ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება. შეხვედრის თარიღი და ადგილი ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
სტივ უიტკოფის განცხადებით, მხარეები კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის განხილვას და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას გეგმავენ.
შეხვედრამდე, მიმდინარე კვირას, ამერიკელი მომლაპარაკებლები ბრიუსელში ევროკავშირის, ნატოს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
"მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მისამართით ისეთი სიგნალებია საჭირო, რომ იქ იგრძნონ: ტერორით ვერაფერს მიაღწევენ, სარგებელს ვერ ნახავენ. ნავთობითა თუ გაზით რუსეთის შემოსავლებთან თამაში საჭირო არ არის - რუსეთზე ისეთი წნეხია საჭირო, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეთ. ამერიკას ეს შეუძლია, მსოფლიოს ეს შეუძლია." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.