქტიურებიდა ექვსი თვის განმავლობაში უფასოა. ამასთან, ამ ნაკრების მომხმარებლები სამი თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ტერმინალით. მათ ასევე წვდომა ექნებათ სპეციალურად, სტარტაპების განვითარებისთვის შექმნილ ოცამდე ბიზნეს შეთავაზებაზე. S ნაკრებში კი საბაზისო საბანკო სერვისებია გაერთიანებული.აღსანიშნავია, რომ სასტარტო ნაკრების მფლობელებს შეუძლიათ, გაიუმჯობესონ პროდუქტი და შეარჩიონ M ან L ვერსია ციფრული არხებიდან. ამ შემთხვევაში, მათ  ახალ პაკეტთან ერთად შეუნარჩუნდებათ სასტარტო ნაკრების უპირატესობები მისი გააქტიურებიდან 6 თვის განმავლობაში.M ნაკრებში რამდენიმე უპირატესობა ერთიანდება:·სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეთავაზება;·მინიმალური ტარიფი სავალუტო გადარიცხვებზე;·20%-იანი ფასდაკლება ლარის გამავალ გადარიცხვებზე·თანხის გამოტანის გაზრდილი ლიმიტი.ხოლო L ნაკრების მფლობელები ისარგებლებენ:· სავალუტო გადარიცხვებზე ფიქსირებული ტარიფებით;· ლარში გადარიცხვებზე -50%-იანი ფასდაკლებით;· თანხის გატანის მაღალი ლიმიტებით;· უფასო განაღდების ლიმიტით.„საქართველოს ბანკი ყურადღებით აკვირდება ბიზნეს ლანდშაფტს და იკვლევს სხვადასხვა სეგმენტის ბიზნესის საჭიროებებს. შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვაუმჯობესებთ პროდუქტებსა და სერვისებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამის მაგალითია ბიზნეს ნაკრებიც, რომელიც კომპანიებს ოპერაციების ეფექტურად წარმოების საშუალებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის, ვაკავშირებთ მათ მილიონობით მომხმარებელთან და ვაწვდით ახალ ინსტრუმენტებს გასაძლიერებლად“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.ბიზნეს ნაკრების გასააქტიურებლად ეწვიეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს ან ბიზნეს მობილბანკს და მიიღეთ საჭირო სერვისები მარტივად.

iliko sukhishvili

1703021350

ილიკო სუხიშვილის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია - ტრაგედია, რომელმაც 2001 წელს ქვეყანა შეძრა

ბევრმა არ იცის, რომ სუხიშვილების ლეგენდარული ოჯახის მემკვიდრეს, უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.ის დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც, სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ, სამაგიეროდ უთხრეს, რომ იქვე სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.სწორედ ამ დროს, როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს მიუშვირა. მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. მძარცველები მათთვის უცხო ენაზე საუბრობდნენ, რის გამოც არაფერი ესმოდათ.ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი სტაცა. ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი ფარავდა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცა დაფარული იყო, ტყვიამ რაღაც მილიმეტრებში გაიარა და მოხვდა.მეორე მეგობარი, რომელიც მათ ახლდა, ამ დროს ცალკე ჰყავდა გაყვანილი ერთ-ერთ მძარცველს. ამის შემდეგ მძარცველები წავიდნენ, ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი, თუმცა იგი მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ.დამნაშავეებს რა ბედი ეწიათ, უცნობია.

evro

1702624812

რას ნიშნავს მოლაპარაკებების ეტაპი, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვება

14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირი მასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესს იწყებს.მოლაპარაკებები დაყოფილია 35 თავად, რომლებიც 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული: საფუძვლები; შიდა ბაზარი; კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა; საგარეო ურთიერთობები.თითოეულ ბლოკზე მოლაპარაკებები იწყება ერთიანად - მას მერე, რაც ქვეყანა განსაზღვრულ მაჩვენებლებს მიაღწევს. თითოეულ თავზე მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად, მისი პირობითი დახურვის მიზნით.საფუძვლების შესახებ მოლაპარაკებები იხსნება პირველ რიგში და იხურება ბოლოს; ამ ბლოკში მიღწეული წინსვლა მოლაპარაკებების საერთო ტემპს განსაზღვრავს.საფუძვლები მოიცავს მიმართულებებს:სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები; სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება; სახელმწიფო შესყიდვები; სტატისტიკა; ფინანსური კონტროლი.ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების უმრავლესობას რამდენიმე ურთიერთგადამკვეთი პოლიტიკური საკითხის მოგვარება უწევს. ამაში შედის:კანონის უზენაესობა; სამოქალაქო საზოგადოება და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.გაწევრიანების კრიტერიუმები, იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები (მიემართება ევროპული საბჭოს 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტს, რომელზეც განისაზღვრა ეს კრიტერიუმები) ის არსებითი პირობებია, რომელიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა გახდეს წევრი სახელმწიფო.კანდიდატი ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე კომპლექსურია და გაწევრიანების ვადებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, კანდიდატი ქვეყნის მიერ, ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული პროგრესი მთავარი საზომი იქნება. წევრობის მინიჭებამდე, ევროკავშირი ზედმიწევნით აფასებს კანდიდატი ქვეყნის უნარს, შეძლებს თუ არა ის გაერთიანების პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას.გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზეა დამოკიდებული.

