„ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ...“ - სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
1793215936
პიოტრ იანი ტიტულის დაცვისთვის გულუხვად დაჯილდოვდება. გარდა Fight of the Night-ის ბონუსით გათვალისწინებული 100 000$-ისა, UFC-ის რუსი ჩემპიონი მალე ახალ ავტომობილსაც, Rolls-Royce Cullinan-ს მიიღებს.
საჩუქარს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ბეთინგ-კომპანია 1win-ისგან მიიღებს, რომელთანაც ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.
„დღეს პიოტრ იანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ასეთი გამარჯვებების მიღმა წლების შრომა, დისციპლინა და საქმისადმი თავდადება იმალება. 1win-ში მუდამ ვაფასებთ მათ, ვინც პირველობისთვის დაუღალავად იბრძვის. ამ გამარჯვებისთვის ჩვენგან პიოტრი Rolls-Royce Cullinan-ს მიიღებს - მან ეს დაიმსახურა“, - დაწერა 1win-ის მფლობელმა X-ზე.
Thank you so much @Owner1win one of the best gifts no doubt 🙏🏼
— Petr “No Mercy” Yan (@PetrYanUFC) October 25, 2026