უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევზე ღამით ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. კიევის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და სამი ხიდი.

კლიჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია პოდილსკო-ვოსკრესენსკის, დნიპროსა და სამხრეთის ხიდები. პოდილსკის ხიდზე მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა დროებით სრულად შეზღუდულია.

უკრაინის ენერგეტიკული კომპანიის, „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება განსაკუთრებით რთულია, რის გამოც სამ ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია.

✕