ისრაელი

1697309712

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოკლე ისტორია

როგორ წარმოიშვა ეს კონფლიქტი?კონფლიქტის არსია ის, რომ ისრაელი ითხოვს უსაფრთხოებას რეგიონში, რომელსაც მისდამი მტრულად განწყობილად მიიჩნევს, პალესტინელები კი საკუთარი სახელმწიფოს შექმნისკენ მიილტვიან.აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, დღევანდელი ისრაელი და პალესტინის ტერიტორია, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა საუკუნეების განმავლობაში. იქ მეტწილად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მუსლიმები და ქრისტიანები, და მცირე რაოდენობით, ებრაელებიც.მეოცე საუკუნის დასაწყისში ათასობით ათასი ევროპელი ებრაელი გადასახლდა ამ ტერიტორიაზე, რომელსაც თავიანთ ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევდნენ. ჰოლოკოსტს კიდევ უფრო მეტი ებრაელის ემიგრაცია მოჰყვა ევროპიდან, მათ შორის შუა აღმოსავლეთშიც.როცა ადგილობრივ არაბებში პალესტინური ეროვნული იდენტობა ყალიბდებოდა, ევროპაში ფეხს იდგამდა სიონიზმი, ებრაელთა მოძრაობა, რომელიც მრავალწლიანი დევნისა და შევიწროების შემდეგ, გადარჩენისთვის ებრაული სახელმწიფოს შექმნას ქადაგებდა.დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა. ამის წინააღმდეგნი იყვნენ პალესტინელები და მათ შორის გარშემო ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული არაბული სახელმწიფოები - ეგვიპტე, იორდანია, სირია და ერაყი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისინი თავს დაესხნენ ახლად შექმნილ სახელმწიფოს.1948 წლის ომის შედეგად 700 ათასი პალესტინელი - ბრიტანეთის მიერ მართული მაშინდელი პალესტინის არაბული მოსახლეობის ნახევარი - სახლებიდან გაიქცა ან ამის გაკეთება აიძულეს.ეს მოვლენა ცნობილია როგორც „ნაკბა“, რაც არაბულად კატასტროფას ნიშნავს.პალესტინელი ლტოლვილები საბოლოოდ იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაფუძნდნენ.ომის დროს ისრაელში დარჩენილი პალესტინელები კი ამ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ.1949 წელს ზავი დაიდო, თუმცა ოფიციალური სამშვიდობო დოკუმენტი არ გაფორმებულა.1967 წელს ისრაელმა პრევენციული დარტყმა განახორციელა ეგვიპტისა და სირიის წინააღმდეგ. ამით დაიწყო 6-დღიანი ომი, რომლის დროსაც ისრაელმა დაიკავა დასავლეთი სანაპირო, იორდანიისგან მოიპოვა აღმოსავლეთი იერუსალიმი, სირიისგან კი - გოლანის მაღლობები.1973 წელს ეგვიპტემ და სირიამ იერიში მიიტანეს ისრაელის პოზიციებზე სუეცის არხის და გოლანის მაღლობების გასწვრივ, რასაც იომ-ქიფურის ომი მოჰყვა. ისრაელმა ორივე არმია სამ კვირაში უკუაგდო.1982 წელს ისრაელი შეიჭრა ლიბანში. იასირ არაფატის ათასობით პალესტინელი მებრძოლი 10 კვირის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა, ვიდრე მათი ევაკუაცია ზღვით არ განხორციელდა. 2006 წელს ლიბანში ომი განახლდა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის ორი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ და ისრაელმა საპასუხო თავდასხმა განახორციელა.2005 წელს ისრაელმა დატოვა ღაზა, რომელიც 1967 წელს ეგვიპტესთან ბრძოლის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ღაზა მნიშვნელოვანი შეტაკებების ეპიცენტრი იყო 2006, 2008, 2012, 2014 და 2021 წლებში.ომების გარდა პალესტინელებმა ორი ინტიფადა, ანუ აჯანყება მოაწყვეს 1987-1993 და 2000-2005 წლებში.როგორ ცდილობდნენ მშვიდობის დამყარებას?1979 წელს ეგვიპტემ და ისრაელმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც დასრულდა 30-წლიანი მტრობა.1993 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და არაფატი ოსლოს ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც პალესტინის შეზღუდულ ავტონომიას ითვალისწინებდა.1994 წელს ისრაელმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადო იორდანიასთან.2000 წელს კემპ დევიდის სამიტში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისრაელის პრემიერი ეჰუდ ბარაკი და არაფატი. სამიტი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გარეშე დასრულდა.2002 წელს ისრაელს შესთავაზეს არაბული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობის ნორმალიზებას ყველა არაბულ ქვეყანასთან. სანაცვლოდ ისრაელს უნდა დაეტოვებინა 1967 წელს ომის დროს დაკავებული ტერიტორიები, შექმნილიყო პალესტინის სახელმწიფო და „სამართლიანად გადაწყვეტილიყო“ პალესტინელი ლტოლვილების პრობლემა.2014 წლიდან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ისრაელსა და პალესტინელებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა.პალესტინელებმა მოგვიანებით უარი განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რადგან მან მხარი არ დაუჭირა ორი სახელმწიფოს პრინციპს - სამშვიდობო ფორმულას, რომლის მიხედვითაც 1967 წელს ისრაელის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება.

პუტინი

1692947832

პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები

ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი „ტერორისტი“ პუტინისთვის არანაირი ფასი არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ის დამცირებას არავის და არასდროს პატიობს! ეს კარგად უნდა სცოდნოდა პრიგოჟინს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, როდის და ხერხით იძიებდა პუტინი შურს...„ვაგნერის“ ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს როსტოვში შტაბის დაკავება, პრიგოჟინის თავხედობის და პუტინის დამცირების მწვერვალი იყო – ამგვარად მიიღო ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ.თუ ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვა დადასტურდა, ეს იქნება პუტინის "პოლიტიკური გენოციდის" კიდევ ერთი შემთხვევა. ვინ იქნება შემდეგი? რუსული სიკვდილის ბრიგადები – რეჟიმის მიერ შეკვეთილი მკვლელობები 23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნესჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა, ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანის გვამები.24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. იმრან ალიევი 2020 წლის 30 იანვარს სასტიკად მოკლეს საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი, მეტსახელად „მანსურ სტარი“.ამავე წლის 26 თებერვალს შვედეთში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი ბლოგერისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსის თუმსო აბდურაჰმანოვის ბინაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძინარე ბლოგერს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, თუმცა აბდურაჰმანოვმა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება, განეიტრალება და პოლიციისთვის ჩაბარება.როგორც გამოძიებამ შემდგომში დაადგინა, თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი იდგა.კადიროვის სიკვდილის ბრიგადებზე საინტერესო მოსაზრება აქვს რონდელის ფონდის მკვლევარს, ალექსანდრე კვახაძეს.მისი თქმით, რამზან კადიროვი, რომელიც წლებია ერთპიროვნულად მართავს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ, როგორც ჩეჩენეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ:„ჩეჩნეთში პოლიტიკური და განსხვავებული აზრის გამო დევნა არ არის ახალი მოვლენა. იქ მომუშავე არაერთი უფლებადამცველი პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი გამხდარა.გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით გავრცელებულია ე.წ. „ბოდიშის მოხდის“ ვიდეოების პრაქტიკა, როდესაც რამზან კადიროვის საჯარო კრიტიკოსს მუქარითა თუ ძალადობით თავისი  სიტყვების უკან წაღებასა და რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ და მისი მობოდიშება საჯაროვდება“.კადიროვის და ზოგადად, პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა სია საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში წამყვან ადგილს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ.კადიროვი-პუტინის რეჟიმის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ დევნილობაში მყოფი ჩეჩნებიც.არის შემთხვევები, როცა რუსეთის სპეცსამსახურები მკვლელობის ადგილიდან ყველანაირ მტკიცებულებას აქრობენ და როგორც წესი, კატეგორიულად უარყოფენ გახმაურებულ მკვლელობებთან ოფიციალური მოსკოვის კავშირს. ზელიმხან ხანგოშვილი ერთ-ერთი შემთხვევა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.ცხადია, პუტინის რუსეთმა ამ შემთხვევაშიც მკვლელობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა გერმანიის პროკურატურა უკვე დაბეჯითებით ირწმუნება, რომ დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია.მომხდარის გამო, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი ვინმე ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია.ეს პიროვნება გერმანიაში ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. კრასიკოვს წარსულში ინტერპოლი ეძებდა, თუმცა საერთაშორისო ძებნა რუსეთის მოთხოვნით შეწყდა. სერგეი მაგნიტსკი 37 წლის ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან პირადად ვლადიმერ პუტინი და მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა.ის 2009 წლის ნოემბერში ციხეში მოკლეს. საინვესტიციო ფონდის მოხსენებაში, რომელსაც ხელს აწერს ამერიკელი ინვესტორი უილიამ ბროვდერი, ნათქვამია, რომ მაგნიტსკის სამედიცინო დახმარებაზე უარი ყველა სამთავრობო უწყებამ უთხრა.მოგვიანებით, აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ე.წ. მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდათ. ალექსანდრე ლიტვინენკო FSB-ს ყოფილი აგენტი, 44 წლის ალექსანდრე ლიტვინენკო დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვდა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმერ პუტინის და რუსეთის სპეცსამსახურების უკანონო საქმიანობაზე ალაპარაკდა, მათ შორის ჟურნალისტ ანა პოლტიკოვსკაიას მკვლელობაზე.უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი ყოფილი აგენტი რუსეთის სპეცსამსახურებმა ლონდონში მოკლეს – მომაკვდინებელი რადიაციული ნივთიერება პოლონიუმით, რომელიც ლიტვნინენკოს ჩაიში ჩაუსხეს.ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ დანაშაულის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და ეს მკვლელობა, „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით.„ამასთან, დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად ფეესბეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო ფეესბეს მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და, ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ“, – განაცხადა ოუენმა. ანა პოლიტკოვსკაია დიდი ალბათობით ვლადიმერ პუტინის ნებართვით მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაიაც 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან.ჟურნალისტი აქტიურად და დაუფარავდა ამხელდა პირდად პუტინს და რუს მაღალჩინოსნებს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის კორუფციაში, ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში და ხელისუფლების დანაშაულზე ბესლანის ტრაგედიის დროს.მას ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით „პუტინის რუსეთი“, სადაც დეტალურად აღწერს თუ როგორ იმართება თანამედროვე რუსეთი.ჟურნალისტს ხშირად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ის თამამად განაგრძობდა მხილებას, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობით დასრულდა.2014 წელს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ბრალდებით ეთნიკურად ჩეჩენი 5 მამაკაცი დააკავეს, თუმცა ცნობილია, რომ მათ მკვლელობისთვის 150 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. დამკვეთის ვინაობა, ცხადია დღემდე არ გამოვლენილა. პოლ კლებნიკოვი პოლ კლებნიკოვი კიდევ ერთი ჟურნალისტია, რომელიც ვლადიმერ პუტინს და რუს ოლიგარქებს ამხელდა. ის 2004 წლის 9 ივლისს მოკლეს მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ოლიგარქების სკანდალური სია, მათი კავშირები ვლადიმერ პუტინთან.