აშშ-ში 31 წლის ქალი გარდაიცვალა — ოჯახი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მა მათი შვილი მოკლა
1793308615
იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ე.წ. ქურდულ შეკრებას, რომლის დროსაც 8 ქართველი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს, ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, ესწრებოდა.
სიმონიას ცნობილი „კრინიმალური ავტორიტეტის“ „იაპონჩიკის“, მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.
„იაპონჩიკი“, რომელსაც „რუსული მაფიის მეფედ“ მოიხსენიებდნენ, „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა და ე.წ. სლავ კანონიერ ქურდებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.
გამოცემის შეფასებით, რომში გამართულ შეკრებაში სიმონიას მონაწილეობა შესაძლოა სლავი „კანონიერი ქურდების“ მისამართით ერთგვარ გზავნილად აღიქმებოდეს.

ფოტოზე: 1. ილია სიმონია (მახო); 2. დავით ქურასბედიანი; 4. რომან ხმალაძე; 5. სერგო ხვისტანი