1793653808
„დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები...„ - რას წერს გურამ დადიანიძის დედა
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის ზაფხულში განახლდა და ახლაც გრძელდება.
აგვისტოში, მლეთაში, ლომისის სალოცავის მიმდებარედ, 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, გამოიყენეს სპეციალური სკანერები და დრონები. შსს-ს ცნობით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი პირი ხელახლა გამოიკითხა.
საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან. არის სხვადასხვა ვერსიები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
„შვილო გური, როგორ გეძებდი, სად არ ვიარე, ერთი ხელებით მიწა არ მითხრია...“, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი წერს.
„რამდენჯერ მოვკვდი ამ 1 წლის მანძილზე და არავის ცხოვრებას არ შევხებივარ, არავინ გამინადგურებია, როგორც თქვენ გამანადგურეთ.
აი, ახლა დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები. მაინტერესებს შენი პასუხი.
გური დე, მიყვარხარ და მენატრები უზომოდ“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.