კლებნიკოვი გახლდათ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა. იგი გახლდათ რუსული „ფორბსის“ რედაქტორი. მოკლეს რედაქციიდან გამოსვლის მომენტში. სერგეი იუშენკოვი პარტია „ლიბერალური რუსეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი იუშენკოვი მოკლეს თავისივე სახლის სადარბაზოს წინ.ის მოკლეს 2003 წლის 16 აპრილს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მისი პარტია მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში.ის გახლდათ პუტინის აშკარა მოწინააღმდეგე და ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი. გარდაცვალებამდე იუშენკოვი ღიად მიანიშნებდა რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე. ნატალია ესტემიროვა ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეჩენი აქტივისტი და ორგანიზაციის – Memorial – საბჭოს წევრი ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს, 08:30 საათზე გაიტაცეს გროზნოში მდებარე საკუთარი სახლიდან.იმ დროისთვის ესტემიროვა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების „უკიდურესად მწვავე“ შემთხვევებზე მუშაობდა, სადაც რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა.ორი თვითმხილველის თქმით, მათ დაინახეს, როგორ ყვიროდა ესტემიროვა გატაცების მომენტში, როდესაც აქტივისტს მანქანაში ძალით ტენიდნენ.იმავე დღეს მისი ცხედარი თავისა და მკერდის არეში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით, კავკაზის ფედერალური გზიდან 100 მეტრის მოშორებით, ტყეში იპოვეს.მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესტემიროვამ მიიღო მუქარის შეტყობინება პუტინის ახლო მოკავშირის, ჩეჩნეთის ლიდერის – რამზან კადიროვის სახელით. სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა 2009 წლის 19 იანვარს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი მოსკოვში, კრემლის მახლობლად სეირნობდა, როდესაც ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.მასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც ადვოკატის დახმარებას ცდილობდა.მარკელოვი სასამართლოში არაერთ გახმაურებულ საქმეს წარმოადგენდა, სადაც პირადად ვლადიმერ პუტინის ინტერესები იკვეთებოდა, მათ შორის ის იცავდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ინტერესებს.ბოლოს, ის გახლდათ ჩეჩნეთში მოკლული ახალგაზრდა გოგონას, ელზა კუნგაევას ოჯახის ადვოკატი.კუნგაევა რუსეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა იური ბუდანოვმა მოკლა. 2003 წელს ბუდანოვს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2009 წლის იანვარში ვადამდე გაათავისუფლეს.სტანისლავ მარკელოვმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს უარი, განეხილა მისი განაცხადი ბუდანოვის გათავისუფლების გაუქმების შესახებ. საჩივრის შეტანიდან რამდენიმე საათში კი ადვოკატი მოკლეს. დენის ვორონენკოვი რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ – ასე შეაფასა უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 2017 წლის 23 მარტს მომხდარი მკვლელობა.შეიარაღებული თავდასხმისას მოკლეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, დენის ვორონენკოვი, რომელიც ერთი წლით ადრე გადასახლდა უკრაინაში და აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინის პოლიცია განიხილავს მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას. ამის შესახებ აცხადებს უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ალექსანდრ ვაკულენკო.ვორონენკოვი მოკლეს, როცა მიდიოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ასევე ყოფილ წევრთან, ოპოზიციონერ ილია პონომარიოვთან შესახვედრად.როგორც იუწყებიან, თავდამსხმელმა, სულ ცოტა, რვაჯერ ესროლა 45 წლის ვორონენკოვს. მომხდარი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.ვორონენკოვის მცველმა კი თავდამსხმელს ესროლა, დაჭრა ის, რის შემდეგაც თავდამსხმელი მეზობელ ქუჩაზე დააკავეს პოლიციელებმა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბორის ნემცოვი ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მოკლეს. მას ზურგში ოთხი ტყვია ესროლეს.მის მკვლელობასთან ვლადიმერ პუტინის კავშირზე ყველაზე ნათლად თავად ნემცოვის ინტერვიუ მეტყველებს, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა გამოცემამ Собеседник გამოაქვეყნა.„როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს!.. და ამას სრული სერიოზულობით ამბობს…არასოდეს დამიფარავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. მიმაჩნია, რომ სწორედ მან, ვლადიმირ პუტინმა გააჩაღა ომი უკრაინაში. ახლა მისდამი ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, როგორც არასდროს. სერგეი და იულია სკრიპალები მართალია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ცხადია, კრემლი ამას არ ელოდა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა 2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სცადეს.თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა.გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტია რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა.მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების მოძიება და შერჩევა იყო. 1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო კავშირი დაამყარა.11 წლის განმავლობაში ის სწორედ ბრიტანეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. 2004 წელს მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი.სკრიპალმა პატიმრობაში 6 წელი გაატარა. ის, 2010 წელს, ვადაზე ადრე აშშ-სა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს. იმრან ალიევი 2020 წლის 30 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ ლილში მოკლეს რამზან კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი 44 წლის ბლოგერი იმრან ალიევი, ცნობილი, როგორც „მანსურ მოხუცი“.როგორც „გარდიანი“ წერს, ალიევი სასტუმროს ნომერში, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი ნახეს.გავრცელებული ინფორმაციით, ალიევი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, პოლიტიკური მოტივის ნიშნების ახლავს. თუმსო აბდურაჰმანოვი26 თებერვალს, უცხო პირები თავს დაესხნენ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურაჰმანოვს.ბლოგერმა თვდამსხმელის მოგერიება და პოლიციის გამოძახება მოახერხა. მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს იატაკზე გართხმული მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ ის მოსკოველია და ბლოგერის „დაშინება“ მას ვინმე აბდურაჰმანმა დაავალა, გროზნოდან.თუმსო აბდურაჰმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობასა და სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს.ბლოგერი ამტკიცებდა, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. ასევე ნახეთ:მოოქრული უნიტაზი, ცხენების კოლექცია, მილიონები და სასახლე ოქროს ნივთებით - რა ქონებას ფლობს რამზან კადიროვი„ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის, ვეღარ დამეწევი... შენ სულ პატარა ფერია იქნები... “ - გვანცა ბუბაშვილის მეგობრების ემოციები„ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება, ეს შემზარავი სიცარიელე“ - ტარიელ ხარხელაური„ნაპოვნია ძვირფასეულობა, პირადობის მოწმობები, საყოფაცხოვრებო ნივთები...“ - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

