რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
თუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას გეგმავთ, ყურადღება მიაქციეთ ახალ ინფორმაციას - 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში საგამოცდო მარშრუტები შეიცვლება.
ცვლილების შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ გორში არსებული ორი საგამოცდო მარშრუტი განახლდება.
ცვლილება ძალაში 2 ნოემბრიდან შევა.
მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გამოცდაზე გასვლამდე გაეცნონ განახლებულ მარშრუტებს.
განახლებული საგამოცდო მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: