2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ნოა უაილი

გამოცემა „ფიფოლმა“ 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად, ნოა უაილი დაასახელა. სერიალის, სახელწოდებით „პიტი“ ვარსკვლავი თავდაპირველად ვერ იჯერებდა, რომ ის მართლა აირჩიეს. უცხოურ მედიასთან ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს:

„მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ. ვერასდროს ვიფიქრებდი, ეს ტიტული თუ მე მერგებოდა". ნოა ეკრანებზე პირველად ენბისის სატელევიზიო შოუში, „ერ“ გამოჩნდა. შესრულებული როლით მან 3 ოქროს გლობუსისა და ემის 5 ნომინაციის მოპოვება შეძლო. 2025 წლიდან კი უაილი ეიჩ-ბიოს სერიალის - „პიტი“ მთავარი გმირია.

გამოცემა „ფიფოლი“ მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ კაცს ყოველწლიურად ასახელებს. მათი პირველი არჩევანი 1985 წელს მელ გიბსონი იყო, შემდეგ წლებში კი მრავალი მსახიობს, სპორტსმენსა თუ მომღერალს მიანიჭეს ეს ტიტული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გადაწყვეტილება მხოლოდ გარეგნობას ან საზოგადოების გამოკითხვას არ ეფუძნება. ჟურნალი მკითხველების გამოხმაურებას, სოციალურ ქსელებში განხილვებსა და ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს ითვალისწინებს.

საბოლოო არჩევანს მაინც ჟურნალის სარედაქციო გუნდი აკეთებს.

✕