ასტორ

1690518256

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა “Astoria Grande", ბათუმის პორტი დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ.

ევგენი პრიგოჟინი

1690261320

„მისი აზრით, შურისძიება კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა...“ - პუტინი პრიგოჟინზე შურისძიებისთვის ემზადება?

რუსეთი სისხლისღვრას ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გადაარჩინა. მან დაარწმუნა “ვაგნერის” მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბოხი შეეწყვიტა. ეს ოფიციალური ვერსიაა, რომელიც ბევრს არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 23-24 ივნისს რუსეთში.“პუტინის მზარეულის” მოულოდნელად დაწყებული ამბოხი მოულოდნელადვე დასრულდა. მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, “ვაგნერმა” კი სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ვაგნერის აჯანყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავს "დასუსტებულად" გრძნობს. კითხვაზე, თუ რამდენად დასუსტდა პუტინი, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: "ძნელი სათქმელია, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს. ის ომს აგებს სახლში. და ის გარიყულია მთელი მსოფლიოსგან. და ეს არ არის მხოლოდ ნატო, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, არის იაპონიაც." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.აშშ-ის პრეზიდენტს პრიგოჟინის შესაძლო ქმედებებზე ჰკითხეს წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა: „ღმერთმა უწყის რისი გაკეთება შეუძლია… ისიც კი არ ვიცით თუ სად იმყოფება და რა სიტუაციაში“.„მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან, თუ რას ვჭამ… დეტალურად შევისწავლიდი თუ რას მთავაზობენ სადილზე”, - განაცხადა ბაიდენმა.ევგენი პრიგოჟინი - ზედმეტსახელად “პუტინის მზარეული” 2000-იანების დასაწყისში კრემლისთვის ბანკეტებს აწყობდა.თითქმის ყველა, ვინც რუსეთის შიდა ამბებს აკვირდება, აღიარებს, რომ გაურკვევლობაშია. არაერთ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული კერძო ჯარი, “ვაგნერი” უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იბრძვის. ამისთვის პრიგოჟინმა საომრად ათასობით პატიმარი წაიყვანა.ამ ხნის მანძილზე “პუტინის მზარეული” აკრიტიკებდა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ ისინი განგებ უჭიანურებენ ტყვია-წამლისა და ჭურვების მიწოდებას.ბოლო რამდენიმე კვირა ის აკეთებდა იმას, რაც რუსეთში კანონით ისჯება - ამბობდა, რომ უკრაინასთან ომის დაწყება საჭირო არ იყო და რომ რუსეთი ამ ომში წარუმატებელია. პირველ რიგში, გენერლების არაკომპტენტურობისა და კორუმპირებულობის გამო.10 ივნისს, სერგეი შოიგუმ უბრძანა “უკრაინაში მებრძოლ ყველა სამხედრო შენაერთს” დაემორჩილონ თავდაცვის სამინისტროს. პრიგოჟინმა უპასუხა, რომ "ვაგნერი" ამას არ გააკეთებს. სამი ამერიკული გამოცემა,( “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი” და “სიენენი”) წერს - რამდენიმე დღეში ამერიკულმა დაზვერვამ უკვე იცოდა, რომ ის ამბოხს გეგმავდა.რა ვიცით ამბოხზე?23 ივნისს საღამოს, “პუტინის მზარეულმა” თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერის” ბანაკს დაესხა და ის შურს იძიებს. 24 ივნისს, გამთენიისას, მათ თითქმის უბრძოლველად დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი, საიდანაც უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარი მარაგდება.შემდეგ კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა. გაცხადებული მიზანი ორი მეტოქის, თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის უფროსის დაკავება იყო.რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბოხებულებს “მკაცრი სასჯელით” დაემუქრა. ცოტა ხანში გავრცელდა იფორმაცია, რომ მისმა თვითმფრინავმა მოსკოვი დატოვა. კრემლმა კი თქვა, რომ პრეიზდენტი მოსკოვში რჩება.ამასობაში, დედაქალაქისკენ მიმავალმა “ვაგნერმა” თავდაცვის სამინსიტროს რამდენიმე ვერტმფრენი ჩამოაგდო. დაიღუპა, სულ ცოტა, ათი მფრინავი. მოსკოვის მისადგომებთან ჯარისკაცები თხრიდნენ სანგრებს, გამოცხადდა “კონტრტერორისტული ოოპერაციის რეჟიმი“, ქალაქში შევიდა ჯავშანტექნიკა.