ალექსეი გონჩარენკო

1793699617

ალექსეი გონჩარენკო, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის მახლობლად, ჯარისკაცების წამებაში მონაწილე პირებისა და მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს

უმაღლესი რადის წევრი ალექსეი გონჩარენკო კიევთან, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის მახლობლად, ერთ-ერთ კერძო სახლში ჯარისკაცების წამების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ მაღალჩინოსნებიც.გონჩარენკომ ცნობილ ადამიანებს, ბლოგერებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ.პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის მახლობლად მდებარე სახლში, ფაქტობრივად, "წნეხის სახლი" იყო მოწყობილი - ადგილი, სადაც "საუბრები" იმართებოდა სამხედრო დისციპლინის დამრღვევებთან, მათ შორის, ძალადობის გამოყენებით.ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ორ კლასად დაყოფის პროცესი მიმდინარეობს: ზედამხედველები ​​და ყველა დანარჩენი.ამ ყველაფერზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება ისე მოიქცე, თითქოს არაფერი ხდება. უბრალოდ, არ შეიძლება! ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცეთ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხისგებაში უნდა მიეცეთ.რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?ვიცი, რომ ბევრი პოლიტიკოსი, ბლოგერი და ცნობილი ადამიანი ჩემს პოსტებს კითხულობს - ნუ გაჩუმდებით! ნუ გაამართლებთ! ნუ იტყვით, რომ ეს აუცილებელია! თქვენ უნდა მოახდინოთ რეაგირება. თქვენ უნდა ისაუბროთ!", - განაცხადა გონჩარენკომ.კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ერთ-ერთ სახლში უკრაინელი სამხედროების წამება გააპროტესტა.მოქალაქეების ინფორმაციით, სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.

ზელენსკი

1793694440

ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება

ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება. შეხვედრის თარიღი და ადგილი ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.სტივ უიტკოფის განცხადებით, მხარეები კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის განხილვას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას გეგმავენ.შეხვედრამდე, მიმდინარე კვირას, ამერიკელი მომლაპარაკებლები ბრიუსელში ევროკავშირის, ნატოს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან."მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მისამართით ისეთი სიგნალებია საჭირო, რომ იქ იგრძნონ: ტერორით ვერაფერს მიაღწევენ, სარგებელს ვერ ნახავენ. ნავთობითა თუ გაზით რუსეთის შემოსავლებთან თამაში საჭირო არ არის - რუსეთზე ისეთი წნეხია საჭირო, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეთ. ამერიკას ეს შეუძლია, მსოფლიოს ეს შეუძლია." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკი

1793690774

ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასირებულ თავდასხმას ამზადებს, რომლის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული სექტორი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასირებულ თავდასხმას ამზადებს.მისივე თქმით, დარტყმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკა და ლოგისტიკა იქნება.„დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს, უპირველესად, ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე“, – აღნიშნა  ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი გათვლას აკეთებს, რომ მსოფლიო ამერიკის არჩევნებს დააკვირდება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩება.ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს მკაფიოდ  აგრძნობინოს, რომ ტერორი სარგებელს ვერ მოუტანს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან „თამაში“ არ შეიძლება.„ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება, მსოფლიოს შეუძლია ამის გაკეთება, რომ რუსულ მკვლელობებს ბოლო უნდა მოეღოს“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ხერსონი

1793083788

ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრის 03:00 საათიდან ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.ლუბინეცის განმარტებით, ჰუმანიტარული მისია უკრაინისა და რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრების თანამშრომლობით, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობითა და კოორდინაციით ხორციელდება.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სიჩუმის რეჟიმის“ შემოღება დაადასტურა.ცნობისთვის, თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ, მელანია ტრამპის ძალისხმევით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1793000760

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს.ზელენსკიმ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „აგრესიისთვის და არა საუბრის შესაძლებლობისთვის“ დაწესდა.„გარკვეული სანქციების მოხსნის პროცედურა არსებობს. სანქციები რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ჩვენი საზღვრების გადაკვეთის, უკანონო ოკუპაციისა და მკვლელობების გამო დაწესდა. სწორედ ამისთვის დაწესდა სანქციები. ამიტომ, სანქციების მოხსნა მხოლოდ ომის დასრულებას, დიპლომატიას, სახელმწიფოს აღდგენის გაგებას და უსაფრთხოების გარანტიებს შეგვიძლია დავუკავშიროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რთული იქნება რუსეთისთვის სანქციების თავიდან დაწესება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მოხსნილია.„ჩემი აზრით, სანქციების გარეშე და სამმხრივ ფორმატში დარჩენით, შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც არაფერია ნათელი. რა მოხდება შემდეგ? სანქციები უკვე მოხსნილია. ვის აქვს ის ძალა, რაც ომის დასაწყისში გვქონდა, რომ ხელახლა დავაწესოთ ყველა ეს სანქცია, გავაერთიანოთ ხალხი ისე, რომ მთელ მსოფლიოში 20-ზე მეტი პაკეტი იყოს? ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვლადიმერ პუტინი

1792754436

ვლადიმერ პუტინი – გენეტიკური კვლევების თანახმად, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, ამიტომ, ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მძიმე ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად

 ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ მძიმე, რთული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად, რადგან უკრაინელები ჩვენთვის ძალიან ახლობელი ხალხია, ხომ გესმით?,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმიერ პუტინმა განაცხადა.„რა უნდა ვთქვათ, ბოლო გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს ერთი ხალხია – რუსები და უკრაინელები. თუ ვინმეს სხვაგვარად სურს აზროვნება, სხვაგვარად ფიქრი, კარგი, ჩვენ ამას ვეთანხმებით. ასეთია რუსეთის ისტორიული განვითარების გზა, ასეთია დღევანდელი რეალობა. თუმცა, ყველაფერზე შეიძლება შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი თავიდანვე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე იყო.„ჯერ კიდევ 2014 წელს ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთთან შეთანხმებას მიაღწიოთ. არა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ იყო მინსკის შეთანხმებები. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. არა, ამაზე უარი თქვეს. შემდეგ, დონბასში ხალხის დაცვის მიზნით ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე, მათ კიდევ ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე შევთანხმდეთ. არა, ვიომებთო“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პინა

1792754343

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პინა პიჩიერნომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, შიმშილობა გამოაცხადა

 ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პინა პიჩიერნომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, შიმშილობა გამოაცხადა.„უკრაინის ქალაქ ოლეშკში ათასობით ადამიანი რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გამომწყვდეული, საკვებსა და მედიკამენტებზე რეგულარული წვდომის გარეშე. ნაღმებით დაფარული ტერიტორიები გაქცევას უკიდურესად სახიფათოს ხდის: ვინც რჩება, შიმშილით სიკვდილის რისკის წინაშეა, ვინც გასვლას ცდილობს – სიცოცხლის რისკის წინაშე. ამ საგანგებო მდგომარეობისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად შიმშილობა გამოვაცხადე“, – დაწერა პიჩიერნომ სოციალურ ქსელში.მან ასოციაციებს, მოქალაქეებსა და ეროვნულ თუ ადგილობრივ ინსტიტუტებს ამ „დიდ არაძალადობრივ ქმედებაში“ ჩართვისკენ მოუწოდა.„უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეყვანა და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაციის შესაძლებლობა, ვისაც ქალაქის დატოვება სურს“, – წერს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.

ბალისტიკური

1792308764

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. ამის მიუხედავად აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა.მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინაზე რაკეტით იერიში ვორონეჟის ოლქიდან მიიტანეს, დრონებით თავდასხმები კი – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და შატალოვოდან. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.მედიის ცნობით, უკრაინის დროით დილის რვა საათზე უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 10 რუსული დრონი იმყოფებოდა.

ზელენსკი

1792156234

ზელენსკი: აშშ არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა.ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის შეთანხმების შესახებ კიევი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის მიუღებელია ის შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის მოქმედებებს განსაზღვრავს უკრაინასთან შეთანხმების გარეშე.მისივე თქმით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმების შეწყვეტას არ ავალდებულებდა.„ჩემი წინადადება ამერიკული მხარისადმი ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ გჭირდებათ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუავებელ ქარხნებზე დარტყმები შევწყვიტოთ. მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია. მაგრამ რადგანაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმას გააგრძელებს, მოგვაწოდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ბევრი არ არის საჭირო. მხოლოდ იმ პერიოდისთვის, ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა ეს არ მიმიღია. უცნაურია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის მიერ ხარკოვის და ოდესის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

1792145880

რუსეთის მიერ ხარკოვის და ოდესის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონზე დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.თავდაპირველად, სამი დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ ერთი მამაკაცი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ამჟამად საოპერაციოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.რუსმა სამხედროებმა ასევე დრონით დაბომბეს ქალაქის ინდუსტრიული უბანი, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.პარალელურად, რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს. ადგილზე ხანძარი გაჩნდა და არიან დაშავებულები. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რეგიონზე თავდასხმა რეაქტიული დრონებით განხორციელდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა შვიდი კერძო სახლი, ენერგეტიკული ობიექტი და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელი ქარხანა.

ზელენსკი

1792043342

ზელენსკი: ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.ზელენსკის განცხადებით, „ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს“. მისივე თქმით, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.უკრაინის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარება გამორიცხა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა გადადგომას, ზელენსკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“.ზელენსკის მტკიცებით, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი, ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენს ქვეყანას დაიცავს, რადგან ეს ჩვენი სახლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას“.ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს ამერიკულ დარტყმას რუსეთზე ახალი რუსული თავდასხმის შემთხვევაში.„თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს დოკუმენტში ჩაიწერება, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიტალი კლიჩკო

1791899218

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა მას გადაყენებას უპირებენ.როგორც კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გადაყენების მცდელობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, თითქოს, ქალაქი ხელმძღვანელობა ზამთრისთვის არასათანადოდ არის მომზადებული.„ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს გათბობის სეზონის დაწყებას ხელი შეეშალა.ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობენ. და ეს ხდება არა მხოლოდ კიევში. თემების ხელმძღვანელებს შეთითხნილი მიზეზებით თანამდებობებიდან ათავისუფლებენ.მე ხალხმა ამირჩია და ვმუშაობ. უკიდურესად რთულ პირობებში ყველაფერს ვაკეთებ, რათა კიეველთა ნდობა გავამართლო და უზრუნველვყო ქალაქის ფუნქციონირება მტრის უწყვეტი, გამანადგურებელი თავდასხმების პირობებში“, - განაცხადა კლიჩკომ.

✕