მაგრამ ბრძოლა არ შედგა. საღამოს რვა საათისთვის ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ის პრიგოჟინს შეუთანხმდა - “ვაგნერის” კოლონა უკან გაბრუნდება, ყველას შეიწყალებენ, “პუტინის მზარეული” კი ბელარუსში წავა.იმავე საღამოს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დონის როსტოვის მოსახლეობა “ვაგნერელებს” ტაშით აცილებს და პრიგოჟინთან ფოტოებს იღებს. პრიგოჟინიც და პუტინიც დაახლოებით 48 საათით გაუჩინარდნენ. სიჩუმე პირველმა პრიგოჟინმა დაარღვია.26 ივნისს, საკუთარი ტელეგრამ არხით გავრცელებულ აუდიო-მიმართვაში, მან თქვა, რომ “ვაგნერმა” უკან დაიხია, როცა “ცხადი გახდა, რომ ბევრი რუსული სისხლი დაიღვრება”.რატომ მოაწყო “სამართლიანობის მარში”? იმიტომ, რომ “ინტრიგების შედეგად” ხელისუფლებამ “ვაგნერელებს” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ეს კი მხოლოდ “1-2%-ს” უნდოდა.“სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ გამოცდილი მებრძოლები და მეთაურები საზარბაზნე ხორცი გახდებიან” - თქვა მან. “ვაგნერი” დასაშლელად მზად იყო, თუმცა მათ ბანაკზე სარაკეტო დარტყმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა და გეგმები მყისიერად შეიცვალეს.მაგრამ მათი მიზანი ხელისუფლების ჩამოგდება არ ყოფილა, ეს პროტესტი იყო. ამიტომ პრიგოჟინი ამბობს, რომ კმაყოფილია და რუსულ ჯარს “მასტერ-კლასი უჩვენეს”. მეტიც. ის ამტკიცებს, რომ ხალხი მხარს უჭერდა. “ზოგი იმედგაცრუებული იყო, რომ გავჩერდით”, რადგან “ვაგნერელებს” უყურებდნენ, როგორც მებრძოლებს კორუფციასთან და “რუსეთში არსებულ სხვა დაავადებებთან”.ამბოხიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა. პუტინმა თქვა, რომ “ყველაფერი გაკეთდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად” და აჯანყებას “ყველა შემთხვევაში ჩაახშობდნენ”. “ვაგნერელებს” ის კვლავ შეწყალებას დაჰპირდა და შესთავაზა სამი გამოსავალი - ან თავდაცვის სამინსიტროს დაქვემდებარებაში უნდა წავიდნენ, ან ბელარუსში, ანდაც სახლში.პრიგოჟინის სახელი არ უხსენებია, და მეტი არც არაფერი უთქვამს, იმისდა მიუხედავად, რომ პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მის გამოსვლას წინასწარვე “ისტორიული” უწოდა.27 ივნისს, პუტინმა მიმართა სამხედროებსაც და მადლობა გადაუხდა იმისთვის, რომ “ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნეს”.ჩხრეკა ამბოხებული „მზარეულის“ სახლში და პრიგოჟინის "50 ელფერი"რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, ოქროს ზოდები.პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალურია. მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დიმიტრი გეილერია, რომელმაც უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მეორე ვლადიმერ ბობროვი, აგრესიული იყო და თქვა, რომ არაფერს იტყოდა.სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.

მეუფე შიო

1689227160

ბრძოლა გავლენებისთვის თუ ყოფითი ინტოქსიკაცია? რა ვერსიებია მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის საქმეში

სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველად გამოჩნდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. ქადაგების შემდეგ კი, მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა - "ღვთის შეწევნით ვარ კარგად."მღვდელმთავარმა მრევლს ამბიონიდანაც მიმართა, თუმცა სავარაუდო მოწამვლის შესახებ არაფერი უთქვამს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის ნაცვლად გამოძიების მიმდინარეობაზე დღეს ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. დეკანოზმა დაადასტურა, რომ შესაძლო დანაშაულის დეტალებზე გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა.გამოძიების შედეგებს ელოდებიან სხვა სასულიერო პირებიც. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ საპატრიარქოში შიო მუჯირს მტერი არ ჰყავს. მღვდელმთავარი საყოფაცხოვრებო მიზეზით მოწამვლის ვერსიას არ გამორიცხავს.დეტალები არ დააზუსტა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ კრიმინალური პოლიცია აქტიურად მუშაობს ყველა ვერსიის გადამოწმებაზე.მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალების კვალი. საპატრიარქო და საგამოძიებო ორგანოც ახლა უცხოეთიდან დამატებითი კვლევის პასუხებს ელოდება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია

1689062340

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია!

სამწუხაროდ, ყოველი ჩვენგანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სოციალურ ქსელში, საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე ინფორმაცია, რომ სიმსივნით დაავადებულ, ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, მრავალშვილიან დედას დახმარება ესაჭიროება...ჯერ თავად „ამ განაჩენის“ აფიშირება და მერე ამისთვის „მოწყალების თხოვნა“ ასმაგად ამძიმებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისაც დახმარება ესაჭიროება.„თითო ლარიც მნიშვნელოვანია“ - ეს ფრაზა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის. კარგად მესმის ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ხელში უჭირავს საშინელი ანამნეზი და ამ დროს ფიქრობს, საიდან მოიტანოს თანხა სამკურნალოდ... სად წავიდეს და ვის მიმართოს...მე არ ვარ ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტი, მაგრამ არანაკლების გადატანა მომიხდა ორი წლის წინ. თვიდან-თვემდე შემოწირულობებით ვყიდულობდი საჭირო მედიკამენტებს. ამის პარალელურად, იყო ბევრი ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გასაყიდიც არ დარჩა არაფერი... და მე თავს ვიმხნევებდი, რომ სხვას უფრო ვჭირდებოდით... უფრო პრიორიტეტულებს... ბავშვებს, რომლებიც გრძელ თმებზე ოცნებობენ... ტკივილის გარეშე ცხოვრებაზე...და აი, რამდენიმე წლის შემდეგ, ახლა უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია!პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე 300 ბავშვის მკურნალობას.ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.- მაშინ ასე არ იყო...- მაშინ რომ ეს დრო ყოფილიყო...- ადრე არც ფული იყო, არც ძლიერი კლინიკები...- ადრე რომ ასე ყოფილიყო, ანანოს გადავარჩენდი!!!ადრე, სისხლი რომ გვჭირდებოდა ანანოსთვის, ტელევიზიიდან ტელევიზიაში დავრბოდი... საინფორმაციოს ბოლოს ვაცხადებდით... მაშინ არ იყოს მოწოდება სოციალურ ქსელში და არც ასე ხელმისაწვდომი იყო კარგი კლინიკები...სამომავლოდ გადარჩებიან. იცოცხლებენ... აღარ იტირებენ დედები, მამები იმის გამო, რომ დაფინანსება არაა...„ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ... რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. ყოველწლიურად, სამწუხაროდ, ჯერ კიდე 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.საგულისხმოა, რომ იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში დაეხმარებიან ქართულ კლინიკებს.„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.  ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – ითქვა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

akeTis gza

1688577683

ეს გზა თამარ მეფის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ და ჯადოსნური სოფლის სასწაულ ამბებს მოგიყვებათ

ფოტოზე ნაჩვენები გზა, ეკლესია და საუკუნოვანი ისტორიის შემნახველი წყლის წისქვილი გურიაშია გადაღებული და სოფელ აკეთს ეკუთვნის.ამ გზაზე ასფალტი ნახევარ საუკუნეზე მეტია, არავის ახსოვს. გზის საფარი მოწესრიგდა და გაკეთდა ისეთ ადგილებში, სადაც ასფალტი არასდროს ყოფილა. ეს ისტორიული ამბავია!ახლა, ეს რეაბილიტირებული, ნებისმიერი ავტომობილისთვის კომფორტული, დაგრეხილ ბაწარივით მოქნეული გზები სუფთა ჰაერზე, მწვანეში ჩაფლულ, ჩანჩქერების სიგრილეში, საქუხიას კანიონთან, წყლის წისქვილებთან მიგიპატიჟებთ, სადაც ყველაზე სტუმართმოყვარე გურულები გამოგეგებებიან, სუფრას უცებ გაგიშლიან, გემრიელად გაგიმასპინძლდებიან და მოგიყვებიან აქაურს და იქაურს, აქამდე უთქმელ და დაუჯერებელ ამბებს.სანამ ოფიციალურ დეტალებს გაიგებთ ამ გზის შესახებ, მანამ პატარა ექსკურსიას მოგიწყობთ...აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. სოფელში არის თიხნარი ნიადაგი. ამის საფუძველზე განვითარებული იყო მეთუნეობა.XVIII საუკუნემდე სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეებს. 1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. აქ თუ გკითხავენ „ჩამოი? როის მიხვალ?“ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთი სული აქვთ თქვენს წასვლამდე. პირიქით, ეს იმიტომ აინტერესებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პატივისცემა მოასწრონ თქვენს მიერ ნათქვამ დროში.აქ მოისმენთ ამბავს, როგორ აიგო ტაძარი სოფელ აკეთსა და აცანაში. რომ ამ ტაძარში სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა, აქ მოგიყვებიან ოსტატზე, რომლის ნაშენები ეკლესია, თვით თამარ მეფეს შეუქია.ეს ის გზაა, რომელიც იმ მიწასთან მიგიყვანთ, რომლითაც პირველი თიხის ჭურჭელი გაკეთდა...ეს ის გზაა, რომელიც იმ სოფელში მიგიყვანთ, სადაც პირველი ბიბლიოთეკა გაკეთდა...გზა შუხუთიდან ადის, ჯერ ზემოაკეთს გაივლის, სადაც სხვადასხვა სოფლებისკენ იყოფა გზა. მარჯვნივ აცანისკენ, იქ  საქუხიეს კანიონი და ტაბერნე გელოდებათ.„ტაბერნე გურიაში-აცანა“ არის ადგილი, სადაც კესო ნამდვილ გურულ გემოებს გაზიარებთ, თან პატარა ექსკურსსაც ჩაგიტარებთ ეთნოგრაფიულ ექსპონატებს შორის.მარცხნივ, რომანი თოხაძის ეზოს მიუახლოვდებით და იქ ჩასახვევთან გრუნტი გზა ცივ და ხმაურიან „კიბულასთან“ (ჩანჩქერი) ჩაგიყვანთ. კიბულას გაყოლებაზე, თოხაძეების საუკუნოვანი წყლის წისქვილია, ბამბუკების ულამაზესი ტყით... არაფერი სჯობს ცხელ დღეებში იქ ჩასვლას და მეგობრებთან ერთად გრილად მოლხენას.კიბულაში რომ გაგრილდებით, ისევ ქვემოთ გააგრძელეთ გზა, რომელიც თამარის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ.აკეთის მაცხოვრის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები უშუალოდ თამარ მეფეს მოუწვევია. გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ.ერთი ტაძარი სოფელ აცანაში უნდა აეშენებინათ (ოქონის მონასტერი). მთავარი ოსტატი სოფელ აცანაში გადასულა ტაძრის ასაშენებლად, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი მისი შეგირდისთვის მიუნდია. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და შეგირდსავე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ. გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა.როცა ამ ისტორიულ ეკლესიას მოილოცებთ, მერე გაგურისკენ გადაუხვიეთ, სწორედ აქ აშენდა პირველი ბიბლიოთეკა.1893 წლის 22 აგვისტოს აკეთში გაიხსნა გურიის სახალხო ბიბლიოთეკა. მისი გახსნის ინიციატორები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ლავრენტი წულაძე. ბიბლიოთეკის გახსნისთვის ისინი განიხილავდნენ ნაგომრის, ბახვისა და ჩოხატაურის ვარიანტებსაც, თუმცა საბოლოოდ აკეთი აირჩიეს. გლეხმა ნიკო ქურიძემ ბიბლიოთეკას საკუთარი სახლი ნახევარ ფასად მიჰყიდა. რადგანაც ბიბლიოთეკის მთავარი მისია სოფლად. გლეხობაში წიგნიერების გავრცელება იყო, ბიბლიოთეკის დამფუძნებლებმა შემოიღეს წიგნების ჩამოტარება სოფლებში. მათ სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა დასახლებებში მიჰქონდათ და ადგილზე აცნობდნენ მოსახლეობას. 1895 წელს ორი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315-მა დამიანმა ისარგებლა. მომდევნო ორ თვეში 200-მა მკითხველმა 600 გამოცემა გაიტანა წასაკითხად. მაზრისადმინისტრაცია ცდილობდა ხელი შეეშალა ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის, რადგან იქ მთავრობისთვის მიუღებელი იდეები ვრცელდებოდა. გაგურის იქეთ ჭანჭათია, სადაც ასევე ტყის სიღრმეში ჩაკარგული ჩანჩქერი გელოდებათ და ამ ადგილს საკალმახია ჰქვია.ამ სოფელში რომ მოხვდებით აუცილებლად მოიკითხეთ გურულების აჯანყების ამბავიც.საქართველოში ყველაზე ცნობილი აჯანყება თუ რევოლუციური გამოსვლა (1841 წელს და 1905 წლის რევოლუციის დროს) გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონში მოხდა. გურიის ჯანყს ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. "ჯანყი გურიაში" თვითმპყრობელობისა და რუსეთის­ წინააღმდეგ იყო მიმართული და მასში მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის - თავადაზნაურობის დიდი ნაწილიც მონაწილეობდა".ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი.აღნიშნულმა ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი "ფირალი", რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა გლეხებს კვლავ მოსთხოვა გადასახადების გადახდა. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს და 22 მაისს (3 ივნისს) აჯანყება დაიწყო.ივლის-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო - მასში 7200-მდე კაცი მონაწილეობდა. მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც.9 აგვისტოს აჯანყებულებმა გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი. მალე აჯანყებულებმა მთლიანად დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, ოზურგეთ-ქუთაისის საკომუნიკაციო ხაზი, ოზურგეთისაკენ მიმავალი გზები და სხვა. მთავრობის ხელში მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი დარჩა. აჯანყებულებმა დაამარცხეს გურიის თავად-აზნაურთა და მთავრობის ჯარის დასახმარებლად მოსული სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი. აჯანყებულთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა რჩევით, იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი გლეხი დაიღუპა. კიდევ უფრო მეტი რომ გაიგოთ, „მაშ გარეკეთ ეს ცხენები...“ ცხენები კი არა და აუცილებლად ეწვიეთ ამ სოფლებს და არასდროს დაგავიწყდებათ სიცოცხლის სამოსახლო, ჩვენი პატარა გურია...ისე გამიტაცა ძველი ისტორიების გახსენებამ სულ დამავიწყდა გზის ამბავი - მოკლედ, გზის რეაბილიტაცია ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული. ისევ გრძელდება და მშვენდება ჩემი სოფლის გზები. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება ამ ულამაზეს სოფელში.რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ გზის რეაბილიტაციის ღირებულება საერთო ჯამში 4 108 888 ლარს შეადგენს.რამდენჯერ ჰპირდებოდნენ გზას აკეთლებს. რამდენჯერ დაიწყეს და არ მიიყვანეს ბოლომდე. ახლა ეს გზა ამ ისტორიული სოფლის ისტორიული ნაწილია... მადლობა ყველას ვინც თქვა, დაიწყო და გააკეთა.